"ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ოცნებასთან" - ვინ ვისთან აღმოჩნდება?! - კვირის პალიტრა

"ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ოცნებასთან" - ვინ ვისთან აღმოჩნდება?!

"ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა. აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა"?

"ნაცმოძრაობის" დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი, ექსნაციონალი რეზიკო ოთარაშვილი, პარტიაში მიმდინარე კულუარულ პროცესებსა და დაფინანსების ფარულ სქემებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- დუშეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გახლდით და თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. მოვკიდე საბუთებს ხელი და ჩავედი პარტიის ოფისში...

სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა ვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი, მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია.

ამ დროს შევედი და საუბარი შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემით არც კი დაინტერესებულან.

- არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხშირად ქველმოქმედებისთვის არის გამოყოფილი და პარტიამდე ფინანსური შემოწირულობის სახით როგორ მიდის?

- თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებისთვის იხარჯება, მაგრამ ნაწილი პარტიამდე მიდის. მაგალითად, არსებობს "ამიერკავკასიის პირველი ლედების ასამბლეა", რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. ამისთვის გამოიყოფა თანხები, რაღაც პერიოდში ამ თანხამ ხომ მოაღწია სანდრა რულოვსამდე? მან გასწია ქველმოქმედება, თანხის ნაწილი კი შემოწირულობის სახით მისმა თანაშემწემ შეიტანა პარტიის ანგარიშზე... ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა. აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა? ბათუმის ბულვარში მასთან ერთად ველოსიპედით რისთვის დასეირნობდა და მის ქება-დიდებაში რატომ იყო?

მას უნდოდა, სანდრასგან მიშას გეგმების შესახებ მიეღო ინფორმაცია და დაფინანსების წყაროებიც გაეშიფრა, შემდეგ კი ბოკერიასთვის ანგარიში ჩაებარებინა.

...

- ადეიშვილი რომელ მხარეს დაიჭერს?

- ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ქართულ ოცნებასთან". ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

- ციხეში მყოფი "ნაციონალები"?..

- ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია. გადანაწილება-გადმონაწილება იმის გათვალისწინებით მოხდა, ვინ საიდან მოელის გამორჩენას... ერთმანეთს ძველი წყენები გაუხსენეს. გიგი წერეთლის ბიზნესინტერესები მაშინ შეილახა, როცა მას მიშამ ტრიბუნიდან ხელი დაუქნია, მარილზე ფასები გაძვირდა და სასწრაფოდ გააიაფეო...

წერეთელს ახლა შანსი მიეცა, სიამოვნებით გაუშვას სააკაშვილი პოლიტიკურ მარილზე...

ზოგს ისიც გაუკვირდა, ნიკა რურუა უგულავას გვერდით რატომ არ აღმოჩნდაო? რურუას დეველოპერულ კომპანიას უგულავამ კიკვიძის ბაღში მშენებლობის უფლება არ მისცა...

იხილეთ ასევე: მრევლი და მესია, ანუ "მიშას მოწმეები" და ბოკერიას "კარტინკა" - ვინ როგორ აფასებს "ნაცმოძრაობის" გაყოფას?!

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც აქამდე მოხდა, "ჟურნალად" მოგეჩვენებათ"