ლევან აბაშიძე, ალუდა გოგლიჩიძე, ნინო გურიელი - ვინ არიან უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდის პირველი წევრები?! - კვირის პალიტრა

ლევან აბაშიძე, ალუდა გოგლიჩიძე, ნინო გურიელი - ვინ არიან უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდის პირველი წევრები?!

დავით უსუფაშვილი ხვალ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც ახალ ძალაში აცხადებენ, ეს იქნება "თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა". ასევე, ხვალ იგეგმება სადამფუძნებლო დეკლარაციის მიიღება.

უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდის პირველი წევრების ვინაობა ცნობილია. ესენი არიან თეოლოგი ლევან აბაშიძე, ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან, რომელიც თბილისის ვიცე-მერი იყო.

ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე საზოგადოება ასევე იხილავს "რესპუბლიკური პარტიის" იმ ყოფილ წევრებს, რომელთაც პარტია დავით უსუფაშვილთან ერთად დატოვეს და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"