"მიშასთან მქონდა საუბარი... შეხვედრის სურვილი არსებობს"
"მიშასთან მქონდა საუბარი... შეხვედრის სურვილი არსებობს"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგი უგულავა ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, "გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა და არის მისი გუნდის წევრი"

თბილისის ყოფილის მერის განცხადებით, ის წარმოადგენს ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და არა ბოკერიას ფლანგს. უგულავას თქმით, პარტია კრიზისშია. მისივე თქმით, პროცესების შემოსაბრუნებლად დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი.

მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში.
თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განცხადებით, მას
კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც.

”მიშასთან მქონდა საუბარი, თუმცა ძნელია მობილურით კომუნიკაცია. საუბარი იყო მოკითხვით, ადამიანურ დონეზე. შეხვედრის სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან მე ვერ ვტოვებ ქვეყანას, ხოლო მიშა ვერ ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება მის პოზიციას პარტიის დაშლასთან დაკავშირებით, ეს თავად მან უნდა დააფიქსიროს, მე ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ესკალაცია უგულავას წერილით დაიწყო"





მკითხველის კომენტარი (2)
fatmani
11 იანვარი 2017 01:01
კასრში გამოზრდილი კაციჭამია ვირთხებო.დაჭამეთ ერთმანეთი.თქვენ ფულისგულისთვის ერთმანეთს არ ინდობთ და ხალხს რას უზამდით თქვენ არამზადებოოოო.
luxo
10 იანვარი 2017 11:51
-გიგი! მიხთიი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები