"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი - ცდილობდა თუ არა მარგველაშვილი სტრასბურგზე გავლენის მოხდენას?!
"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი - ცდილობდა თუ არა მარგველაშვილი სტრასბურგზე გავლენის მოხდენას?!
"პრეზიდენტს სურდა, სტრ­ასბურგში "რუსთავი 2"-ის საქმე მაქსიმალურად პოლიტი­კუ­რი კონტექსტით გაგზავნილიყო"

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მცდელობის შედეგი იყო. იმ პირთა შორის კი, ვინც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ცდილობდა, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტსაც ასახელებს.

მამუკა­ მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე:

- ფაქტია, რომ პრეზიდენტი­ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და უმეტ­ესწილად გვესაუბრება როგორც კონკრეტული მხარის წარმომადგ­ენელი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პარლამენტში წლი­ური ანგარიშის წარდგენის დროსაც -
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასანანია, რომ მისი რიტორიკა ჩვენი ოპონენტების რიტორიკას ემთხვევა. ის მოვლენების უტრირებითა და ოპოზიციური პარტიისა თუ რამდენიმე პოლიტიკოსის არგუმენტებით გვესაუბრებოდა. საბოლოოდ, მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი რეალური მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია.

- რას გულისხმობდა პარლამე­ნტის თავმჯდომარე, როდესაც გან­აც­ხადა, რომ პრეზიდენტიც იყო და­ინ­ტერესებული, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა?

- ფაქტია, სურდა, რომ სტრ­ა­ს­ბურგში "რუსთავი 2"-ის საქმე მაქსიმალურად პოლიტი­კუ­რი კონტექსტით გაგზავნილიყო. დიახ, შესაძლოა, ამ ფონის გათვალისწინებაც მოხდა... როდესაც გიმტკიცებენ, თუ კონკრეტ­ულ გადაწყვეტილებას არ მიიღებ, ქვეყა­ნაში აპოკალიფსი მოხდებაო, არ არის გასაკვირი, რომ სტრასბურგის მოსამართლემ ეს გარემოებები
გაითვალისწინა. რა წერილი გაგ­ზავნა პრეზიდენტმა, პირადად არ გავცნობივარ, თუმცა მარგველაშვილის საჯარო განცხადებებიც კმარა, რომ ის პოლიტ­იკურ მხარედ იყო ამ საქმეშიც წარმოჩენილი. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი, რომელიც მთელ ამ პროცესზე მაღლა უნდა იდგეს და არბიტრისა და დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებდეს, ასე იქცევა. რიგითი
პოლიტიკოსებიც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ირაზმებიან და მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე იერიში მიაქვთ. არადა, ამ ინსტიტუციების იმიჯის შენებას, რომლებზეც დგას ქვეყანა და რომელთა განვითარებაზეც სახელმწიფოს განვითარებაა დამოკიდებული, ხომ წლები სჭირდება?

"პრეზიდენტზე შეტევა "კუდიანების" გამოგონებას დაემსგავსა"


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე დამარცხების გასამართლებლად "კუდიანების" გამოგონების ტაქტიკას დაადგა.

ანა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:

- პირადად მე, ადამიანი, რომელიც წინა 9 წლის არაერთი­ ბრალდების ადრესატი ვიყავი­, ვწუხვარ, რომ ანალოგიურ ისტერიულ ბრალდებებს დღესაც ვისმენ. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ უცნაური კამპანია დაიწყო, რომელიც არასდროს ფაქტებით არ არის გამყარებული­. ყველამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გავლენას ვერავინ მოახდენს. სწორედ ამიტომ სარგებლობს ევროსასამართლო უმაღლესი საერთაშორისო ნდობით. მერწმუნეთ, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული საქმის გამო სტრასბურგმა ეს უზარმაზარი ნდობა ერთი გადაწყვეტილებით გააქარწყლოს. ამაზე საუბარიც კი სასაცილოა.

- მმართველი გუნდი საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმ გარემოებების გათვალისწინებაზე, რაც "რუსთავი 2"-ის მხარემ წარადგინა. ცნობილია, რომ ადვოკატებმა ევროსასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია,­ თუ მოსამართლე არ გაითვალისწინებდა მათ პოზიციას, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყებოდა.

- ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე ორ მხარეს შორის დავას დიდი ხნის წინ გასცდა. როგორ ჩათვალა სასამართლომ, ან რა წყაროს დაეყრდნო - საინფორმაციო გამოშვებებს უყურა თუ მხოლოდ ადვოკატების დახატული სურათი ჩათვალა რეალობად, ეს უკვე შეჯიბრებითობის პრინციპია. ხელისუფლებასაც უნდა მიეწოდებინა დასაბუთებული არგუმენტები. ასე მოხდა ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც - იმის გამო, რომ არ წარუდგინეს მტკიცებულებები, ვერ მიაღწიეს დავით კეზერაშვილის, დათა ახალაიასა თუ ერეკლე კოდუას ექსტრადირებას. ახლა ცდილობენ, სტრასბურგის გადაწყვეტილებები ჯერ სახალხო დამცველს, შემდეგ კი პრეზიდენტს გადააბრალონ, რაც საკუთარი შეცდომის გადასაფარად "კუდიანების" გამოგონებას უფრო დაემსგავსა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები