ისევ "უცნობი", ოღონდ ახლა ვასაძითურთ
ისევ "უცნობი", ოღონდ ახლა ვასაძითურთ
18-02-2016
კვირიკაშვილის არ იყოს, მეც აღარ მინდოდა უცნობზე საუბარი, მაგრამ ჩემზე პროვოკატორული ფრაზა აღმოხდა "გრეჩიხა" უმცროსს და ერთი- ორი სიტყვა რომ არ ვუთხრა, ღამით - ჟურნალისტიკური ეთიკა არ დამაძინებს, დღისით - ნარმანიას თვალები, რა თქვა ასეთი ამ უცნობმა, მეორე კვირაა მაგაზე რომ წერო - გამიბრაზდეს კიდეც შეიძლება მკითხველი. რა, ჩემო მკითხველო და ერთ ჟურნალისტს ძალზე დამამცირებელ კონტექსტში სულ სოფლელი უძახა. მე რომც მწყენოდა, ბატონო გაჩეჩილაძე, ვიცი, ამას არაფრად ჩააგდებდი, მაგრამ ახლა მე გეტყვი, კიდევ ვის ეწყინა და მერე იფიქრე, უნდა გეთქვა თუ არა. მაშ, ასე, ეწყინათ: ბატონ ბიძინას (ჭორვილა) კახი კალაძეს (სამტრედია), ნარმანიას (კოკი) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ ვის გაუსწორდა. გაუსწორდათ: კორკოტას, მანჩო გიორგობიანს და ასე შემდეგ. ნუ, იმას აღარ შეგახსენებ, "ილია - ილიას, რომ გაიძახი ყველა სიმღერაში, ეს მართლაც ღირსეული ქართველი ყვარლიდან რომ "ჩამოეთრია" თბილისში.

კარგი, მივანებოთ უცნობს თავი, ბოდიში მოუხდია თურმე და სულ ასე უძახია, სოფელ წერადან ვარ მე თვითონო. არა, გია, შენ ვაკელი ხარ, ძალიან კარგი თბილისის უბნიდან, ისეთივე პატივსაცემი კაცი ხარ, როგორც წერელი, სამტრედიელი ჭორვილელი თუ ყვარლელი. აი, აქ მოვრჩი უცნობზე. კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ ჩოხიან ბიზნესმენ ლევან ვასაძეზე მაქვს დასაწერი, რადგან იმანაც პროფესია "ოფიციანტობა" მოიხსენია ცუდ კონტექსტში (ისე, ღარიბაშვილიც მუშაობდა ამ პროფესიით, რომ იცოდე, ლევან და ეწყინებოდა).

რას ერჩით, ბატონო ამ ოფიციანტებს, განა ცუდია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომ თავისთვის შოულობენ პურის ფულს და მამიკოების ჯიბეებზე არ არიან მიჩერებულები. ან იმას რა ჯობია, ოფიციანტის მოტანილი კარგი ღვინით სავსე თასით ლექსს რომ იტყვი: "ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ". მაგრამ ეგ არაა თქვენი ბრალი, ეს იმ საბჭოთა იდეოლოგიის ბრალია, რომლის მიხედვით ქალი ოფიციანტი "იმნაირი" იყო, ხოლო კაცისთვის ტაფის სროლა და დედის გინება კი ვაჟკაცობად ითვლებოდა, თორემ, აი, იმ დროს, ჩემო ლევან, შენ რომ ჩოხა გაცვია, ისეთები რომ ეცვა ხალხს, სულაც რელიგიის დონეზე იყო აყვანილი და მწდე, მერიქიფე ძალზე პატივსაცემი წევრები იყვნენ საზოგადოების. მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო სამარცხვინო და საბლატავო პროფესიებად დაყოფილი საზოგადება და იმიტომაც წავიდა მარილზე ეს ნამგალუროიანი ბოროტება. ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენმა შვილმა გადაწყვიტა, მიმტანის, დალაქის, მძღოლის და ა.შ. პროფესია სათანადოდ შეისწავლოს, ხელს ნუ შეუშლით, დამიჯერეთ, ფულსაც იშოვის და მშრომელი და პატიოსანი კაცის (ქალის) სახელსაც დაიმკვიდრებს. თორემ, აგერ ახლა, ჩემი სადარბაზოს ქვევით, ბიჭები დგანან (მთელი დღე). ყველას ექიმის, იურისტის, ეკონომისტის დიპლომები აქვთ უჯრაში შენახული, რომელსაც ხანდახან მათი დედები თუ დახედავენ.

მოდი, ახლა კარგი ამბებიც ვთქვათ: ერთ-ერთი "სამ
არცხვინო" პროფესიის კაცმა, იმათ ენაზე მენაგვემ, ჩვენებურად მეეზოვემ, მიკიჩა შავეშოვმა იცით, რა ქნა? თავისი სიცოცხლის ფასად, ცოცხით ერთი საათი ეკავა გაშიშვლებული მაღალი ძაბვის დენის კაბელი და კაცმა არ იცის, რომ არა ის, რა ტრაგედია დატრიალდებოდა გლდანში. ბევრი ადამიანის სიცოცხლეც იხსნა ამ პატიოსანმა კაცმა, ჰოდა, რა მინდა ვთქვა: ძალიან ლამაზად და "სტილნად" იცვამთ ბატონო გია, თქვენ. თქვენც, უძველესი ქართული სამოსი ძალიან გიხდებათ, ბატონო ლევან, მაგრამ ამ კვირაში თუ თქვენ სამს ერთმანეთს შეგადარებთ, იმ მეეზოვის სტაფილოსფერი სამოსი უფრო მიზიდავს მე და მომკალით, თუ გინდათ.
კარგი, მაპატიე მკითხველო, ახლა მართლა საბოლოოდ მივატოვოთ ლევანი და გია და მარტო ჩვენი საამაყო მეეზოვე დავიტოვოთ, რომელიც 4 შვილის მამა ყოფილა. ჰოდა, ამდგარა გლდანის გამგეობა და მისთვის სიგელი მიუციათ ღირსეული საქციელისთვის. რას იზამს ახლა ბატონი მიკიჩა (რომელიც სულ თავისუფლად შეიძლება მომკვდარიყო)? ადგება და გამგებლის ამ უდიდეს ჯილდოს აჭმევს შვილებს თუ ბანკში მიიტანს და კრედიტებს გადაუფარავენ ამით? მიგეცათ თქვე კაი ხალხო ერთი-ორი კაპიკი ამ კაცისთვის. თუმცა, რა, ორი კაპიკის მიცემა კი არა, იმის მეშინია, გამგებლის მომდევნო ბრძანება ასეთი არ იყოს: ღირსეული და 24-საათიანი შრომისთვის, აგრეთვე, ადამიანების გადარჩენისთვის, პრემიები დაურიგდეთ მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის მოადგილეებს. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.
არა, სულ არ გამიკვირდება, ასე რომ ქნან, ჯერ არ უქნია ვინმეს თუ რა...

პ.ს.
მაგარი ქვეყანაა საქართველო, აქ ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს სხვამ; ყველამ იცის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა; ყველამ იცის, როგორი ტაქტიკით ითამაშოს "დინამომ"; ყველამ იცის, რა უთხრა ობამამ პუტინს პირისპირ შეხვედრისას; მოკლედ, სხვაზე ყველამ ყველაფერი იცის. ეგაა მხოლოდ, ჩვენ თვითონ რა გავაკეთოთ, ეგ ვერ ვისწავლეთ ვერასდროს.
პ.პ.ს.
აგერ, მეც რამდენი კაცი შემომელანძღა, რამდენს დავარიგე ჭკუა, მაგრამ მე თვითონ რა მინდა, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, ჯერ ვერ გამიგია.


