+18 ანუ მოწევა მავნებელია თქვენი "ლაპატნიკისთვის" - კვირის პალიტრა

+18 ანუ მოწევა მავნებელია თქვენი "ლაპატნიკისთვის"

"წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ამ სტატიის წაკითხვა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისითვის. ვისაც სიტყვა კალამბური გაუგონია და სიგარეტსაც ეწევა ან ყიდულობს, მაინც მიხვდება, რომ სიგარეტზე ვაპირებ სტატიის დაწერას. რატომ? იმიტომ, რომ გაძვირდა! რატომ გაძვირდა? აქ ორად იყოფა აზრი: ნოდარ ხადურის აზრით, იმიტომ, რომ ჩვენს ჯანრთელობას უფრთხილდება და პროვოკატორების აზრით იმიტომ, რომ ბიუჯეტში მაყუთი შემოაკლდათ. თუ გამოკითხვას გავაკეთებთ, იოლად მივხვდებით, რომ პროვოკატორები გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ხადურის მხრიდან ჩვენს ფილტვებზე მზრუნველობის მითის დამჯერნი.

გავაგრძელოთ აბა ჩაკირკიტება მკითხველო და დავუშვათ, რომ ხადური ჩვენს ფილტვებზე ზრუნავს. მაშინ აკრძალეთ მთლიანად სიგარეტი! რატომ მიძვირებ, ბატონო ნოდარ? გასაგებია, ცუდია ჩვევაა მოწევა, მართლა ავნებს ჯანმრთელობას და ფილტვებსაც ასნეულებს, მაგრამ გაძვირებით გავუმკლავდები "ლომკას"? ავდგები და უფრო იაფს ვიყიდი, როგორც ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა,- ორხიდიანს და ფილტვები დამიავადდება კი არა, საერთოდ გამექცეს შეიძლება მუცლის ღრუდან. გაიგე, ნოდარ? მე რომ გაგიძვირო ციკანი, გაგიხარდება? ციკნის მაგივრად რომ "ამერიკული ბარკლები" გაყლაპო, როდის უფრო დაავადდები, მიპასუხე ერთი, თუ ძმა ხარ!

კიდევ ვაგრძელებ ძვირფასო მკითხველო, სიგარეტის თემას და ახლა მეორე თემაც განვიხილოთ: სიგარეტის გადაგდებაზე ჯარიმა 120 ლარია ანუ გადააგდებს და პენსიონერს პენსია აღარ აქვს, მასწავლებელს- ნახევარი ხელფასი და დეპუტატს- ერთი დღის ბუფეტში ჭამა, მაგრამ მიუხედავდ იმისა, რომ დეპუტატები ძალინ მეცოდებიან, ეს კანონი მაინც კარგია, ნოდარ ბატონო. ვამბობ ცუდს, ამაზე? მაგრამ კარგი ეშმაკი ხარ შენ, იმხელა ფასი დაადე სიგარეტს, ვინ ოხერი გადააგდებს აწი მაგას? "ბიჩოკიანად" ეწევა ხალხი. ახლა ვინმე ობივატელები არ გამოხტნენ და ნოდარი არ გამილანძღონ, სიგარეტის გადაგდებაზე ამხელა ჯარიმა რატომ დააწესაო?! ერთი სწორი კანონი აქვს ამ კაცს თავის მოღვაწეობის მანძილძე და დააფასეთ!- რა ამბავია 120 ლარიო, არ თქვას ვინმემ! კი ბატონო, ბევრია 120 ლარი, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან ადვილია ბუნკერთან მისვლა და ნამწვის ჩაგდება. მძღოლების საყურადღებოდაც ვამბობ ამას: მართალია, მანქნაში ბუნკერი არ გექნებათ, მაგრამ ჯერ ერთი, მანქნაში ხატებიც რომ გიდევთ და "აფუილებთ", არც ესა კარგი და საერთოდ, ჯობია, არ მოსწიოთ... თუ მაინც მოსწევთ, მანქნანის შუაში არის პატარა საფერფლე და იქ ჩააფერფლეთ. ხედავ, ბატონო ნოდარ, პროვოკატორი მეძახე და როგორ გიცავთ?!.

პ.ს. მოკლედ, ამ სტატიაზე რომ ვფიქრობდი, ქუჩაში მოვდიოდი, ჯიბეში ე.წ. "ბიჩოკი" მედო, აბა, ძირს ხომ არ დავაგდებდი? ბუნკერი კი არ იყო ახლომახლო... ანუ, ხედავ, მკითხველო, სად მივედით? ნახე, ნარმანიას როგორ მივადექი საპროვოკატოროდ? ჰოდა, ბატონო დავით, დადგით ყველგან ბუნკერები, თორემ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოადგილეები დიდ პრემიებსა თუ დანამატებს იღებენ, არ გეყოფათ ეგ თანხა ჯარიმების გასასტუმრებლად, ალბათ რომელიმე მოადგილე გაბრაზებული იკითხავს:- მე რატომ უნდა გადავიხადო სხვის დაგდებულ სიგარეტზე ჯარიმაო?! მე კი გიპასუხებთ:- მაშინ დადგით ბუნკერები ყველგან, თორემ ჩემზე დიდი პროვოკატორები დადინ დუნიაზე, ძალით დააგდებენ სიგარეტს უბუნკერო ქუჩაზე და მერე იტყვიან: წადი, ბიძია და ნარმანიას გაახდევინე ჯარიმა, ბუნკერებს რომ არ მიდგამს ქუჩაშიო. მართალი იქნება ის კაცი. ჰოდა, მილიონი ხის მაგივრად 900 000 დარგე და 100 000 ბუნკერი დაამატე!

პ.პ.ს.  ისე, ამ სტატიის შემდეგ, ჩემდა თავად, ვინც სიგარეტი მოსწიოს, იმის!..