დონალდ ტრამპი დავით ბაქრაძეს შეხვდა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი დავით ბაქრაძეს შეხვდა

აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.

დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.