"რომ მითხარი მოვალო, ცავატანე, რატომ დაიგვიანე"... ანუ დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად
"რომ მითხარი მოვალო, ცავატანე, რატომ დაიგვიანე"... ანუ დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად
28-01-2016
ორი სომეხი ძმაკაცი მყავს და დედას ვფიცავარ, ქართველი და აზერბაიჯანელი ძმაკაცებისგან არ ვასხვავებ. ორივე ძალიან მიყვარს, მეც ძალიან ვუყვარვარ მათ; რომ დათვრებიან, სულ ასე მეძახიან - შენ ისეთი მაგარი კაცი ხარ, სომეხი იქნები აუცილებლადო! მეც ვუბრუნებ ხურდას და ვპასუხობ, - კარგი, ვიქნები სომეხი, მაგრამ თქვენც ისეთი კარგი ბიჭები ხართ, უეჭველი ქართული ფესვები გექნებათ-მეთქი. ისინიც იშნოებენ ქართველობას და სამივენი მაგრად ვხალისობთ. ქეიფის ბოლოს ყველანი ვუბრუნდებით ჩვენ-ჩვენს ეროვნებას, შესაბამისად, რესტორანში ფულს მე ვიხდი და ასე ვიშლებით.

ჩვენ სამივენი საქართველოს მოქალაქეები ვართ, უბნელები ვართ, ძმები ვართ და, მაპატიეთ რუსული კალკისთვის, "შუტკა" გვაქვს ერთმანეთთან გახსნილი, მაგრამ ერთია, მე, არმენა და ჰაჩიკა რას ვხუმრობთ, და მეორეა, როცა ასეთი (კიდევ მაპატიეთ რუსული კალკისთვის) "შუტკა" უკვე სახელმწიფო დონეზე რომ აქვს გახსნილი მეზობელ სომხეთს.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, მინდა გითხრათ, თუ რაზეა ჩემი დღევანდელი პროვოკაცია. რადმენიმე დღის წინ, ყოველგვარი "შუტკის" გახსნის გარეშე, ადგა ვიღაც სომეხი მომღერალი და "ყვავილების ქვეყანა" იმღერა; მერე ადგნენ კიდევ სხვები და, - ეს სიმღერა სომხურიაო, - განაცხადეს. "მაშ, მტყუანის!.." არ გვქონდა დამთავრებული, რომ რომელიღაც სომხურმა ანსამბლმა "დაისი" შეასრულა და, - ესეც სომხურიაო, - განაცხადეს (ისე, შე მამაცხონებულო, თუ იბრალებ, კარგად მაინც იცეკვე).

გაგიკვირდებათ და, ეს ყველაფერი გამიხარდა, იმიტომ, რომ ადრე საერთოდ, ქართველ მეფეებზე, ქალაქებზე, "ვეფხისტყაოსანზე" გაიძახოდნენ, ჩვენიაო, და ახლა ოდნავ დაუწევიათ თამასა. ასე თუ გაგრძელდა, დავლენ ესენი სატელევიზიო გადაცემებამდე და ასე იტყვიან - "პროფილი" სუფთა სომხური პროექტია, "სამოთხის ვაშლების" იდეა ერევნიდან მოდის და გია ჯაჯანიძის ჩაცმულობაზე ზრუნავს გიუმრის მოდების სახლიო.

დავუბრუნდეთ სიმღერას. ბევრი ვიფიქრე, თუ რა არგუმენტი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ "ყვავილების ქვეყანა" ქართულია და, როგორც იქნა, მივაგენი. გავიხსენოთ ტექსტი სიმღერიდან: "რომ მითხარი, მოვალო, რატომ დაიგვიანე?" გაფიცებით ყველაფერს, ქართველის გარდა სხვა ვინ იგვიანებს? ხომ იცით, მხოლოდ საქრთველოში რომ არის ასეთი გამოთქმები: "7-ზეა ქორწილი, მაგრამ სიძე 9-ზე მოვა ალბათ", "3-ზეა დაკრძალვა, მაგრამ 4-მდე არ გამოასვენებენ", "9-ზე იწყება სამსახური, მაგრამ 10-მდე უფროსი არ მოდის და მე რა მინდა?!." - და ასე შემდეგ. თუ ამ მყარი არგუმენტის შემდეგ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ სიმღერის ქართულობაში, მაშინ ავდგეთ და ყვავილებში შევეჯიბროთ, ვის უფრო მეტი აქვს. სხვა გზა მე არ ვიცი.

რაც შეეხება "დაისს", მინდა მივმართო იმ სომეხს, ვინც ვიდეო ატვირთა და დააწერა - "სომხური ტრადიციული ცეკვა": შე მამაცხონებულო, ცოტა შორიდან მაინც შემოგევლო; ეგ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფილმ "ქეთო და კოტეშია" გამოყენებული; ჰოდა, ჯერ გეთქვა - ქეთო ჩვენიაო, მერე - კოტეო, მერე - ორივე ერთადო, და აი, მანდ სადმე შემოგეპარებინათ, "დაისი" სომხური ცეკვაოო. ასე აჯობებდა, დამიჯერეთ.

მოკლედ, იმდენი აჟიოტაჟი ატყდა ამ ამბებზე, არც ის მინდა, სიმართლე არ იცოდეს ხალხმა, და არც ის, ჩვენი სომეხი ძმები გავანაწყენო,
ამიტომ გამოსავალს მივაგენი და გეტყვით, რაზე შეგიძლიათ თქვათ, რომ სომხურია. დავიწყოთ: თუ სიმღერები გინდათ, დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად; თუ სპორტი გინდათ, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს - მთლიანად; თუ პოლიტიკოსები გინდათ, ყველა დეპუტატს და "ბონუსად" - ნოდარ ხადურს; თუ ლექსები გინდათ, ლანჩხუთის გამგებლის ყველა ლექსზე შეგიძლათ თქვათ, ჩვენიაო, და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მოგაწვდით ახალ იდეებსაც. ამ შემოთავაზებით ჩვენც კმაყოფილი დავრჩებოთ და თქვენც.

პ.ს. სტატიის წერის დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხ მომღერალს და კომპოზიტორს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოუქვეყნებიათ, -  უნებლიედ მოგვივიდა და ბოდიშიო.

პ.პ.ს. არაფრის... მაგრამ სურამელაშვილზე იფიქრეთ მაინც...

ნინი
03 მარტი 2016 17:48
გოგა, მე შენ გულწრფელად მეცოდენი სად ,როდის, ვისგან გაგიგია სადამ ჰუსეინის კარტველობა ან ბუშის,რომელსაც კარტველები [პატრიოტები] ვერ ვიტანდიტ 90-იან წლებიდან მოყოლებული.რაც შეეხება პეტრე დოდს და შაჰ ი-აბაზს,ისტორია იკიტხე საკარტველოსი და ბევრ რამესზე აგეხილენბა ტვალები.იკნებ,ბაგრამიანის სახელობის არმიიტ ხარ აღფრტოვანებული,რომლებმაც ყველაზე დიდი'ვაჟკაცობა' გამოიჩინეს კარტველტა გენოციდში.ერს ტავი დაანე3ბე,მეეჭვება შენი კარ6ველობის,
megi
04 თებერვალი 2016 00:05
თუ გაუვათ, რატომ არ დაიბრალებენ?
არ უნდა გაუვიდეთ, ანუ როგორც კი რამეს დაიბრალებენ, ვინმემ უნდა აუნთოს წითელი(როგორც ამ წერილის ავტორმა აუნთო), ჰოდა დაამუხრუჭებენ.

რა მაგის პასუხია და, ბ-ნო ზვიად, "ამბები.გე"-ზე, "გზა"-ზე, "რეიტინგი"-ზე, "მარაო"-ზე ვინ და რატომ დამბლოკა 45 დღის წინათ?
საერთოდ არ მიხსნის კომენტარების კედელს.
სადოური "სიტყვის თავისუფლებაა ეეეს?" :)))
სხვა სიახლეები
იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ერთი პროვოკაცია ვერ დაიტევს, მაგრამ მომავალი ხუთშაბათიც ხომ ამ წლისაა? ჰოდა, შემდეგ ხუთშაბათსაც მეყოფა გასული კვირის შთაბეჭდილებები, რომ წერის მოტივაცია არ დავკარგო. თუმცა, მეუბნებიან, გასული კვირა არაფერია, მომავალი უკეთესი მოტივატორი იქნება, რადგან არჩევნების დღე ახლოვდება და ქვის სროლასაც დაიწყებს ბევრი კანდიდატიო.
დაწვრილებით...
დავაკვირდი და "ქართული ოცნების" პლაკატებს წინასაარჩევნოდ ყველგან ხევენ, ქართლ-კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოშიც. ნაკლებად მგონია, რომ ეს ამომრჩევლის აგრესიის შედეგი იყოს. ალბათ უფრო პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერები ღამით დაძვრებიან ღობე-ღობე და კედელ-კედელ, ქაღალდის სამუსვრელად.
დაწვრილებით...
შემოდგომობით ორი დიდი სანახაობა გვაქვს საქართველოში: ქალაქობანა და არჩევნები. მართალია, ამა თუ იმ ქალაქის დღესასწაული ყოველწლიურად იმართება, ხოლო არჩევნები - პერიოდულობით, მაგრამ მაინც კარგია! აი, მოდის საარჩევნო დრო და იწყება ცემენტი, ბეტონი, მოფერება და ზღაპრების კასკადი!
დაწვრილებით...
ჩაბარდა კიდევ ერთი კვირა ისტორიას. დაგვავიწყდა ნარმანიას "ვირიშვილი მაიმუნიც" და სამტრედიელი ახალგაზრდის თვითმკვლელობის ფაქტიც. განვლილს რას დავეძებთ? წინ არჩევნებია!
დაწვრილებით...
გასულ კვირას ტერმინი "სოფლელი" კიდევ უფრო პოპულარული გახდა. თბილისის კოკელ მერს ნერვები მოუშალეს "მწვანეებმა" და ნარმანიამ სრულიად ახალი ჰიბრიდული წოდება მიაკერა მოწინააღმდეგეს - ვირიშვილი მაიმუნი!
დაწვრილებით...
ჯერ გაოცება ვერ მოვასწარით "ნანაციონალარი" ბუკიას ხობის მაჟორიტარობაზე წარდგენის გამო და ამ კანდიდატმა თქვა, რომ უნდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ წიაღს - ბიზნესსო.
დაწვრილებით...
ჩვენ ახლა მხოლოდ 8 ოქტომბრის მოლოდინით ვცხოვრობთ და არჩევნების ფინალამდე ეგებ მივაღწიოთ ხმათა მფლობელმა, მრავალარჩევნებგადატანილმა ხალხმა! ალასანიას შტაბის უფროსი გაჰქცევია, თინა ხიდაშელი ზესტაფონშია გადაბარგებული, "ფორუმელმა" გუბაზმა, - მე აღარ ვიყრი კენჭს ქუთაისში, სხვა ფორუმელს გავუშვებთო და "ქართულმა ოცნებამ" თბილისს იმნაირი "სასტავი" წარუდგინა მაჟორიტარებად, სოციალურ ქსელში უკვე ხარხარისგან პოლიტიკური "ვოლები" დაიქცა!
დაწვრილებით...
ამ ბოლოს პოლიტიკური პირები არაადეკვატურ და სასაცილო მდგომარეობაში ისე ცვივდებიან, როგორც ამფიბიები დიდი სიცხის დროს - ტბორში. სხვა რა შეიძლება იყოს "მემარჯვენეების", "გირჩისა" და ვაშაძის გაერთიანება? ერთმა "ფეისბუკელმა" ირონიით თქვა, ეს გაერთიანება მაგონებს ანდაზას: მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმათრიეო.
დაწვრილებით...
მოგეხსენებათ, გასულ კვირაში "რესპუბლიკელი" მინისტრები მოგვცილდნენ (აგულაშვილს არც და ვერც ვგულისხმობ უკვე "რესპუბლიკელებში", გასაგები მიზეზების გამო), აგილერამ გვიმღერა და მეგონა, სხვა საქართველოში გავიღვიძებდი, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა!
დაწვრილებით...
თუ გამომივიდა, დღეს "ნაციონალებსა" და "რუსთავი 2"-ზე ხმას არ ამოვიღებ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ქუთაისში ასე თუ ისე, გადაგორდა...
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა საბურთალოზე, სანდრო
აქცია! იყიდება 48 კვ.მ. 3-ოთახიანი
6 – ოთახიანი 310კვმ ფართის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები