"ეს მახინჯები სწორი გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ" - სააკაშვილს კვერცხებითა და ბრილიანტის მწვანით გაუმასპინძლდნენ - კვირის პალიტრა

"ეს მახინჯები სწორი გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ" - სააკაშვილს კვერცხებითა და ბრილიანტის მწვანით გაუმასპინძლდნენ

18 ივნისს ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს კრივოი როგში განსაკუთრებულად შეხვდნენ. როგორც უკრაინული გამოცემა Dnepr24 წერს, სააკაშვილმა სეპარატისტებთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. იქ მყოფებმა სააკაშვილს კვერცხები დაუშინეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად კი თოქ-შოუს წამყვან ოპოზიციონერს, მხოლოდ ერთი კვერცხი მოხვდა. მემორიალთან მყოფებმა კვერცხის სროლა არ იკმარეს და ერთ-ერთმა მათგანმა სააკაშვილს პერანგზე ბრილინტის მწვანე  შეასხა.

სააკაშვილმა ამ ქმედებათა საპასუხოდ განაცხადა, რომ ხულიგნების საქციელზე არ ბრაზდება.

- "აი, უკვე მწვანეთა პარტიაშიც მიმიღეს", - გაიხუმრა ექსგუბერნატორმა.

თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა გაქცევა ვერ მოასწრო. სამართალდამცავებმა ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ეს მახინჯები, რომლებიც ხან ბრილიანტის მწვანეთი და ხან კვერცხებით დარბიან, ვერ შეძლებენ სწორი გზიდან გადაგვახვევინონ. სწორი გზა კი ესაა - ოლიგარქები ციხეში!", - განაცხადა სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