ნატო
14 აპრილი 2016 15:23
ვასაძე რუსეთის აგენტია
ქქქ
01 აპრილი 2016 20:06
გლდანში ვცხოვრობ, კორპუსში სადაც ჩვენი ოჯახის გარდა ყველა ჩამოსულია, სიმართლე რომ გითხრათ არც ისე ცუდი ხალხია, ჩვენ აამაზე დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, იქამდე სანამ ერთმა მეგრელმა ქალმა არ გვითხრა, ”რა დიდებული ხალხი ხართ თქვენ”, სიტყვა, სიტყვით ვწერ,” ასე ძვირფასი ადამიანები არ შემხვედრიან, ცოდვა ხართ გლდანში, იქნება მოგეხერხებინა და გადასულიყავით ქალაქში,” 20 წელი გათხოვების შემდეგ ვაკეში ვცხოვრობდი და დიდი განსხვავება არაფერია_მეთქი.’,ცოდოები ხართ, ძალიან მეცოდებითო” მე ავუხსენი რომ ბევრი არაფერი განსხვავება იყო. აქ უფრო თბილი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან-მეთქი. კი, როგორ არა, სოფელში ადამიანის თანადგომა და გატანა არ იციანო. მაგის ცოდნა ყველგან შეიძლება-მეთქი.”დედა, დედა ცუდს ვერაფრით ვერ ათქმევინებ, სოფლელები ჯობიან ქალაქელებს?” ”თუ კარგია ჯობია, ჯობია-მეთქი”.
სხვა სიახლეები
სამეგრელომ გასულ კვირაში ორი ამბით დაგვამახსოვრა თავი, ერთი ნამდვილად ტრაგედიაა, მეორე - ტრაგიკომედია. სტატისტიკურად მოსაუბრე ზაქარეიშვილმა დაგვამშვიდა, ეს მკვლელობა სისტემური არაა, ეპიზოდურიაო. სამაგიეროდ, ქრონიკულ-პერმანენტული იქნება დაკუნთული ხალხის საარჩევნო უბნებზე სიარული, რომლებიც ან დაბადების დღეს გადაიხდიან საარჩევნო ყუთებთან ახლოს, ან სულაც გაისეირნებენ საარჩევნო კომისიების შენობებთან.
დაწვრილებით...
ორი დიდი ამბავი მოხდა ახლახან: "ქართულმა ოცნებამ" რიგით მეოთხე ყრილობა ჩაატარა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრწყინვალე ათეული წარმოგვიდგინა. მართალია, "ქოცების" ყრილობაზე, პარტიიდან პარტიაში ციყვივით ნახტუნავები ბევრი სახე შეამჩნიეს, მაგრამ გრიგოლიჩის ამბავი არ იცით თქვენ! რა გეგონათ, "ნაცებს" მარტო "გირჩები" და ვაშაძე "დასცვივდნენ"?
დაწვრილებით...
ქუმსიშვილის პირდაპირმა ჩართვამ მხრჩოლავი გაზის ეფექტივით იმოქმედა "რუსთავიორელ" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილზე. ვფიქრობ, ქუმსიშვილის ჩართვას მომავალში ეგენი აღარ მოინდომებენ, თორემ მერე "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია გამარჯვებული ქუმსიშვილის ტელევიზიად გადაკეთდება ან/და ყველა ჟურნალისტი ისე ალაპარაკდება, როგორც ქალბატონი კვესიტაძე (ეკას საუბრის სწრაფი სტილი ძალიან მაგონებს წამლის რეკლამის ბოლოს ნათქვამ "გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს").
დაწვრილებით...
როგორღაც ადვილად "გაატარა" ქართულმა მედიამ წინასააღდგომოდ გამართული "ძუძუების კონკურსი", თურქეთისთვის ჰექტრობით გადაცემული (თუ არგადაცემული) მიწის თემა და სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-მა, ფაქტობრივად, ბნელები გვეძახა კვერცხის შეღებვის ტრადიციის შენარჩუნებისა და ცეცხლის გარდამოსვლის აღიარების გამო.
დაწვრილებით...
დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ.
დაწვრილებით...
ერთ ხმაში "ამღერდნენ" "ნაციონალები" და "თავდემები" - ივანიშვილსა და მის მიერ მართულ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვთ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს წინააღმდეგობა გაუწიონ, აგერ ჰკითხეთ, თუ გნებავთ, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავასო.
დაწვრილებით...
პოლიტიკურ-კულტურულ-სოციალური თემებით მდიდარი კვირა გავიდა. საპროვოკაციო - საკბილოდ, არჩევნებისა და კონცერტების საკითხი ავირჩიე.
დაწვრილებით...
ნანა მჭედლიძე ბოლო დროს რომ მოქმედი რეჟისორი ყოფილიყო, ისეთ ფილმს გადაიღებდა, სადაც სექსის იმერული ვარიაცია (ჩინჩვლა) იქნებოდა მთავარი თემა და გენახათ მერე პირადი ცხოვრების გასაჯაროება მხატვრულ-ალეგორიული ფორმებით! საქართველოში სექსი და პოლიტიკა ისე გადაება ერთმანეთს, როგორც მარტის თვეში - ამძუვნებული კატები.
დაწვრილებით...
40 მეტრის სიმაღლის ლილეოდენდრონი ხანმოკლე ოდისეის შემდეგ აღთქმულ მიწაზე - დენდროლოგიურ პარკში მიაბრძანეს. დენდროლოგიურ პარკში საოცნებო 41-ე მეტრ სიმაღლეს ალბათ წელს მიაღწევს ყველაზე ცნობილი ხე და ბიძინა საბოლოოდ აწეწავს "ნაციონალური მოძრაობისა" და რამდენიმე ოპოზიციონერის მოთმინებას. "სამ ჭორვილსკიმ" ამ ხის "ცურვით" ოპონენტების ნერვებზე ითამაშაო, ამბობენ.
დაწვრილებით...
თუ არ ვცდები, 81 კაცი ყოფილა ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გადაღების გამო. მშვენიერი სტატისტიკაა! ქართული კინომატოგრაფია ტყუილად გვეგონა მკვდარი. ამდენი რეჟისორი თუ ოპერატორი ბოლივუდსაც არ ეყოლება... ვაშაძემ რიხიანად განაცხადა, - ჩვენი მმართველობის დროს არ გამოქვეყნებულა, ეს ბიძინას "სასტავის" გამოფენილიაო. შედეგი ფრიად გულის მომკვლელია, მაგრამ საკითხავი ისაა, კარიერა მაინცდამაინც საწოლიდან იწყება?
დაწვრილებით...
იყიდება 2000 კვ.მ. რეგისტრირებული მიწის
ბინა მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, ეზო
იყიდება 3-ოთახიანი ბინა აქსის "პარკ
2 ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები