ხერხემალმოდრეკილი - კვირის პალიტრა

ხერხემალმოდრეკილი

”ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,

ვანო იწვის, ზურა დნება...” - მომიტევოს დიდი პოეტის სულმა მისი გენიალური სტრიქონების პერიფრაზისთვის, მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ... ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ველოდი, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი: ვანო ვირის აბანოშია (ჭიაბერაშვილი ისე, ”მიაყოლეს”...)! სახლის ჩხრეკისას ასეულ ათასობით ევრო აღმოუჩინესო! ჰმ, გაღლეტილი...

საქმე რა არის, იცით? დღეს იშვიათი სტუმარი მყავდა ”ტელე-რადიოპროვოკატორში” - ბასილ მკალავიშვილი. ვიფიქრე, ”კაი-კაი” ამბებს, საჩვენო-საპროვოკატოროს იტყვის რამეს და ”გზაშიც” გამომადგება-მეთქი, მაგრამ გამოვედი სტუდიიდან და რა დროს ჭინჭრით ცისფერების დევნაა, აგერ, თვით ”ხერხემალი” მოუდრეკიათ!

არადა, მანამდე, სამი თუ ოთხი დღე (17 მაისის ამბების შემდეგ) მუდმივად ვფიქრობდი: ”პედერასტად” ყოფნა სჯობს თუ გიჟად?! როგორც ვნახეთ, ამ ქვეყანაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ამიტომ არჩევანიც მწირია. ერთის მხრივ, გიჟობა იკურნება, თუკი კარგი ექიმი შეგხვდა, მეორეს მხრივ კი - სწორნაწლავს იმიტომ ჰქვია სწორნაწლავი, რომ არასწორად და არადანიშნულებისამებრ არ გამოიყენოს კაცმა. მაპატიეთ ასეთი ”ნატურალიზმისათვის”, მაგრამ ეს ჩვენი ხელისუფლება-ოპოზიცია რომ ერთხმად ამბობს - გეები (თუ გეიები) ჩვეულებრივი ადამიანები არიანო, - დავიჯერო, არც ერთ მხარეს, არც ერთი ადამიანი არ არის, ვინც ამას ანომალიად მიიჩნევს? ბოლოს და ბოლოს, ისე - მრავალფეროვნებისთვის. აგერ, ერთი რუსული ტელეარხის რეპორტაჟი დევს ”პალიტრა ტვ”-ზე და თვით ”სექსუმცირესობათა მექად” აღიარებულ ნორვეგიის პარლამენტშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ”ნორვეგიელებზე უფრო ნორვეგიელები” ვართ!

ჰოდა, სწორედ ამაზე უკურეაქცია მგონია ის გავეშებული მასა ათეულ ათასობით ადამიანისა, რომელიც ოცდაათიოდე გარყვნილ იდიოტს ეძებდა მოსაკლავად!

ამ ათასების დანახვაზე ერთი აზრი გამიჩნდა და მერე საკუთარი თავი გავკიცხე - რას აბრალებ, რა იცი, მაშინ რას აკეთებდნენ-მეთქი? მაგრამ ”ფეისბუკზე” ალეკო ელისაშვილის ჩანაწერი ვნახე და გამიხარდა, რომ მარტო არ ვიყავი ამ აზრზე: თქვე დალოცვილებო, ასეთი აგრესია და ასეთი ჯანი თუ გქონდათ, ამდენიც თუ იყავით, 2008 წლის აგვისტოში სად დაიკარგეთ, ლამის ლოჯიაში რომ შემოვიდა რუსი?!

აი, მიშას ვუსმენ: მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ პოლიტიკურ დაპატიმრებასო!

მთავრობა არ ვიცი, მიშა, მაგრამ მე დავფიქრდი და ვიცი, რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს: შეიძლება, შენც დაგიჭირონ! და თუ ჭიაბერაშვილი და ვანო (ბოლო-ბოლო ნაცნობები ეყოლება ”ნადზირატელებშიც” და ”აბსლუგაშიც”) მაინც იშოვნიან ”კოიკას” ფანჯარასთან, შენ გარანტირებული გაქვს ადგილი ”პარაშათან”!

აი, ისევ ამეკვიატა... რა ამეკვიატა და ასე ვიცი ხოლმე (უი, აკვიატება ხომ გიჟებმა იციან? ე.ი. გიჟი ვარ, გამიხარდა, რა ვქნა - მეორე ვარიანტს მაინც გიჟობა მირჩვენია), ყოველ ადამიანთან რაღაც კონკრეტულ მუსიკალურ ან კინო, ან ლიტერატურულ ფრაზას ვაკავშირებ და ხშირად კოხტად ემთხვევა ხოლმე. აი, ახლაც, სააკაშვილი რომ ბოდიალობს რაღაცას, ”კავკასიური ცარცის წრიდან” ცხონებული იზა გიგოშვილის გულში ჩამწვდომი სიტყვები მესმის: ”ისევ ჩაიფსი, მიხეილ?!”

P.S. არა, ნამდვილად მეორედ მოსვლაა: სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი პოსტსსკრიპტუმში, მაგრამ ამას როგორ ავუარო გვერდი: თამარ ჩერგოლეიშვილი (დიახ, გიგა ბოკერიას მეუღლე და ”ტაბულას” რედაქტორი) ასე მიმართავს სააკაშვილს, - ”პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსტიქტებიც დაგჩლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ!” არ აქვს მნიშვნელობა, რა განცხადებაზეა ლაპარაკი, მთავარია, რომ რღვევის ”ჯანსაღი” პროცესი დაიწყო!

აბა, პრო-სააკაშვილისტებო, პრო-მერაბიშვილისტებო და პრო-ჭიაბერაშვილისტებო, დასცხეთ ერთმანეთს!

რა ვქნა, მოგატყუებდით და გეტყოდით, - ვღელავ ამის გამო-მეთქი, მაგრამ მაინც შემეტყობა და ამიტომ სიმართლეს გეტყვით: ძალიანაც მიხარია და მაგრადაც ”მკიდია” თქვენი ჩხუბის შედეგი!