გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა - კვირის პალიტრა

გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. შესაბამისი ფოტო მასალა პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრემიერი ასევე ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.