"კარგი იქნებოდა რესურსებს არ ხარჯავდნენ აეროპორტებსა თუ ტუალეტებში ჩემს დევნაში" - რას წერს სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციისას გადაღებულ ფოტოებზე? - კვირის პალიტრა

"კარგი იქნებოდა რესურსებს არ ხარჯავდნენ აეროპორტებსა თუ ტუალეტებში ჩემს დევნაში" - რას წერს სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციისას გადაღებულ ფოტოებზე?

"ფოტოები გადაიღეს მაშინ, როდესაც ინაუგურაციიდან გამოსული ჩემი ჯგუფის სხვა წევრებს ველოდი"

"დაე, გააგრძელონ შავი პიარის აგორება. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა პარტნიორთან და მეგობართან იმისთვის, რომ უკრაინის საერთაშორისო პოზიციები გავაძლიეროთ"

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უნდა დასწრებოდა და ცერემონიაზე მიწვეულიც იყო. ის 20 იანვარს ნამდვილად იმყოფებოდა ვაშინგტონში, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, წარწერით - "მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე", რომელზეც ჩანს, რომ სააკაშვილი ცერემონიალზე სულაც არ არის.

უკრაინულმა ინტერნეტპორტალებმა "ევროპული უკრაინის" დიპლომატიური მისიის ვიცე-პრეზიდენტის ალი რეზა რეზაზადეზე დაყრდნობით გაავრცელს ინფორმაცია, რომ თითქოს სააკაშვილი იანუგურაციაზე დაცვამ არ შეუშვა.

როგორც ირკვევა რეზაზადე თვითონ იმყოფებოდა ინაუგურაციაზე. მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მე მისგან შორს ვიმყოფებოდი, თუმცა ჩემმა მეგობრებმა გვერდით ჩაუარეს "ჩამოგდებულ მფრინავს", რომელიც ბუჩქებში იმალებოდა. პრეზიდენტ ტრამპის გულითადი მეგობარი მისგან შორს იმყოფებოდა და ისიც კი ვერ შეძლო, დაცვა გაევლო, რადგან ახლოს მას არ უშვებდნენ".

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეს ფოტოების შემდეგი წარწერით გამოქვეყნა:

"შევთავაზეთ უკრაინულ ტელეარხებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩემი ყოფნა გაეშუქებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა. სამაგიეროდ მათგან ბევრი ერთხამად ავრცელებს ფოტოებს, რაც გადაიღეს ადამიანებმა რუსული კავშირებით, მაშინ, როდესაც ინაუგურაციიდან გამოსული ჩემი ჯგუფის სხვა წევრებს ველოდი. უღირსები რჩებიან უღირსებად. მე არაფრის დამტკიცება და მოყოლა არ მჭირდება.

ბოლო რამდენიმე კვირა ტრამპის გუნდის წვერებს ვეკონტაქტებოდი, რომელთაგან ბევრს პირადად ვიცნობ და ვაპირებ, აქტიურად ვითანამშრომლო ამ ადმინისტარციაში უკრაინის მეგობრებთან, რა "მტკიცებულებებსაც" არ უნდა ავრცელებდნენ ჩვენი მტრები.

ხან აეროპორტში მიღებენ, ხანაც ცერემონიიდან გამოსვლისას და შემდეგ ყველანაირ სისულელეს აბამენ. ყველაფერი ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მტრებს ჩვენი ეშინიათ.

დაე, გააგრძელონ შავი პიარის აგორება. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა პარტნიორთან და მეგობართან იმისთვის, რომ უკრაინის საერთაშორისო პოზიციები გავაძლიეროთ. კარგი იქნებოდა ისინი თავის რესურსებს ხარჯავდნენ სწორედ ამაში და არა აეროპორტებსა თუ ტუალეტებში ჩემს დევნაში.

ჩვენი მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად, არ მჭირედება, ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული კავშირებით სპეკულირება. ჩემი ბრძოლის ველი - უკრიანა და უკრაინული პოლიტიკაა, რომლიდანაც აუცილებლად გავიტანთ მასზე ჩაბღაუჭებულ ბარიგებს".

იხილეთ ასევე: "სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე"