"ვინც შენ შემოგათრია პარლამენტში იმის..." - დაპირისპირება კვიციანსა და ბოკერიას შორის - კვირის პალიტრა

"ვინც შენ შემოგათრია პარლამენტში იმის..." - დაპირისპირება კვიციანსა და ბოკერიას შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

დღეს ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანიც გაბრაზება გამოიწვია.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან დარბაზში წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

"ვინც შენ შემოგათრია პარლამენტში იმის..." - მიმართა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: "ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი..." - ემზარ კვიციანის პირველი კომენტარი

ვიდეო