"ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" - რას პასუხობს ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების ინიციატორებს?
"ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" - რას პასუხობს ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების ინიციატორებს?
"კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული"

კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების თაობაზე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა ვერ მიიღებს მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ "ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" სიარულს.

"კონსტიტუციას
You must have Flash Player installed in order to see this player.
წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ რეალურად პროგრესული და კარგი კონსტიტუცია, უნდა ვიმოქმედოთ ამ წესის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ განცხადების ავტორების წინადადებას. გარდა ამისა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ის ვერ ერკვევა საერთო სახალხო განხილვების არსში. როდესაც ისინი მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ, ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი. ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.
მკითხველის კომენტარი (3)
ჯაჯა
22 აპრილი 2017 13:15
მოკლედ არ აცლიან, რომ კონსტიტუცია სახალხო განხილვამდე მივიდეს. ჯერ პრეზიდენტის ბოიკოტი და პარალერული კონსტიტუციის შექმნის მცდელობა, ახლა პლებისციტის მოთხოვნა. აცადეთ, მივიდნენ სახალხო განხილვამდე და იქ მოითხოვეთ.
glaxuna
22 აპრილი 2017 10:18
მართალია,

თქვენ დღეს პუტინის დირექტივებით უნდა ი ა რ ო თ,რომ ხელისუფლება და ძალაუფლება
შეინარჩუნოთ და სახელმწიფო ბიოუკეტზე ძარცვისათვის წვდომა განიმტკიცოთ (!)

მისთვის უკვე კონსტიტუციაზეც გადადით -რუსული ავტორიტარული რეჟიმის დასამკვიდრებლად!

რაო,პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებით არ უნდა იყოსო,ხოომ ?!

თვითმმარველობები უნდა მოვსპოთო?!

,,არჩევნები,,- რუსულად უნდა ჩავატაროთო ?!

... ... ...
რაღა დაგრჩებათ ,,ოცნებას,, -,,ედინნაია როსსიას,, ფილიალად დარჩენამდე ?! - ა რ ა ფ ე რ ი (!)

ანუ ,,კომუნისტური პარია - კომუნისტური იდეოლოოგის ფარეშე (!)

საქართველო- რუსული გუბერნია.
gaga
21 აპრილი 2017 17:34
ახალი კონსტიტუციის მიღება ან მასში ცვლილებების შტანა უნდა შეეძლოს მხოლოდ ხალხს, რეფერენდუმის გზით. სხვა შემთხვევაში კონსტიტუციის არსებობა უაზრობაა. თუ პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლა შეუძლია, მაშინ კონსტიტუციამ როგორ უნდა აკონტროლოს პარლამენტი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები