კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნა?! - კვირის პალიტრა

კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნა?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა, პარტიები კი უკვე მსჯელობენ კანდიდატებზე და სავარაუდო წარმომადგენლებს საჯაროდაც ასახელებენ. არჩევნების ეპიცენტრი ისევ თბილისი და დედაქალაქის მომავალი მერის პოსტი იქნება.

მოახლოებული არჩევნების პროგნოზებზე გაზეთმა "კვირის პალიტრამ" სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდს გათავაზობთ:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- საერთოდ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არსებობენ. ლაპარაკია, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს. ისიც კი მოვისმინე, კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება კანდიდატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც "ქართული ოცნება" ხელთ არსებული რესურსის გამოყენებით"გააჩალიჩებს.

მმართველ ძალაში არავის აქვს პირადი რეიტინგი და ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტზეა აწყობილი. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ რესურსების წყალობით თბილისში დომინანტი ისევ მმართველი გუნდი იქნება, ოპოზიციას კი მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება, მაგრამ შემდეგ მინიმალური შანსი დარჩება. კონკრეტულად გავყვეთ: "ნაცმოძრაობის" ერთ და მეორე ფრთას ("ევროპულ საქართველოს") არა აქვთ გამარჯვების რესურსი. თბილისელ ამომრჩეველს "ქართულ ოცნებასთან" პრეტენზია კი აქვს, მაგრამ არც "ნაცმოძრაობა" და არც "ევროპული საქართველო" უყვარს. თუმცა, მათი რესურსი მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება. ეს ნიკა მელიამ ერთხელ უკვე მოახერხა და არც ოქტომბერში გაუჭირდება, რასაც ვერ ვიტყვი""ევროპული საქართველოს" შესაძლო კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე.

მოვისმინე ვერსია, მის ნაცვლად გიგი უგულავას კანდიდატად დასახელება პარტიას მეტ შანსს მოუტანდაო, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები - ჯერ ერთი, უგულავა საკუთარ თავს უკვე ნაციონალური მასშტაბის ლიდერად განიხილავს და თბილისზე ლოკალიზება მისთვის სტრატეგიულ ამოცანას არ წარმოადგენს, მეორე - ის, როგორც მერი, ნასამართლებია კორუფციის ბრალდებით. პატიმარი რომ არ არის, არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი უკვე ენდობა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად