ოღონდაც იქმნას ნათელი - როგორ დასრულდება "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი?!
ოღონდაც იქმნას ნათელი - როგორ დასრულდება "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი?!
03-03-2016
ამოვიდა ყელში რესპუბლიკელებისა და თოფაძის დაპირისპირება. მოძველებული და დავიწყებული გვგონია ეს თემა და ბრაახ! ისევ "სოროსელებისა" და "პივისტების" ირიბი თუ პირდაპირი ომი იწყება. რესპუბლიკელებს დიდი მხარდაჭერა აქვთ "იმის" და გულზე ხეთქავენ კოალიციის "ინგრედიენტებსო".
კოალიციის ერთიანობის შესახებ ზღაპარს ახლა ვინღა იჯერებს? თქვენც დამერწმუნებით, ბატონებო, ერთი პარტიაც რომ იყოს მმართველი, წინასაარჩევნოდ ერთმანეთის ჩაძირვას რამდენი მოინდომებს? აღარ გვინდა ახლა ფაქტებით დამოწმება, გვინახავს და გვსმენია. ახლა ამხელა პოლიტიკურ აჯაფსანდალში ზურგს უკან რამდენი სამარის გათხრა იქნება დაწყებული?! რაღაც საეჭვოდ, გოგი გაჩუმებულია. ნეტავ ვინ უთხრა, რომ დუმილი ოქროა რჩეული? თუმცა, მეტი რაღა უნდა ეთქვა? არჩევნებს, როგორც ხელისუფლების მოყვანის საშუალებას, აყალბებს თავდაცვის მინისტრიო! კიდევ სადღაც გავიგონე, გიგლას მეტყევეები ჰყავდა დარაზმული, მართალია, ჯარისკაცების ოდენი არ იყვნენ, მაგრამ მეტყევეებსა და პენსიის დამტარებლებს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდათ ელექტორატზეო...


ეს არ იყო კოალიციის შიგნით დაპირისპირება, ეს კურსებს შორის წინააღმდეგობის გამოვლინება იყოო, - ბრძანა უსუფაშვილმა. გასაგებია, რესპუბლიკელები დასავლური ორიენტაციისა და "მრეწველები" - ჩრდილოური, მაგრამ პოლიტიკური მიმართულების ჯახანი ყურს უფრო არ ჭრის, ვიდრე არასწორი განცხადების სიბერისთვის გადაბრალება? თანაც, ესეც ჩვენი დავითის ნათქვამი არ არის, - გოგი წასვლას აპირებდაო?! ცხონებული შევარდნაძის არ იყოს, სახლში წასვლას გულისხმობდა ნომერ პირველი პარლამენტარი, აბა, სად ჯანდაბაში აგზავნიდა გოგის?!

ცალკე "პატრიოტთა ალიანსი" ამბობს, რესპუბლიკელების პროკურატურაზე ზეწოლა გაძლიერდა და კინო აწი დაიწყება, ჯერ ჟურნალიაო.
ასე პოპულარულები რატომ გახდნენ რესპუბლიკელები? ანტიპიარითაც კი პიარს უკეთებენ მაგათ და თვით ბუკას უსასტიკესი ცემა და დაჭრაც კი უფრო უფერულია ამ ღვთის პირისგან გადავარდნილების ფონზე. კი დაუშვა შეცდომა რომელიღაც "ოცნებელმა", ადრეც ხომ გაძუყნეს პოლიტიკოსები, "დაჟე" ედუარდს ტერაქტებიც მოუწყვეს, მაგრამ რა ვქნათ, ქვეყანა ხომ არ დაიქცაო? მართალია, ალასანია იძახის, - პრემიერს უნდა შევხვდეთ და ამ საკითხზე ვესაუბროთო,
მაგრამ რამდენჯერაც კრიმინალიც მოხდება, იმდენჯერ თუ კვირიკაშვილს მიაკითხეს, საშველი მაინც არ იქნება! ახლა გაღიზიანებული სახე არ დავინახო! ყველა მოქალაქე თანაბარუფლებიანია და მე რომ მცემონ, კვირიკაშვილს ვინ მიაკითხოს, ჩემმა რედაქტორმა?! ან იმ მეკარტოფილეებს ვინ გაუწევს პროტექციას, ამას წინათ შოროპნის ახლოს ტომრები რომ წაართვეს და კარგადაც უთაქეს გვერდებში?!

ტყიბულელი მეშახტეები ისევ თანადგომას ითხოვენ და ამ დროს, პარლამენტი ისევ მთქნარების რეჟიმშია! ახალი საგანი უნდა დავამატოთ, "მე და საზოგადოება" ერქმევა და სულ საჭირო რამეებს ვასწავლითო; ტოლერანტობა და ლიბერალიზმი არ გაგვაგონოთო, - მოთქვამენ ერთი მხარის წარმომადგენლები, - ეგ პედერასტობის წახალისებააო. მეორენი ამტკიცებენ, - ოღონდაც ეგ საგანი შეიტანონ კლასში და ავყვავდებით, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდება ეგრევეო. ისე, ვინმემ იკითხა, სკოლებს ფაცხაფუცხით პედაგოგიური საბჭოს სხდომები რომ მოაწვევინეს და მოაწონებინეს ამ სასწავლო საგნის სასწავლო გეგმა?!

ამდენი ნეგატიურის მერე ერთი სასიკეთო მაინც დაანონსდა: სანდრა რულოვსი იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ნომერ პირველიო. ეგებ და კი ასრულდეს ოდესმე ნაწინასწარმეტყველები - საქართველო მაშინ გაბრწყინდება, ქალი როცა იქნება პირველი პირიო! ოღონდაც იქმნას ნათელი და თუნდაც "რკინის ლედი 2" იყოს სინათლის მთავარი წყარო!

