ვინ შეცვლის დეკრეტულ შვებულებაში გასულ თეა წულუკიანს? - კვირის პალიტრა

ვინ შეცვლის დეკრეტულ შვებულებაში გასულ თეა წულუკიანს?

იუსტიციის მინისტრის მოვალეობას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა.

რაც შეეხება ალექსანდრე ბარამიძეს, ის 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.

იხილეთ ასევე: "ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა" - ახლა ვის აზრს ითვალისწინებს თეა წულუკიანი?

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნიუსი"