"არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს მე ვზრუნავ, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში" - პრემიერი თავის განცხადებას განმარტავს
"არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს მე ვზრუნავ, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში" - პრემიერი თავის განცხადებას განმარტავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გარკვეულ კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც მე დავაკვირდი, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რა დასკვნებიც გამოიტანეს. შესაძლოა, მაშინვე ჯობდა ალბათ მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მემგონია, არც ახლა არის გვიან.
რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია „ვარდების
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოედნის“ ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში
“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც არსებობს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დაავალა
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, „ვინაიდან, შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს“.

„ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი, მათთვის ვიტყვი - მთავარი წუხილი ჩემი არის პრობლემა, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. უფრო მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური, ეს საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მალე.

მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ემოციების აგორება, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ და სტიქიურად არ უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ არის ემოციური საკითხი, ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ საკითხი ეხება კანონდარღვევას და საქართველოს კანონის დარღვევის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც იმ უცხოეულ ინვესტორს, ვინც აქ აკეთებს ინვესტიციებს.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხდება კანონდარღვევა ბევრი კუთხით. პროსტიტუცია არის კანონდარღვევა საქართველოში, განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს, იმიტომ, რომ ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია ამის ყურება, იქ რაც ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც და ჩვენ ეს არ უნდა დავმალოთ.
მე იმიტომ გამოვიტანე საჯაროდ, იმიტომ მივეცი დავალება სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ მათ გადაწყვიტონ კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ: "ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს" - კვირიკაშვილი მამაკაცთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა