"გიგი წერეთლის მამაზე დაარეგისტრირეს რაღაც პარტია, რომელზეც გადააფორმეს "ნაციონალური მოძრაობის" ფულის ნახევარი" - კვირის პალიტრა

"გიგი წერეთლის მამაზე დაარეგისტრირეს რაღაც პარტია, რომელზეც გადააფორმეს "ნაციონალური მოძრაობის" ფულის ნახევარი"

"ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში"

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ და პარტიის ყრილობის წინ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომლის დროსაც არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის განაცხადა, რომ პარტიის იმ აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა, ვინც წავიდნენ, ჯერ კიდევ არჩვნებამდე დაიწყეს სააკაშვილის პარტიიდან ჩამოშორებაზე ზრუნვა.

(იხილეთ ასევე: "როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, ჩემი ნათესავები თანამდებობასთან სათოფეზე არ გაეკარებინათ" )

მიხეილ სააკაშვილი:

"არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შეიქმნა პარტია "ევროპული საქართველო". მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიქმნა. გიგი წერეთლის მამაზე დაარეგისტრირეს რაღაც პაარტია, რომელზეც გადააფორმეს "ნაციონალური მოძრაობის" ფულის ნახევარი თუ ნახევარზე მეტი, გადააფორმეს საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლები და ბევრი სხვა რაღაცა. ეს იყო გამზადებული პლატფორმა, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, ეს მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში. მოდით ახლა ვიკითხოთ - 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და ერთმა ამომრჩეველმა მაინც იცოდა, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხმას აძლევდა პარტიას ასეთი დასახელებით - "ევროპული საქართველო"? მე არ ვიცოდი. ხმას არ ვაძლევდი, მაგრამ აგიტაციას ვუწევდი "ნაციონალურ მოძრაობას". ერთმა მაინც იცოდა, რომ ეს ხმები ჩაეთვლებოდა "ევროპულ საქართველოსაც"? არის პირველი დიდი ტყუილი". სააკაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარვე იყო საუბარი, რომ სააკაშვილი იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ღიად საუბარი არჩევნების შემდეგ დაიწყო.

"იძახდნენ, რა პრობლემაა, მიშას პირიქით ჩვენ ვაღიარებთ, ახლა თქვეს, რომ მიშა არის მთავარი პრობლემა. წინასწარვე იყო ამაზე საუბარი და შემდეგ ამის აღიარება მოხდა ღიად. ამიტომ ვიძახი, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს. ეს ხალხი, რბილად რომ ვთქვა, ამომრჩეველს მიუდგა არაკეთილსინდისიერად, თუმცა საბოლოო ჯამში ისევ შეხვდება ამ ამომრჩეველს და ხალხს ეს არ დაავიწყდება. ამომრჩეველი, რბილად რომ ვთქვათ, გადააგდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ილაპარაკა გიგი უგულავას გათავისუფლებასა და მის კრიტიკულ განცხადებებზე:

"რაც შეეხება გიგის, მართლა ადამიანურად ძალიან მიხარია, რომ ის არის გარეთ. ახალგაზრდა, ჯანღონით აღსავსე, რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეეძლო და როგორც შეეძლო, თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის, თბილისის განვითარებაში და მე ამისთვის მისი მადლობელი ვარ. უკიდურეს უსამართლობად მიმაჩნია ამისთვის მისი დასჯა. მე ვიცი, რომ ის ჩემს გამო დასაჯეს, როგორც სხვები. ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. მე ვიცი, რომ ჩემს გამო დაისაჯა ეს ხალხი. ეს ასეა… ვაფასებ, რომ ეს ხალხი ტყუილებს მაინც არ წერს. ის, რომ ჩემს გამო დაისაჯნენ, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. კი, მე მესმის ფსიქოლოგია, როდესც ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია. ეს ჩემს გამო არ იყო. ეს იდეის გამო იყო. ჩვენ ყველანი ვემსახურებოდით ამ იდეას", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ოცნებასთან" - ვინ ვისთან აღმოჩნდება?!