რა ბედი ეწია მიხეილ სააკაშვილის ვენახს ყვარელში - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწია მიხეილ სააკაშვილის ვენახს ყვარელში

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული საფერავი, მწვანე კახური და ფრანგული პინო მიხეილ სააკაშვილს 33 ათასი ლარი დაუჯდა. იქვე აიშენა სახლი მარნით.

"საოცარი სილამაზეა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ აქ ვიყავი და როგორც კი შევხედე ამ სილამაზეს, ვთქვი, რამე პატარა მიწის ნაკვეთი მიპოვეთ, უნდა ვიყიდო-მეთქი. ეს ვენახი შევიძინე და ეს პატარა სახლი ჩავდგი", - ამბობდა ექს-პრეზიდენტი თავის ახალ ვენახზე.

თავის დროზე, როდესც კითხვები გაჩნდა იმის შესახებ, თუ საიდან შეიძინა სააკაშვილმა ეს ვენახი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხზე კომენტარიც გააკეთა: "საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მიწის ნაკვეთი პირადი დანაზოგით შეიძინა. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა".

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და პრეზიდენტობის ვადაც ამოეწურა, ვენახი აღარავის ახსოვდა. ბოლოს ექს-პრეზიდენტმა საკუთარ ვენახზე 2015 წლის მაისში ილაპარაკა, როდესაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და თანმხლებ კომენტარში მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტის თქმით, მის სახლ-კარს ასუფთავებდნენ.

"კახეთში ჩემს დროს აშენებული ყველა სასტუმრო და შატო სავსეა ტურისტებით, დიდი შემოსავალიც აქვს და ბევრი მათგანი ფართოვდება. მე კიდევ ჩემი პატარა ვენახი დამიყადაღეს. მადლობა ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთი სიყვარულით უვლიან მას. ვგიჟდები თქვენზე!", - წერდა სააკაშვილი. გაგრძელება