სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს

სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ყრილობას, როგორც დაგეგმილი იყო, 7 000-მდე დელეგატი ესწრება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ლიდერების პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მოხდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.

პოლიტსაბჭოში ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან. სავარაუდოდ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში გაერთიანდება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, ამ პოზიციას კვლავ ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს, თუმცა მის მოვალეობას იქამდე, სანამ მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს.

ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება.

ყრილობას სააკაშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე, დედა და ბებია ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"