"საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, ერთმანეთში თვითონ გაერკვევიან" - კვირის პალიტრა

"საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, ერთმანეთში თვითონ გაერკვევიან"

ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოხდა პარლამენტში.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატებს ვანო ზარდიაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის დეპუტატთა ე.წ. სათათბირო ოთახში მოხდა, რა დროსაც კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოარტყა. (იხილეთ: გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბისას, საფერფლე ისროლეს, რომელიც ოთარ კახიძეს მოხვდა - არეულობა პარლამენტში)

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის და განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

"ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით - საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვანო ზარდიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"