mari
14 აპრილი 2016 21:13
პროვოკატორო შენ მართლა მაგარ პროვოკაციებს ხლართავ, სანდრაა, ეს რომ ადამიანების მოყვარული იყოს სააკიანის ცოლი კი არ იქნებოდა,
AKA
07 მარტი 2016 13:43
მილიარდერი სოროსი წინასწარმეტყველებს:,,"პუტინის რეჟიმს 2017 წელს გაკოტრება ემუქრება, როცა რუსეთს საგარეო ვალის გასტუმრების დრო დაუდგება; პოლიტიკური მღელვარება კი შესაძლოა, უფრო ადრეც დაიწყოს"
გამორუსებულებო,ქართველებო, რამ გაგიხეთქათ გულები?!,
.. .
.
სხვა სიახლეები
"რესპუბლიკელები" ისევ ფორმაში არიან! სულ არ ეტყობა წვრილფეხობის გაქცევა ამ პარტიას. თინა ხიდაშელმა ბრძანა და უკვე აღარავის მიუვა სახლში "პრიზივნოი"
დაწვრილებით...
ამას წინათ ჩემ მიერ "ბანის პარტიის" გაქილიკების გამო გული დასწყდა მკითხველთა ნაწილს. პაატას რომ ბევრი კარგი უკეთებია, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ თავს რად იტკივებდა ეს ჩვენი სახელგანთქმული მომღერალი და ქველმოქმედი? ვის იღებდა პარტიაში, ათას პარტიაგამოვლილ მედროვეებს და მერყევ "ნაციონალებს"?!
დაწვრილებით...
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს განსაკუთრებული თავისებურება აქვს. პარტიები და ბლოკები თავიანთ წარმატებებსა და გეგმებზე არ საუბრობენ იმდენად, რამდენადაც ერთმანეთის ცოდვებს ჰფენენ სამზეოზე ჭუჭყიანი საცვლებივით. არ იქნა და არ ეღირსა ამ ბედკრულ ქვეყანას პატიოსანი ადამიანების პოლიტიკური ერთობა. ვიღაცას სიყმაწვილის ჟამს ვნებები ვერ დაუოკებია, ვიღაცას ფინანსური ბნელი წარსული აქვს, ზოგიც რენეგატია და ზოგიც (ნეტავ მართლა ზოგი!) - მედროვე.
დაწვრილებით...
"რუსთავი 2"-მა რიხით გვამცნო, რომ კორცხელში ჩვენების დარბევის გამო ევროვიზალიბერალიზაცია ოქტომბრამდე გადაიწევს და თუ ჩვენ ისევ "მოგვაწვება" ბიძინას სასამართლო, ევროპაში კი არა, რიზეს ბაზრობაზეც ვეღარ ჩავლენ ქართველებიო. მოკლედ, ეს დასავლეთი გვაწვალებს: არქიფო სეთურივით იმედს არ გვიკარგავენ და თან უიმედოდ გაღებულ ნატოსა და ევროკავშირის კარს ნიშნის მოგებით გვიჩვენებს.
დაწვრილებით...
კორცხელის ინციდენტის მერე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მოღვაწეობას. ამით აცრემლებული არავინ მინახავს, მაგრამ მიშისტების ყველაზე დიდმა და ძველმა ფრთამ დასავლეთისკენ კი გაუშვა ძლიერი მესიჯები შინაარსით: ჩვენ არ ვართ პარლამენტის სკამებისთვის გადარეული ხალხი, მხოლოდ ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას ვაპროტესტებთო. კი იციან დასავლეთსა და ჩრდილოეთში, რა დემოკრატებიც არიან ეს მობოიკოტე გოგო-ბიჭები, მაგრამ აფასებენ მათ ნიჭიერებას!
დაწვრილებით...
სამეგრელომ გასულ კვირაში ორი ამბით დაგვამახსოვრა თავი, ერთი ნამდვილად ტრაგედიაა, მეორე - ტრაგიკომედია. სტატისტიკურად მოსაუბრე ზაქარეიშვილმა დაგვამშვიდა, ეს მკვლელობა სისტემური არაა, ეპიზოდურიაო. სამაგიეროდ, ქრონიკულ-პერმანენტული იქნება დაკუნთული ხალხის საარჩევნო უბნებზე სიარული, რომლებიც ან დაბადების დღეს გადაიხდიან საარჩევნო ყუთებთან ახლოს, ან სულაც გაისეირნებენ საარჩევნო კომისიების შენობებთან.
დაწვრილებით...
ორი დიდი ამბავი მოხდა ახლახან: "ქართულმა ოცნებამ" რიგით მეოთხე ყრილობა ჩაატარა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრწყინვალე ათეული წარმოგვიდგინა. მართალია, "ქოცების" ყრილობაზე, პარტიიდან პარტიაში ციყვივით ნახტუნავები ბევრი სახე შეამჩნიეს, მაგრამ გრიგოლიჩის ამბავი არ იცით თქვენ! რა გეგონათ, "ნაცებს" მარტო "გირჩები" და ვაშაძე "დასცვივდნენ"?
დაწვრილებით...
ქუმსიშვილის პირდაპირმა ჩართვამ მხრჩოლავი გაზის ეფექტივით იმოქმედა "რუსთავიორელ" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილზე. ვფიქრობ, ქუმსიშვილის ჩართვას მომავალში ეგენი აღარ მოინდომებენ, თორემ მერე "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია გამარჯვებული ქუმსიშვილის ტელევიზიად გადაკეთდება ან/და ყველა ჟურნალისტი ისე ალაპარაკდება, როგორც ქალბატონი კვესიტაძე (ეკას საუბრის სწრაფი სტილი ძალიან მაგონებს წამლის რეკლამის ბოლოს ნათქვამ "გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს").
დაწვრილებით...
როგორღაც ადვილად "გაატარა" ქართულმა მედიამ წინასააღდგომოდ გამართული "ძუძუების კონკურსი", თურქეთისთვის ჰექტრობით გადაცემული (თუ არგადაცემული) მიწის თემა და სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-მა, ფაქტობრივად, ბნელები გვეძახა კვერცხის შეღებვის ტრადიციის შენარჩუნებისა და ცეცხლის გარდამოსვლის აღიარების გამო.
დაწვრილებით...
დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ.
დაწვრილებით...
ქირავდება 1 ოთახიანი სტუდიოს ტიპის
იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი ყველანაირი
ქირავდება 52 კვ.მ. საოფისე-კომერციული ფართი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები