"სოლოლაკის მზის" ორბიტა
"სოლოლაკის მზის" ორბიტა
გასული კვირა უფერული იყო. "მე და საზოგადოება", კვირიკაშვილის განცხადება კოალიციის კონფიგურაციაზე, მეჭიაურის "ვერაფერი ვერ გავიგე", ძმები ბერძენიშვილების "ვრჩებით კოალიციაში" და "ოცნება" პირველია, მეორე კი "რესპუბლიკელები" - უკვე მოძველებული თემებია, რომლის "დარეფრეშებასაც" პოლიტიკური სპექტრი ცხვირ-პირში გვტენიდა ისე, როგორც ვირს - პიტნას.

საქართველოს ორი მზე დანათის: ერთი - ოდესიდან, მეორე - სოლოლაკიდან.

კვირას "ცოცხალი ჯაჭვის" მაგიერ "ნაციონალურ მოძრაობას" "ცეპოჩკა" გამოუვიდა, არადა, როგორი რიხით მიდიოდა სატელევიზიო რეკლამა! "მზის მოშორება" იყო ჯაჭვის
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიმოკლის საფუძველი, თორემ მიშა რომ ყოფილიყო თბილისში, თქვენ ნახავდით, რამდენი მუსიკოსი, პედაგოგი, პენსიონერი, მწერალი, პოეტი, საქმიანი და უსაქმური ჩაებმებოდა უწყვეტ ჯაჭვში! რუსეთის საელჩომდე კი არა, მოსკოვამდეც კი მიაღწევდნენ! სოციალური მოხმარების გაზი არ გაძვირდება და თან - "სოკარისა", განა ოკუპანტი "გაზპრომისა"!

"სოლოლაკის მზე" კი თავის ორბიტებს ამოწმებს ახლა: ვინ ახლოს უნდა ამოძრაოს და ვინ - განიშოროს. შეკოწიწებული კოალიციის წევრები კი ამბობენ, არსად მივდივართო, მაგრამ წასასვლელი უკეთეს ადგილას აქვთ?

ისევ "რესპუბლიკელები" არიან "კოლორში" ("ცვეტში" არ ვთქვი, რუსეთუმეობა არავინ დამწამოს, არც 8 მარტზე ვიღებ ხმას - პროლეტარულ გადმონაშთად ჩამითვლიან, არადა, რამდენგან კორპორაციული წვეულებაც კი მოაწყვეს საჯარო მოხელეებმა!). ხუხაშვილმა გარკვევით თქვა, - უსუფაშვილი შევარდნაძის სტილით ლაპარაკობსო. ჩვენში დარჩეს და შევარდნაძის ლაპარაკის სტილს რა აქვს დასაწუნი, ისიც - ხუხაშვილისგან? ცალკე იმას ამბობენ, გარემოს დამცველი გიგლა
მალე წავა, მაგას თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ჩაანაცვლებსო (მეხუმრებით, ნახევარი მილიონი ხის დარგვას?!), სოზარიც წავაო, კიდევ ვიღაცები გაჰყვებიანო. წასულიც ბევრი გვინახავს და უკან დაბრუნებულიც ქართულ პოლიტიკაში! აგერ, ალასანიასაც კი აქვს "მეორედ მოსვლის" იმედი, ოღონდ ჯერ ბუკას თავდასხმის დამკვეთებიც უნდა იპოვონ.

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოზე ისეთი საკითხი გაიტანა განსახილველად, რაც არაფრის მომტანი იყო თავად კოალიციელებისთვის, თორემ, რიგითი ამომრჩევლებისთვის არაფერს ნიშნავს, რას ჩაწერენ იმ ასჯერ "გაბახებულ" ძირითად კანონში, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია (უკვე სათვალავიც ამერია, რამდენჯერ შეიტანეს და გამოიტანეს მასში ცვლილება). "კომბლე ყოფილიყო ისევ პრემიერი და არა - რაფინირებული კვირიკაშვილი, კი მიაგინ-მოაგინებდა "რესპუბლიკელებს", - ხითხითებენ ჩემზე მეტი პროვოკატორები... ორშაბათის პოლიტსაბჭოზე უნდოდათ ეჩვენებინათ, თითქოს ზემოიმერულად გამომცხვარი მჭადი არ გატეხილა, არადა, კოალიცია "ის თამრო რომ აღარაა", კი ჩანს! მეტი არაა ჩვენი მტერი, "რესპუბლიკელებმა" და "მრეწველებმა" ერთად ძოვონ კი არა და, ერთად მიიღონ კანონები მომდევნო მოწვევის პარლამენტში!

ახლა, ორი სიტყვა მასმედიის თავისუფლებაზეც ვთქვათ. აქამდე "მაესტროს" მფლობელობა იყო მთავარი, ახლა კი - მაუწყებლობის უწყვეტობაა უპირველესიო, - განაცხადა გადაბაძემ. კაცი, რომელიც ადრე საქართველოს პირველკაცობას ლამობდა, ახლა "პირველმაესტროელობასაც" სჯერდება და საიდან დატრანსლირდება სერიალები და ნიუსები, ესეც ვითომ მაყურებლის თავსატეხი უნდა იყოს?
ისე, მაყურებელს არც ის აინტერესებს დიდად, გორის საკრებულოს თავმჯდომარედ ვინ აირჩიეს, ან - არის თუ არა ბათუმისა და კანის ფესტივალმოვლილი "სიყვარული" - პორნოგრაფია.

პ.ს.  სასამართლო ხელისუფლება ადრე პროკურატურის მორჩილი იყო, ახლა - პირიქითო. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მონა იყო და როდის - მბრძანებელი, არც ერთი არ შეიძლება იყოს სამართლიანობის გარანტი. მეჩვენება თუ მართლა დამნაშავის სახიანია იუსტიციის მდივანი მურუსიძე?.. ნუთუ, მართლა ოროსანია საკონსტიტუციოს თავკაცი პაპუაშვილი?.. ცალკე, თავდაცვის სამინისტროდან სასამართლო ხელისუფლებაში ანა დოლიძის გადაბარგება ადარდებს "ანტირესპუბლიკელებს" - გაივსო ხელისუფლების ყველა შტო "მაგათითო"! ყველაფერს თავი დავანებოთ და ვიკითხოთ: "სოლოლაკური მზის" ოპტიმალურ ორბიტაზე რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდება?! ისინი თუ გამოადგებიან ამომრჩეველს? თუ არ გამოადგებიან, მერკურივით ცალი გვერდი ასდუღებიათ და ცალიც - გაჰყინვიათ!
მკითხველის კომენტარი (7)
ექსპერტი
12 მარტი 2016 19:25
საგარეჯოს არჩევნებში მეტყევეების აქტიურობაზე რატომ აღარ გააგრძელეთ?????????
daTos
11 მარტი 2016 01:28
დათო, ხალხის სახელით რატომ ლაპარაკობ? ოცნებამ უკვე განიცადა კრახი. თუ შენ არ გჯერა, ჩვენ გაგვატარე.
dato-s
10 მარტი 2016 23:36
ღმერთო ჩემო! კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებიო? მაგათ იქ რა უნდათ? ეგ ხო ოროსნების კამანდაა!
aba
10 მარტი 2016 17:01
ყოველი პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად უნდა იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას,რადგან პარტია რომელიც ამომრჩეველს არ მოსწონს და კოალიციაშია ავტომატურად ეძლევა ხმა შენთვის მისაღები პარტიის ხარჯზე კარგი იყო პროვოკატორ მომეწონა.ნამდვილად ყველა პარტია დამოუკიდებლად ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ზ ე!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები