"ტრამპმა შესაძლოა, კავკასიაში ხისტად იმოქმედოს"
"ტრამპმა შესაძლოა, კავკასიაში ხისტად იმოქმედოს"
ამერიკის პრეზიდენტის­ გადაწყ­ვეტილებები­ მსო­ფლიო გეო­პო­ლი­ტიკური რეალობის ცვლილებებზე მსჯელობის საფუ­ძველს იძლევა. როგორ წარიმართება სუპერსახელმწიფოების ურთი­ერთობა და რა გავლენას მოახდენს ეს სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონზე? რა როლი ექნება საქარ­თველოს? - ამ კითხვებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი უპასუხებს:

ტრამპი პუტინის კაცი არ აღმოჩნდა?!


- ტრამპის ადმინისტრაციას სურს, საერთაშორისო ურთიერთობებში ინოვაცია შეიტანოს და შეცვალოს აშშ-ის პასიური როლი, რომელიც ობამას­ ადმინ­ისტრაციის დროს ჩამოყალიბდა. ტრამპი, ერთი მხრივ, ცდილობს გარიგებებით მიაღწიოს წარმატებას, მეორე მხრივ
You must have Flash Player installed in order to see this player.
კი ძალ
ის დემონსტრირებასაც არ ერიდება. მთავარი მიმართულება "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაა. თუმცა სირიის ავიაბაზაც დაბომბა, რაც ასადის დასჯას ნიშნავდა. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ აშშ მზად არის ძალისმიერი პოლიტიკის გასატარებლად საერთაშორისო ასპარეზზე­. მსოფლიო ელოდა, რით უპასუხებდა ამ დარტყმას ასადის მთავარი მოკავშირე, რუსეთი. მისი რეაქცია კი არ იყო მაინცდამაინც ადეკვატური. ცხადია, ამას აქვს მიზეზი. რუსეთი ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის, რომ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. მას ხელს აძლევს დისკუსია, ისეთი ძლიერია პუტინი, რომ აშშ-ში პრეზიდენტად თავისი კაცი გაიყვანაო. მოკლედ, რუსეთს ახლა ყველაზე მეტად ის ადარდებს, არ გაუგონ, რომ ტრამპი პუტინის კაცი არ აღმოჩნდა. ამიტომაც ხისტი რეაქციის გამოხატვას ერიდება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ აქტუალურია თემა, რომ ტრამპი "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებისთვის იღვწის, რაც რუსეთსაც აწყობს და არ გამორიცხავს აშშ-თან შეთანხმებას, რომ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების სცენარში
რუსეთის დამსახურებაც წარმოჩნდეს. ამასთან, რუსეთს სურს, ამა თუ იმ ფორმით შეინარჩუნოს ბაზები სირიაში. რუსეთს აწყობს ასეთი გარიგება და არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებით წავიდეს მოლაპარაკება.

როგორ იმოქმედებს ასეთი შეთანხმება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე? რუსეთს იმედგაცრუება ელის, ისევე როგორც სხვა არაერთ საკითხზე. უკრაინასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ნატო, ვინაიდან იქ კონფლიქტის გაღვივებამ, შესაძლოა, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ჩათრევაც გამოიწვიოს. ამიტომ ამ ქვეყნების სამხედრო გაძლიერება­ მიმდინარეობს, რათა რუსეთი­ შეაკავონ.

ჩინურ-ამერიკული ალიანსი


- მნიშვნელოვანი ნაბიჯი გა­და­დგა აშშ-მა­ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებითაც. ვგულისხმობ ჩინეთის პრეზიდენტის მხარდაჭერას, მოახდინოს ზემოქმედება ჩრდილოეთ კორეაზე, ატომური იარაღის­ გაუვნებლების მიზნით­. ეს მუდმივად დაძაბულობა­ში ამყოფებს რეგიონს და უკვე მსო­ფ­ლიოსაც. ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა, ამას ბოლო მოუღოს! აშშ-ს სურს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ არ მოითმენს არასტაბილური კერების არსებობას. პირველ რიგში ასეთი იაპო­ნიაა, რომლის დაბომბვის შესაძლებლობაც ჩრდილოეთ კორეას აქვს. მოკლედ, ვითარება ასეთია: ჩინეთმა­ ამჯობინა, მხარი დაუჭიროს აშშ-ს და როგორც რეგიონულმა­ ლიდერმა, თავად მოაგვაროს პრობლემა ჩრდილოეთ კორეასთან, სანამ აშშ დაბომბავს იმ ობიექტებს, სადაც მასობრივი განადგურების იარაღს აწარმოებენ.

"რუსეთმა შესაძლოა, კავკასიური კორიდორი ჩაკეტოს"


- როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ახალ გეოპოლი­ტიკურ მოცემულობაში?

- როდესაც აშშ და ნატო საჯაროდ ლაპარაკობენ აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო გაძლიერებაზე, ეს ბევრ რამეს ცვლის თუნდაც სამხრეთ კავკასიაში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, უკრაინაში მარცხი ხომ არ უბიძგებს რუსეთს, აქცენტი კავკასიასა და საქართველოზე გადმოიტანოს, რათა თავისი სამხედრო სიძლიერე წარმოაჩინოს, მაგრამ ახლა ამისთვის არ სცალია. თუმცა, თუ რუსეთი უკრაინის ფრონტზე დამარცხდა და ჩინეთიც დაკარგა, როგორც პარტნიორი, არ არის გამორიცხული, უპირველეს ამოცანად დაისახოს კავკასიური კორიდორის ჩაკეტვა. ამისთვის კი საქართველოსა და აზერბაიჯანზე კონტროლი დასჭირდება. თუმცა დასავლეთისთვის მნიშვნელ­ოვანი კორიდორის გადაკეტვა არც ისე მარტივია... არც ის არის გამორიცხული, რომ ტრამპმა კავკასიაშიც ხისტად იმოქმედოს. რუსეთმა დღემდე ისიც ვერ მოახერხა, რომ როგორც ქართველი ხალხის, ისე მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულება შეეცვალა. აქედან გამომდინარე, მისი ერთადერთი სცენარი ისევ იარაღის გამოყენებას ეფუძნება. ჯერჯერობით კი რუსეთის ყურადღება მხოლოდ უკრაინისა და სირიისკენ არის მიმართული. ამასობაში საქართველო­ ნელ-ნელა იძენს რეგიონში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ფუნქციას. წინაურდება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ შავ­იზღვისპირეთის რეგიონშიც (თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს). ახლახან ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს­ ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ამგვარი "კომპლიმენტით" მან კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადგილსა და ფუნქციას, რომელიც გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს აკისრია.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (16)
რეზო
24 აპრილი 2017 06:39
პუტინი იმდენს იზავს, რომ ამერიკული საზღვაო ფლოტის ბაზა გაიხსნება შავ ზღვაში!
tvalsazrisi
22 აპრილი 2017 13:48
ტრამპი არ იყო, საინაგურაციო სიტყვისას ბიბლიაზე ხელდადებულმა რომ თქვა: ამერიკა ა რ ჩაერევა სხვა ქვეყნების საქმეებშიო?
მოკლედ, რაც მაღლაა პოლიტიკოსი, მით უფრო მატყუარა ხდება; ანუ მისი ლაპარაკი უკუღმა უნდა გაიგოს ყველამ.
სად მართლა დიდი პრეზიდენტები და სად ეს მატყუარები.....
კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად კი მართლა ერთმანეთს დაჭამენ რუსეთ-ამერიკა.
ზვიადს დასცლოდა, შექმნიდა კავკასიის ერთიან სახელმწიფოს, რომელსაც ადვილად ხელს ვერვინ წამოჰკრავდა. იქნებ, ამის არდაშვებისთვისაც გაუშვეს გაღმა და დაგვისვეს თეთრი მელა, რომელმაც სული მიჰყიდა ამერიკას რა იყო და ეშმაკს.
77
22 აპრილი 2017 12:31
Georgian people. აბა ვის აქვს საქმე,პუტინს?
Tamari
22 აპრილი 2017 10:03
მე სულაც არ მსურს სირიიდან ან უკრინიდან ომი საქარტველოზე გადმოიტანონ .უპალმა დაგვიპაროს. ტერიტორიულად ძაანა ვარტ სშევიწროვებული და ეს ომი სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება ჩვენზე .ამისტვის მზად არ ვარტ ისე როგორც ისრაელია ან ტურქეტია,.ლაპარაკი არ მაქვს მატზე დზლიერ სახელმწიპოებზე. არც ხალხი გვყავს და არც პინანსები გვაქვს რომ დავიქირაოტ მებრძოლები. ომს ტუ ვაწარმოებტ მაშინ ყველაპერი ერტდროულად უნდა დავიბრუნოტ .საუკუნეების წინ დაკარგული ტერიტორიების ჩატვლიტ. ნეტავ ამ სურვილს და ოცნებას როდის ამიხდენს უპალი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები