"ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას... ეს ქართველ ტურისტებსაც შეეხება" - რას ამბობს ისრაელის ელჩი?
"ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას... ეს ქართველ ტურისტებსაც შეეხება" - რას ამბობს ისრაელის ელჩი?
"საქართველოდან ჩამოსულების 80% ისრაელში არალეგალურად რჩება"

"კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო ჩემსა და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის
მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ... " (იხლეთ სრულად) - ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისა და სამწლიანი უვიზო რეჟ
იმის ფონზე, ისრაელის საზღვრიდან უკან მობრუნებული ქართველი მგზავრების მოყოლილმა ამგვარმა ამბებმა შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ, ფართო რეზონანსი გამოიწვია.

იმის გასარკვევად, რატომ იმატა დეპორტირებულ ქართველთა რაოდენობამ, "კვირის პალიტრა" საქართველოში ისრაელის ელჩს ესაუბრა. საქართველოდან 21 წლის ასაკში წასული შაბთაი ცური (იგივე შოთა ცოციაშვილი) ჩვენთან ელჩად უკვე მეორედ ბრუნდება - 32-წლიანი სახელმწიფო სამსახურის სტაჟის მქონე დიპლომატი 2005-2008 წლებშიც იყო ისრაელის ელჩი
საქართველოში.

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

- 2015 წელს საქართველოს 70 000 ებრაელი ტურისტი ეწვია, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. საქართველოდან შარშან 13 000 ტურისტზე მეტი მივიღეთ, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით - ფაქტობრივად, 80 პროცენტი საქართველოდან ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ეს, რა თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც შეეხება.

- უნდა ველოდოთ თუ არა საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებას?
- თითოეულ შემთხვევას განვიხილავთ და ეს მოხდება ორი ქვეყნის საგარეო სტრუქტურების დონეზე. ხელაღებით ვერაფერს უარვყოფ, შესაძლოა, ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე, მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 პროცენტიდან 80 არალეგალურ საქმიანობას იწყებს, მოსალოდნელია 1 ან 2 პროცენტი შეცდომა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

მკითხველის კომენტარი (62)
გიჟუა
15 მარტი 2017 14:53

ani

მართალი ხარ.
davita...
15 მარტი 2017 13:40
Es echvens megobrobas veras daaklebs
დათო
15 მარტი 2017 12:43
ერთერთი ყველაზე სასიამოვნო ერია ალბათ დედამიწის ზურგზე. ის რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღაც შესაძლოა ცუდათ მოიქცა არ ნიშნავს ქვეყნის მოძულებას
ნიკა
15 მარტი 2017 11:54
ერთს დავამატებ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ ამ მგზავრის/მგზავრების ნაამბობი ტყუილი აღმოჩნდეს. მართლა გულით მინდა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები