ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"
ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"
11-02-2016
მოახლოვდა არჩევნები და ყველას მოუნდა ბეჭდვითი, სატელევიზიო თუ ინტერნეტმედია, მაგარი დრო დგება. პროვოკატორი კი არა, ვერცხლისმოყვარე ჟურნალისტი რომ ვიყო, იცოცხლე, მაყუთს გავჭრიდი, მაგრამ ჩემი სიდედრის არ იყოს, ერთი ენამყრალი პროვოკატორი ვარ, ამიტომ გავკრავ კბილს (ჰკიდიათ, მაგრამ მაინც) ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს... ას, მოკლედ - ბევრ პერსონას.

სანამ სტატიას დავიწყებდი, თუ მედიაზე წერ, კოლეგიალობა დაიცავიო, - შემახსენა მეგობარმა ჟურნალისტმა. არ მჭირდება მე შეხსენება, სულ ასე ვშვრები, პროვოკატორებზე ცუდს არასოდეს დავწერ (ესენი არიან ჩემი კოლეგები) და თუ ვინმემ მაინც ჩათვალა, რომ კოლეგიალობა არ დავიცავი, მაშინ აღიაროს, რომ პროვოკატორია ისიც და ბოდიშს მოვიხდი. მაშ, ასე, წავიდა პროვოკატორობა!

ყველაფერი ინგა გრიგოლიათი დაიწყო (აბა, ინგას გარეშე რა უნდა დაიწყოს ჟურნალისტიკაში?!). გაუშვეს ჩვენი ინგა "იმედიდან" და სარედაქციო პოლიტიკას დააბრალეს. ბევრი იყვირა ინგამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე "ზეობიქტურმა" "რუსთავი 2"-მა დაიწყო - "ჰელფ, ჰელფ!"-ის ძახილი სიტყვის თავისუფლების სახელით. მოკლედ, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა!..

ქინძი და ბარიკადები მონელებული არ გვქონდა ერს, რომ უცებ ორი "გრეჩიხა" ერთად გამოხტა: პატარამ, - ტელევიზიის მფლობელი ვარო, და დიდმა, - დირექტორიო; ვინც ძველი დირექტორი იყო, იმან,- უიმე, გვიშველეთ, თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო, - და არც ერთი გაჩეჩილაძე ტელევიზიაში არ შეუშვა. მოკლედ, ტემპერატურამ მაღლა აიწია, ჩემნაირი პროვოკატორები სიხარულისგან სულ ხელებს იფშვნეტდნენ და ახალი, კაი ქართველური სისულელის მოლოდინით ვიყავით შეპყრობილი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ჩემო მკითხველო: ერთ დროს თითქმის ერის მამა, ბატონი "უცნობი" კამერების წინ კეკლუცად გამოვიდა და, - კვირიკაშვილს შევხვდიო, ჩემი ძმაკაციაო, - განაცხადა. ხომ გეუბნებით, ხელისუფლებას ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდაო,- აყვირდნენ არასამთავრობოები, ის კი არა და, 2012 წლიდან თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლმა გვარამიამ, "ბიძინა რუსეთის კაცია"-ს რეპორტაჟის საკეთებლად წასული ჟურნალისტიც კი მოაბრუნა და "მაესტროზე" მიუშვა. უხერხულში ჩავარდა ახალი პრემიერი, ისე ანერვიულდა, ალ კაპონესავით მუდამ დავარცხნილი თმაც კი აეშალა და, არმაზის ბილინგვას გარდა, ყველა საფიცარი დაიფიცა,- "უცნობთან" "მაესტროს" საკითხზე არ კრინტი არ დაგვიძრავს, მისი ძმაკაცის გაჭირვებაზე ვსაუბრობდითო.

ჰოდა, ვაგრძელებთ. ლარისა და დოლარის დედა ვატირე, ისეთი ამბებია! ჯერ სადა ვართ, მალე ისეთ ფაზაში შევა არჩევნები, ჩვენი ჟურნალი დღეში ოცჯერ რომ გამოდიოდეს, პროვოკატორობა არ მოგაკლდებათ. ახლა კი გავაანალიზოთ - რა? სად? როდის და რატომ? ძალიან მოკლედ ვიტყვი: პროვოკატორებს ლაქლაქი არ გვჩვევია, ყველაფერი რაც ხდება, რაც მომხდარა და რაც მოხდება, არჩევნებს უკავშირდება, ძალაუფლებას, ფულს და ყოველი სიტყვა თავისუფალ სიტყვაზე - ფარისევლობაა. არა მგონია, გვარამია ზრუნავდეს თავისუფალ სიტყვაზე, "ოცნებას" ებრძვის და "ნაცების" დაბრუნება უნდა; არც ის მგონია, "გრეჩიხებს" რომ წლებია დააქვთ "მაესტროს" დარდი გულის ფიცრით, და არც ის, მაკა ასათიანი ჟურნალისტებისთვის სამსახურის შენარჩუნებაზე ნერვიულობის გამო ჩამოვიდა. ყველას რაღაც გავლენის, ან ფულის, ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი კლავს და აწვალებს მხოლოდ. რა ვიცი, მე ასე მგონია და თქვენ თქვენი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თქვით, ძვირფასო მკითხველო.

ასე რომ, თავისუფალ სიტყვას, რომელზეც მსოფლიო საზოგადოება და ცივილიზაცია დგას, საქართველოში სულ სხვა დანიშნულება მიეცა.
მოკლედ, ბოდიში და, ყველა იმ კაცის "თავისუფალ სიტყვას" რა ვუთხარი, ვისაც ის სხვა რამისთვის სჭირდება!

პ.ს.
ერთ ანეკდოტს გეტყვით, ცოტა რომ მოვეშვათ:

რაბინთან ახალგაზრდა მივიდა.
- მოძღვარო, ცოლს ვთხოულობ.
- ძალიან კარგი, შვილო.
- ჰო, მაგრამ შესახედავად ძალიან ლამაზია, მე კი რას ვგავარ?!
- მაშინ, არ ითხოვო, თორემ ჰარმონია ვერ გექნებათ!
- მაგრამ სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარს?!
- მაშინ, ითხოვე და სიყვარულის ძალა გადაფარავს ყველა შეუსაბამობას.
- მაგრამ ის გოგო ძალიან მდიდარია, მე კი- ღარიბი!..
- მაშინ, არ ითხოვო, თორემ გაგიბატონდება!
- კი, მოძღვარო, მაგრამ ისე მიყვარს, სიზმარშიც არ მშორდება!
- მაშინ, ითხოვე და სიყვარული ყველა მინუსს გადაფარავს.
- მაგრამ, მოძღვარო, ის უნიჭიერესია და უმაღლესი განათლებით, მე კიდევ- საშუალოდაც ვერ ვსწავლობდი.
გაბრაზებული მოძღვარი:
- რას გეტყვი, იცი, დაგენაცვლე: ეგერ, ხომ ხედავ ქრისტიანების ეკლესიას?
- ?..
- ჰოდა, წადი იქ და მოინათლე ქრისტიანულად!
- რატომ?
- რატომ და, ქრისტიან მღვდელს მოუშალე ნერვები, მე რას გადამეკიდე?!. :)))
ჰოდა, ამ ანეკდოტის არ იყოს, წადით, მიშასავით, და ახლა სხვებს მოუშალეთ ნერვები, ძმაო; უკრაინა გინდათ, რუსეთი, ამერიკა- სადაც გინდათ, წადით, ოღონდ აქ პატიოსან ჟურნალისტებს აცადეთ ამ სიტყვის თავისუფლების პატივისცემა!

პ.პ.ს
სოფელში გაგონილი სადღეგრძელოს ჟურნალისტური ინტერპრეტაციით მინდა დავასრულო: ვინც გაზეთების ჯიხურებთან გაიარ-გამოიარა, ჟურნალი "გზა" იყიდა, ეს სტატია წაიკითხა და, რისი თქმაც მინდოდა, ზუსტად ისე გაიგო და სხვა არაფერი, იმ კაცს გაუმარჯოს! ვინც ვერ გაიგო, ჩემნაირი პროვოკატორი დაუჯდეს სახლში. "ვოტ ტაკ!"



uf, gaixare
12 თებერვალი 2016 14:48
ნამეტანი ვისიამოვნე, მაგარი იყო.
natia varancovidan
12 თებერვალი 2016 13:52
ყველას გასაგონაD, მესმის ტველა ტელევიზიას უნდა რეიტინგული იყოს და ამის მისაღწევად ყველაფერს ცდილობენ. ზოგი მიცვალებულებს გვაჩვენებს, ზოგი ტანსაცმელშემოგლეჯილ მთვრალს, ზოგი მეუღლის მკვლელს და ზოგიც სახურავ გადახდილ ან მინებჩამსხვრეულ სახლს, წყალდიდობებს და თქეშად წამოსულ წვიმას ხომ ყველა ტელევიზია აჩვენებს. ამ ბოლო დროს საროსკიპოებიც გვაჩვენეს, ნარკომანებს, ლოთებს და შეშლილ შეფერთხილებს ხომ თვლა არ აქვს. ამიხსენით ერთი, ეს არის საწერი თემა? სხვა არაფერი გვაწუხებს ხუთჯერ რომ არ გვაჩვენოთ ქმარშვილის მკვლელი ქალი? ერთხელ გვაჩვენეთ სკოლები, კარგი მასწავლებლები, კარგი ბავშვები, კარგი მშობლები, კარგად მოვლილი სკოლები, სანიმუშო დირექტორები, ვითომ უფრო საინტერესო არ იქნება ამდენ უბედურ ადამიანებზე რომ ხუთ -ხუთჯერ ლაპარაკობთ და თან ყველა არხი.
ვისი გასაკეთებელია ეს საქმე ისინი უყურებენ? არ უყურებენ. სირცხვილია, ვრთავ რუსეთის ან საფრანგეთის არხს და ვუყურებ ფილმებს, რომლებიც ყოველგვარი რეკლამების გარეშე გადის, ასეთი გამოსავალი ვიპოვნე, თქვენ კი წერეთ ამოთხრილ ქვაფენილზე და პირდაუბანელ, გაუპარსავ ბიჭებზე, კიევის სადგურში რომ ათევენ ღამეს....
სხვა სიახლეები
მთავრობა დაგვიმტკიცა პარლამენტმა და უკვე თავი გვაქვს ქუდში! მართალია, მასწავლებლების უმეტესობას არ ეზრდება ხელფასი, მაგრამ დოლარის კურსი ხომ იზრდება?! ფრიად დიდი ნუგეშია! ეს ჩვენი ეკონომისტები, ფინანსისტები და ვისაც არ ეზარება, ყველა დოლარის კურსის აწევის მიზეზებზე ლაპარაკობს.
დაწვრილებით...
შეიკრიბა მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ამოვისუნთქეთ! საპარლამენტო უმრავლესობაში კი არიან "ქოცები", მაგრამ რამდენად მყარად არიან "მეოცნებენი"? ერთმა ხაშურელმა მრეწველმა ეგრევე გადმოიბირა რამდენიმე ბიძინისტი და ქართული ინდუსტრიის მამის, გოგი თოფაძის კალთას შეაფარა!
დაწვრილებით...
როგორც ჩანს, მანანა კობახიძის პრინციპული სიჯიუტე ყელში ამოუვიდათ ზემოთ და კი დატოვეს მაღალი თანამდებობის გარეშე, თუმცა, დონალდ ტრამპის, ალექსანდრე ჯეჯელავას და ლარის კურსთან, ვის ემანანება ახლა?
დაწვრილებით...
წინა პროვოკაციაში ვწერდი ბიძინას დიდ შესაძლებლობებზე. კოალიციის ყოფილ წევრებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" რა დღეც დამართა, კი იცით უკვე, მაგრამ თუ "სამ ჭორვილსკის" "მსახვრალი ხელი" ოდესასაც მისწვდებოდა, არ მეგონა! არადა, რომ ჰკითხო რიგით "ნაცს", ბიძინას და მთელი სამყაროს ყველა ტირანს მხოლოდ მიშა დაამარცხებს და სხვა ვერავინ!
დაწვრილებით...
დასრულდა არჩევნების მეორე ტურიც. ამოისუნთქა ხალხმა. გასამარჯვებლებმა გაიმარჯვეს, დასამარცხებლებმა წააგეს და თანდათანობით შევეგუებით, რომ მომავალ წლამდე ჩვენ ვართ უხმო და უენო ხალხი, წყნარად იქნებიან ზაირა და მაყვალა კოორდინატორებიც, აღარ გააკრავენ პლაკატებს და არც "ზაბროშკადამაგრებული" "რუსთაველები" გვამცნობენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას!
დაწვრილებით...
მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება და ნერვებმა უმტყუნა "მიშისტებს". მოთქვამენ "ნაციონალები" რუსი ოლიგარქის უმრავლესობა მოდის და ქვეყანა დაიქცევაო. რა ვიცი, ჰქონდათ მაგათ ადრე საპარლამენტო უმრავლესობა და ავშენდით მაშინო!
დაწვრილებით...
დასრულდა არჩევნების პირველი ტური და თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩენილი პარტიებიდან ზოგი დაიშალა, ზოგიც დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა.
დაწვრილებით...
დასრულდა არჩევნები და ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ტყუილად იცემდა გულზე მჯიღს. ვარაუდები გამართლდა: პარლამენტის მანდატები "ოცნების", "ნაციონალებისა" და "პატრიოტების" ხელში აღმოჩნდა. არც ერთი მადლობელი არ არის ამომრჩევლის. "ოცნებას" მეორე ტური არ უნდოდა, "ნაციონალებს" მეტი ადგილის დაკავება სურდა (გივის აფეთქების მასშტაბის გრანდიოზულობაც, ვგონებ) და "პატრიოტებს" რა აღარ სურდა!..
დაწვრილებით...
გემახსოვრებათ, ღვთის პირიდან გადავარდნილ "სოროსელებს" რომ ბრალდებოდა კოაბიტაცია. ახლა მაინც აღარ არიან მთავრობასა და კოალიციაში "რესპუბლიკელები", რატომ ეალერსებიან "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე მეთაურებს?
დაწვრილებით...
იმდენი რამე მაქვს სათქმელი, ერთი პროვოკაცია ვერ დაიტევს, მაგრამ მომავალი ხუთშაბათიც ხომ ამ წლისაა? ჰოდა, შემდეგ ხუთშაბათსაც მეყოფა გასული კვირის შთაბეჭდილებები, რომ წერის მოტივაცია არ დავკარგო. თუმცა, მეუბნებიან, გასული კვირა არაფერია, მომავალი უკეთესი მოტივატორი იქნება, რადგან არჩევნების დღე ახლოვდება და ქვის სროლასაც დაიწყებს ბევრი კანდიდატიო.
დაწვრილებით...
იყიდება 80 კვ.მ2 საერთო ფართის
ს პ ო რ ტ
2,5 იანი ბინა დიდი დიღომში,
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები