"დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი" - პრემიერმა პატრიარქი ბერლინში მოინახულა
"დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი" - პრემიერმა პატრიარქი ბერლინში მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა. პრემიერს კლინიკაში პატრიარქის მკურნალი ექიმები დახვდნენ.

პრემიერის განცხადებით, "როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი".

საქართველოს მთავრობის მეთაურმა „სპეკულაციები“ უწოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე ოპოზიციის შეფასებებს.

„ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება სამშობლოში. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებთ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ უადგილოა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ... მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

You must have Flash Player installed in order to see this player.
მკითხველის კომენტარი (2)
კ ო მ ბ ლ ე
17 თებერვალი 2017 02:11
ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს ეს ბოთე პრემიერია ქვეყნის, თან როგორ ქვეყნის, უუხხ!!!!!!!!!!
ზურაბი
16 თებერვალი 2017 23:11
რა გვეშველება ასეთი "ხემძღვანელების" ხელში, აზრზე არ არიან,რა თანამდებობა უკავიათ და სად,როდის რა თქვან. აქ ვერ მოწამლეს და გერმანიაში გაედევნენ....ვაი ჩვენს მომავალს ამათ ხელში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები