"ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, შე, ნაძირალა..." - რამ გამოიყვანა მდგომარეობიდან სააკაშვილი თვითმფრინავით მგზავრობისას? - კვირის პალიტრა

"ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, შე, ნაძირალა..." - რამ გამოიყვანა მდგომარეობიდან სააკაშვილი თვითმფრინავით მგზავრობისას?

"დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა, აღარ გახსოვთ?" - სააკაშვილისა და ანანიძეს "საჰაერო" დაპირისპირება

ოდესაში, თვითმფრინავით მგზავრობისას, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ვიდეო მასალა "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა მიაწოდა. როგორც თავად აჭარის უმაღლესი საბჭოში ფრაქცია" ქართული ოცნების" დეპუტატი - ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან 2011 წლის 26 მაისს მოვლენები, ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ციხეში განვითარებული მოვლენები შეახსენა.

"ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა არ გახსოვთ, არც ჩვენი დაჭერა?! დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა, აღარ გახსოვთ, ბათუმელებს რა უქენით?!" - ეუბნება ანანიძე სააკაშვილს, რაზეც ექსპრეზიდენტი პასუხობს:

"ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, შე, ნაძირალა..."