"რუსეთსა და რუს საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინის რეჟიმს მომავალი არა აქვს" - კვირის პალიტრა

"რუსეთსა და რუს საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინის რეჟიმს მომავალი არა აქვს"

შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას უკრაინელები 11 ივნისიდან შეძლებენ. რას მოუტანს უკრაინას უვიზო მიმოსვლა და როგორ აპირებს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ უამრავ გამოწვევას, პირველ რიგში კი რუსეთს, ამ საკითხზე უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ვოლოდიმირ ოგრიზკოს გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ერთ-ერთ ინტერვიუში, ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველეთ, რომ 20 წელიწადში უკრაინა სუპერსახელმწიფო გახდებოდა. ვციტირებ - "22 წელიწადში, უკრაინა ჩრდილოატლანტიკური სივრცის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება. შეიქმნება ხაზი, რომელიც დააკავშირებს პარიზს, ბერლინს, ვარშავასა და კიევს, ეს იქნება ევროპის ახალი ხერხემალი". როგორია ამ გადმოსახედიდან საქართველოს მომავალი?

- თუ ერთად ვიდგებით, მომავალიც საერთო იქნება. დრო მოვა, თბილისს და კიევს აქეთ სთხოვენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას.

- და რა დანიშნულება ექნება საქართველოს? რითი მიიზიდავს ის ევროპას?

- საქართველო უკვე საკმაოდ მიმზიდველია - თქვენ გამუდმებით წინ მიდიხართ და პროგრესი გაქვთ. ვფიქრობ, საქართველო გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა შავი ზღვის აუზში, რომელიც ნატოსა და ევროპისათვის უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანეს სივრცეს წარმოადგენს.

თუ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვაც ნატოსი გახდება და რუსეთის პლაცდარმის ნაცვლად, იქცევა ტერიტორიად, სადაც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი განვითარება.

- და მაინც, რუსეთის ფაქტორი... ახლახან განაცხადეთ, რომ ა ღმოსავლეთიდან ყოველ ავიადარტყმას უკრაინამ უნდა უპასუხოს. გჯერათ, რომ უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს?

- ამ ომს ყოველდღიურად რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირება. ასე გაგრძელება არ შეიძლება! რუსეთსა და რუს საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინის რეჟიმს მომავალი არა აქვს, რომ დემოკრატია უკეთესია, ვიდრე ავტოკრატია. ამასთან, უნდა გავძლიერდეთ სამხედრო თვალსაზრისით. პუტინის გენერლები უნდა დარწმუნდნენ, რომ თუ თავიანთ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებენ, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევთ, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ან სამხედრო კატასტროფაც კი. უნდა გვქონდეს ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება - მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად