"პოროშენკო სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებას ივანიშვილთან დიდი ხანია აწარმოებს" - კვირის პალიტრა

"პოროშენკო სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებას ივანიშვილთან დიდი ხანია აწარმოებს"

"უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე სატელეფონო მოლაპარაკებას საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან უკვე კარგა ხანია აწარმოებს", - განაცხადა უკრაინული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

"ყველა არხე საუბრობენ, რომ თუ სააკაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ მოღვაწეობას თავს არ დაანებებს, მას საქართველოში ექსტრადაციით ემუქრებიან" - განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, პოროშენკოს თავიდანვე არ სურდა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში ჩართულიყო, რადგანაც "არ უნდოდა პუტინი გაებრაზებინა, თან სააკაშვილის პოპულარობას უფრთხოდა".

საყვარელიძის განცხადებით, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, ის თანახმა იყო ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროსთვის ეხელმძღვანელა, თუმცა სააკაშვილის საქმიანობამ უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში უკმაყოფილება გამოიწვია, სააკაშვილი ოდესაში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გახდა ოდესის ოლქის გუბერნატორი.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს სააკაშვილმა თავისი გამოსვლისას მთავარ პოლიტიკურ მიზანად  უკრაინის ხელისუფლების შეცვლა დაასახელა.  (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