ალექსანდრე ბარამიძე: "როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ბარამიძე: "როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა"

"უნდა ჩამოვყალიბდეთ - როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა",  - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა.

კერძოდ, პარლამენტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე გიორგი ლომია დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება თუ არა ტრანსგენდერებსა და ტრანსგენდერი ჩაითვლება თუ არა ქალად. მან შესაბამისი შეკითხვით საკანონმდებლო პაკეტის წარმდგენს ალექსანდრე ბარამიძეს მიმართა.

”ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ - როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. თუმცა ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა”, - განმარტა ბარამიძემ ლომაიას პასუხად.

"ინტერპრესნიუსი"