პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა - კვირის პალიტრა

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შესაბამისი ბრძანება სამშაბათს სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"