"დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს" - მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქი ბერლინის კლინიკაში მოინახულა - კვირის პალიტრა

"დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს" - მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქი ბერლინის კლინიკაში მოინახულა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინის კლინიკაში მოინახულა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედასთან ერთად მივიდა.

"დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს. ძალიან კარგადა, მხნედაა. ვუსურვე ჯანმრთელობა. ძალიან გამიხარდა, რომ კარგ ფორმაშია", - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე - როგორც შეაფასებდა ის მიმდინარე პროცესებს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერის შეფასება არ უნდა. "მე არაფრის შეფასება არ მინდა. ჩემი მიზანი იყო უწმინდესის მონახულება და ვბრუნდები კარგ ხასიათზე, რადგან ყველაფერი წესრიგშია, კარგადაა", - განაცხადა სააკაშვილმა.