"ჩემგან განსხვავებით მას უმაღლესი შეფასება აქვს" - როგორ ულოცავს სააკაშვილი თავის შვილს უნივერსიტეტის დამთავრებას? - კვირის პალიტრა

"ჩემგან განსხვავებით მას უმაღლესი შეფასება აქვს" - როგორ ულოცავს სააკაშვილი თავის შვილს უნივერსიტეტის დამთავრებას?

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" თავის შვილს, ედუარდ სააკაშვილს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას ულოცავს და ფოტოსაც აქვეყნებს.

"დრო სწრაფად გადის. 23 წლის წინ კოლუმბიის უნივერისტეტში გამოსაშვები დღე მქონდა. დღეს კი, იმავე უნივერსიტეტში ჩემმა შვილმა დაამთავრა სწავლა. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, მას უმაღლესი შეფასება აქვს. 380 სტუდენტიდან მხოლოდ 7-მა მიიღო ასეთი შეფასება. ამიტომ მაქვს ამის აღნიშვნის მიზეზი. რამდენიმე დღის შემდეგ ედუარდი საზოგადოებრივ რადიოში ჟურნალისტურ საქმიანობას იწყებს, რომელიც ყველაზე დიდი რადიოსადგურია ამერიკაში, ის კვირაში ორჯერ წაიყვანს გადაცემას", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში". წყარო

იხილეთ ასევე: "ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი, ტაშტით" - რას წერს სააკაშვილი ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ინსტალაციაზე?