"ძველი პარტიის ახალი სიცოცხლე" - "სხადნიაკი" სააკაშვილთან უკრაინაში - კვირის პალიტრა

"ძველი პარტიის ახალი სიცოცხლე" - "სხადნიაკი" სააკაშვილთან უკრაინაში

"ძველი პარტიის ახალი სიცოცხლე" - ასეთი წარწერით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილი წევრები მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ესტუმრნენ. როგორც ჩანს, ლიდერებისგან დაცლილ პარტიაში დარჩენილი წევრები მთავარ ლიდერთან დავალებების მისაღებად ჩავიდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხებზე ისაუბრეს სააკაშვილთან ჩასულმა "ნაცმოძრაობის" წევრებმა.

საპარლამენტო უმცირესობიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ: ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.

აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარტია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.

იხილეთ ასევე: მრევლი და მესია, ანუ "მიშას მოწმეები" და ბოკერიას "კარტინკა" - ვინ როგორ აფასებს "ნაცმოძრაობის" გაყოფას?!