"ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა"
"ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა"
"ლუჟკოვი თავზე ხელაღებული "ხულიგანი" არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო"

"ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის - ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მოსკოვის ექსმერ იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზტზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვუს შავ სიაში შეყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლების
განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს. რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება იმას რა გზით "შემოიპარა" ლუჟკოვი საქართველოში, როგორც შს მინისტრის მოადგილე
შალვა ხუციშვილი­ აცხადებს:

"იური ლუჟკოვი ქვე­ყა­ნაში­ ტურისტულ ჯგუფთან ერთად მიკ­რო­ავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ"სადახლოს"გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებ­ოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარ­ღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის" ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა".­

"აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს­ იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში" - ამ ფრაზის ავტორია მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი. მან მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად საქართველოს­ საზღვარი გადმოლახა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანული­ სიწმინდეები მოილოცა. ამ ფრაზის გამო საქართველოში­ შემოსვლას ვერავის აუკრძალავ, თუმცა კან­ონი ვერც იმის გამო ამუშავდა, რომ მან რამდენჯერმე დაარღვია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებ­იდან, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე"ჯერ კიდევ 2004 წლიდან საუბრობდა. (იხილეთ სრულად)

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
- ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ დღემდე უცნობია მისი მომწვევი და მასპინძელი. ლუჟკოვი თავზე ხელაღებული "ხულიგანი" არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო.

დარწმუნებული ვარ, მას ხელშეუხებლობა გარანტირებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო ისე, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გამოხატულიყო პოსტფაქტუმ, ანუ მისი საქართველოდან წასვლის შემდგომ. ყველაზე გასაბრაზებელია ის განცხადებები, რომ თურმე საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არ იცოდნენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო ნამყოფი და აქ ჩამოსვლისას კანონს არღვევდა. ამგვარი განცხადებები მთლიანად აფარჩაკებს იმ უწყებებს, რომლებიც ვალდებული არიან, დაიცვან კანონი. ამით აჩვენებენ, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება საქართველოში. საბოლოოდ ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა.


მკითხველის კომენტარი (7)
მედეა
18 მაისი 2017 12:33
გადაიკითხეთ " სტუმარ-მასპინძელი" და ვაჟას საკაცობრიო აზრებს ნუ ეწინააღმდეგებით. არ ჩავბმულიყავით ამ ბოროტებაში და ზვიადის მიერ გმირულად ----ელცინის მიერ სამართლიანად ხელმოწერილი -- გაუქმებული სამხრეთ "ოსეთის" ოლქი ჩუმად არ აღედგინა მიშას, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და ძმათა მათთა---კარგი იქნებოდა! თქვენ ამ დამნაშავეების ნაცვლად ბრალს ლ უ ჟ კ ო ვ ს უყენებთ? აგერიათ რამსები? ავს თუ ავი არ უწოდეთ . კარგს სახელი რა დავარქვათ? ლუჟკოვიც დაგცინებს და სხვაც მრავალი, როცა შენს სამოთხეს უპატრონოდ დაუგდებ!
რეზო
17 მაისი 2017 17:02
ბიძინისტანში რა არის გასაკვირი?
გიგა
17 მაისი 2017 14:39
ცისკარა ხან აქეთ უბერავს ხან იქით წერტილში ვერ ან არ არტყავს ეგ ისეთი მჩხიბავია როგორც ხუხა
არ უნდა ამდენი იწილო-ბიწილო!
17 მაისი 2017 12:01


ტიპი გამოგზავნა პუტინმა - მასპინძლობდა მისი ნაცვალი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები