"როგორ, როგორ, როგორ ავაყვავოთ სოფელი", ანუ ვინ უმღერა ბიძინას "მხოლოდ შენ ერთს"
"როგორ, როგორ, როგორ ავაყვავოთ სოფელი", ანუ ვინ უმღერა ბიძინას "მხოლოდ შენ ერთს"
20-01-2016
დაილოცოს "ფეისბუკი"! კიდევ ლარის კურსზე მომიწევს პროვოკატორობა-მეთქი, რომ ვიფიქრე, სწორედ მაშინ ვნახე ე.წ. ვიდეო სათაურით - "გამგეობის თანამშრომლებმა გამგებელს სიმღერა მიუძღვნეს".

პროვოკატორს რა უნდა და, ასეთი სათაურიო, - გაგიგონიათ ალბათ ასეთი ანდაზა. ჰოდა, გავხსენი სასწრაფოდ ვიდეოფაილი და მსუყე ლუკმის მოლოდინში გავინაბე. მსუყეზე მეტი აღმოჩდა ლუკმა, ათას პროვოკატორობაგამოვლილი კაციც კი გავოცდი და გადავირიე, ისეთი ვიდეო იყო: იდგა სცენაზე გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი და გამგებელს უმღეროდა ასეთი ტექსტით:

"ბატონო გამგებელო,
ჩვენს გარეშე ძნელია,
როგორ, როგორ, როგორ
ავაყვავოთ სოფელი?
ეს ხომ ჩვენი მიზანია
და ოცნება ცისფერი,
ჩვენო დიდო, კარგო
გამგეობის თავკაცო,
და გამგებლის მოადგილევ,
არასდროს არ დაივიწყო"

ჯერ გამეცინა, მერე გამეღიმა, მერე გავბრაზდი და დიდი კახი კავსაძესავით მეც აღმოხდა - არასდროს არაფერი არ გვეშველება!
ჩემო კაი მკითხველო, ახლა ცოტა ხანს მიატოვთ ჩემთან ერთად ეს ამბავი და სხვა ამბავი განვიხილოთ: სულ ახლახან "ქართულმა ოცნებამაც" იქეიფა საგურამოში და თვით ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა თურმე სუფრას, აუკრებიათ ჩვენს მმართველებს კაცზე 100 ლარი (თუ ცოლიანად იყავი - ორასი) და უქეიფიათ. როგორც ხმა გამოვიდა, ბიძინას ფული არ დაადებინეს, (თორემ ექნებოდა ახლა 6 მილიარდ 999 მილიიონ 999 ათას 800 ლარი). როგორც გავიგე, ქეიფი კარგი გამოსულა. რატომ არ გამოვიდოდა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და სპორტსმენებმა პარლამენტში არ იციან რა აკეთონ, თორე ქეიფში და დროს ტარებაში, იცოცხლე...

ისე კარგად უცეკვიათ და უმღერიათ, კინაღამ გადაუფიქრებია ბატონ მოქალაქეს მათი სიაში არ შეყვანა, მერე ამდგარა და საერთოდაც, მსახიობებისა და კულტურის მუშაკების სადღეგრძელო შეუსვამს. ამის გაგონებაზე, წამომხტარა პროფესორი გუგული მაღრაძე და - მე რა, ნაკლები სიმღერა ვიციო?! დაუვლია ხელი გიტარისთვის და მთელი საათი თურმე "მხოლოდ შენ ერთს" უმღეროდა.

მოკლედ, ისე მოსწონებია ბატონ მოქალაქეს მათი ლხინი და ქეიფი, რომ ალბათ ისევ შეიყვანდა ახალ საპარლამენტო სიაში უკლებლივ ყველას, მაგრამ ამ
დროს, ბედად, კვირიკაშვილს ეკონომიკასა და კონსტიტუციაზე ჩამოუგდია საუბარი და დარბაზიც გასუსულა. აი, ამ დროს მიხვდა ბატონი მოქალაქე, რომ სიების განახლების შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა შეეცვალა (ჯიგარი ხარ, კვირიკ!).

ძვირფასო მკითხველო, მე რომ არ დავაკავშირო პირველი ამბავი მეორე ამბავთან, დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე დააკავშირეთ და დასკვნებიც გამოიტანეთ, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიტყვი: ცნობილი სიმღერა: "მიშა მაგარია" გრძელდება! უბრალოდ, რეინკარნაცია განიცადა და მხოლოდ სახელები შეიცვალა. ჰოდა, მეგობრებო, ამ კურთხეულ ქვეყანაში, სანამ შეყვარებულზე უფრო მეტ სიმღერებს გამგებლებს, პრეზიდენტებსა და პრემიერებს მიუძღვნიან, მანამ არასოდეს არაფერი გვეშველება (ჯიგარი ხარ, ბატონო კახი!).

პ.ს. ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ ვიღაც ობივატელი მეტყვის, - რა იყო შე კაცო, რა ამბავი ატეხე, მერე რა, ლექსები და სიმღერები თუ მიუძღვნეს ვინმეს, ეგრე შოთა რუსთაველმაც მიუძღვნა იმხელა პოემა თამარ მეფესო, მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს, ნეტა "ვეფხისტყაოსნისნაირი" დაწეროს ვინმემ ან თამარ მეფისნაირი მოვიდეს პირველ პირად და ჩემდა თავად ხმის ამომღების დედა ვატირე!!!

პ.პ.ს. ბოდიშს გიხდი, მკითხველო, კიდევ მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ მეჩქარება, კორპორაციული საღამოს ვაწყობთ და რედაქტორზე სიმღერა მქავს დასაწერი...

,,
01 თებერვალი 2016 18:09
ფუჰ რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი....ოდესმე ვინმე იზრუნებს ერზეე!!!!!!!!!!!!!!!!!
DINO_ZAUR
28 იანვარი 2016 13:05
პ.ს.

მაგ გამგეობის თანამშრომელები მაგ გამგებლის ნათესავ მეგობრობა იქნებოდა და უმღერეს თავის ნათესავს და სისხლ–ხორცს სასიამოვნო სიმღერა, უყვართ თანამშრომლებს ნათესავი და მეგობარი და რა ქნან?


:დრანკ:
სხვა სიახლეები
სამეგრელომ გასულ კვირაში ორი ამბით დაგვამახსოვრა თავი, ერთი ნამდვილად ტრაგედიაა, მეორე - ტრაგიკომედია. სტატისტიკურად მოსაუბრე ზაქარეიშვილმა დაგვამშვიდა, ეს მკვლელობა სისტემური არაა, ეპიზოდურიაო. სამაგიეროდ, ქრონიკულ-პერმანენტული იქნება დაკუნთული ხალხის საარჩევნო უბნებზე სიარული, რომლებიც ან დაბადების დღეს გადაიხდიან საარჩევნო ყუთებთან ახლოს, ან სულაც გაისეირნებენ საარჩევნო კომისიების შენობებთან.
დაწვრილებით...
ორი დიდი ამბავი მოხდა ახლახან: "ქართულმა ოცნებამ" რიგით მეოთხე ყრილობა ჩაატარა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრწყინვალე ათეული წარმოგვიდგინა. მართალია, "ქოცების" ყრილობაზე, პარტიიდან პარტიაში ციყვივით ნახტუნავები ბევრი სახე შეამჩნიეს, მაგრამ გრიგოლიჩის ამბავი არ იცით თქვენ! რა გეგონათ, "ნაცებს" მარტო "გირჩები" და ვაშაძე "დასცვივდნენ"?
დაწვრილებით...
ქუმსიშვილის პირდაპირმა ჩართვამ მხრჩოლავი გაზის ეფექტივით იმოქმედა "რუსთავიორელ" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილზე. ვფიქრობ, ქუმსიშვილის ჩართვას მომავალში ეგენი აღარ მოინდომებენ, თორემ მერე "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია გამარჯვებული ქუმსიშვილის ტელევიზიად გადაკეთდება ან/და ყველა ჟურნალისტი ისე ალაპარაკდება, როგორც ქალბატონი კვესიტაძე (ეკას საუბრის სწრაფი სტილი ძალიან მაგონებს წამლის რეკლამის ბოლოს ნათქვამ "გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს").
დაწვრილებით...
როგორღაც ადვილად "გაატარა" ქართულმა მედიამ წინასააღდგომოდ გამართული "ძუძუების კონკურსი", თურქეთისთვის ჰექტრობით გადაცემული (თუ არგადაცემული) მიწის თემა და სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-მა, ფაქტობრივად, ბნელები გვეძახა კვერცხის შეღებვის ტრადიციის შენარჩუნებისა და ცეცხლის გარდამოსვლის აღიარების გამო.
დაწვრილებით...
დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ.
დაწვრილებით...
ერთ ხმაში "ამღერდნენ" "ნაციონალები" და "თავდემები" - ივანიშვილსა და მის მიერ მართულ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვთ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს წინააღმდეგობა გაუწიონ, აგერ ჰკითხეთ, თუ გნებავთ, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავასო.
დაწვრილებით...
პოლიტიკურ-კულტურულ-სოციალური თემებით მდიდარი კვირა გავიდა. საპროვოკაციო - საკბილოდ, არჩევნებისა და კონცერტების საკითხი ავირჩიე.
დაწვრილებით...
ნანა მჭედლიძე ბოლო დროს რომ მოქმედი რეჟისორი ყოფილიყო, ისეთ ფილმს გადაიღებდა, სადაც სექსის იმერული ვარიაცია (ჩინჩვლა) იქნებოდა მთავარი თემა და გენახათ მერე პირადი ცხოვრების გასაჯაროება მხატვრულ-ალეგორიული ფორმებით! საქართველოში სექსი და პოლიტიკა ისე გადაება ერთმანეთს, როგორც მარტის თვეში - ამძუვნებული კატები.
დაწვრილებით...
40 მეტრის სიმაღლის ლილეოდენდრონი ხანმოკლე ოდისეის შემდეგ აღთქმულ მიწაზე - დენდროლოგიურ პარკში მიაბრძანეს. დენდროლოგიურ პარკში საოცნებო 41-ე მეტრ სიმაღლეს ალბათ წელს მიაღწევს ყველაზე ცნობილი ხე და ბიძინა საბოლოოდ აწეწავს "ნაციონალური მოძრაობისა" და რამდენიმე ოპოზიციონერის მოთმინებას. "სამ ჭორვილსკიმ" ამ ხის "ცურვით" ოპონენტების ნერვებზე ითამაშაო, ამბობენ.
დაწვრილებით...
თუ არ ვცდები, 81 კაცი ყოფილა ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გადაღების გამო. მშვენიერი სტატისტიკაა! ქართული კინომატოგრაფია ტყუილად გვეგონა მკვდარი. ამდენი რეჟისორი თუ ოპერატორი ბოლივუდსაც არ ეყოლება... ვაშაძემ რიხიანად განაცხადა, - ჩვენი მმართველობის დროს არ გამოქვეყნებულა, ეს ბიძინას "სასტავის" გამოფენილიაო. შედეგი ფრიად გულის მომკვლელია, მაგრამ საკითხავი ისაა, კარიერა მაინცდამაინც საწოლიდან იწყება?
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები