ოღონდ კი, მარგველ, შენ გქონდეს სექსი!
ოღონდ კი, მარგველ, შენ გქონდეს სექსი!
17-03-2016
ძალიან საინტერესო დღეები მივაბარეთ წარსულს. კვირის მთავარი თემები იყო ფარული ჩანაწერები, უნივერსიტეტის მოვლენები და "რუსული ჩექმის" გორისკენ გადმოადგილება. გაეროს, ევროკავშირისა და გორის თვითმმარველობა აღშფოთდა, მაგრამ არა ისე, როგორც სექსმა და უნივერსიტეტმა აგვიდუღა მოთმინება.

რას ჰქვია, ფარულ ჩანაწერზე საინფორმაციო სააგენტო თუნდაც ირიბად ხმას იღებსო და იუსტიციის მინისტრმა, მაგ სააგენტოს ბოიკოტს გამოვუცხადებო. ცალკე "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" ერთ მუშტად დადგა ნიფხვების სადარაჯოზე (დაავიწყდათ, ეთერით ნაჩვენები შალიკიანი, ოქრუაშვილის მიერ ბორდელის "აღების" ფაქტი...) და "ენჯეოებმა" ცალკე გამოაცოცხლეს "ეს შენ გეხება".

თვით გაწონასწორებული კვირიკაშვილიც კი ვერ ფარავდა "აღშფრთოვანებას" და თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტი აჰყვა მჯიღების მკერდში ცემაში. რასაკვირველია, განათლების მინისტრმაც წარბშეურხელად გამოხატა პროტესტი და მერე, მოგვიანებით (სამუშაო საათების დასრულების მერე - კარგად დაიმახსოვრეთ, უმადურებო!) უნივერსიტეტსაც მიაკითხა. მართალია, უშედეგოდ, მაგრამ ხომ შეიწუხა თავი? ამიტომაც ეკუთვნის სახელფასო დანამატი! კიდევ იმისთვისაც, ორი მრჩეველი რომ ჰყავსო... თითქმის 35 ათასი ლარი მიდის ამ მრჩეველთა ჯიბეში ხელფასის სახით და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ან არაადეკვატური ტესტირება ჩაუტარონ მასწავლებლებს, ან კიდევ -რაღაც გაუგებარ სქემაში ჩართონ მორჩილი ელექტორატი?

ზნეობისა და ადამიანთა უფლებათა სადარაჯოზე მდგომებმა ხელისუფლებას შეჰყვირეს: პოლიტიკურ ძალთა დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, თორემ მიიღებთ სექსუალურ რევოლუციას! ვერ ეღირსება ბიძინა ჩვენს ზნეობრივ სიკვდილსო!

ღარიბაანთ ბიჭის კადრების წმენდა დაიწყო წინასაარჩევნოდ, გუბერნატორებით დაიწყეს და სოფლის გამგებლებით დაამთავრებენო! ცალკე ეს გვაქვს სადარდებელი! ვიღაც თვლის, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის ამოქმედდა კანტორა "მეგის ქარდავა ფიქჩერსი" და რაღა დისკრედიტაცია სჭირდება ამ კოალიციას, როცა გოგი თინას ადანაშაულებს, მეჭიაური რესპუბლიკურ პარტიას იარებს უღრმავებს და ეკონომიკა ლარივით ნულისკენ მიისწრაფვის! მავთულხლართების გადმოწევის საკითხი არ გვაღელვებს! ზაქარეიშვილის ლოგიკით, მავთულხლართი არ შეიძლება იყოს ქვეყნის მტერი და მოვიდეს ზნეობრივად სუფთა რუსეთი, ოღონდ ნუ იქნება გათახსირებული დასავლეთი (ეს უკვე ვასაძის აქსიომაა).

რამდენი უნდა იდარდოს კაცმა? ოდესაში გუბერნატორის წინააღმდეგ ქართველი "ბუნტოვშიკების" ექსპორტი იწყება და მას კიდევ სიკვდილის გარდა ვერაფერი შეაჩერებსო, ამბობენ უერთგულესი მიშისტები ("გირჩელებს" ჯერ არ უთქვამთ ასეთი რამ?!).
გორში "მიცვალებულის" აღდგენა დაიწყეს -პოლიტიკური თვალსაზრისით, თორემ ეგ რომ შეიძლებოდეს, სტალინს გააცოცხლებდნენ და იქვე დახვრეტდნენ! აბა, წარსულს თუ არ ვებრძოლეთ, მომავალი რა სადარდელია?

"მაესტროს" საკითხს თავი ვეღარ მოება. იქით ქიბარს ჩაუარა "რუსთავი 2"-ის დაბრუნების იმედმა და აქეთ -გაჩეჩილაძეებს არ ეღირსათ ტელეიმპერატორობა!

"ოდეერების" ინსტიტუტს ვერ ელევა ვერც ერთი ხელისუფლება. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ლაპარაკობს და ვის როგორი სექსი აქვს? 69 პოზა ცნობილია, მაგრამ თუ იცით პოზა 41? არ იცით? მოიძიეთ ინტერნეტით და მოსინჯეთ! სექსში აუცილებელია მრავალფეროვნება (ამომრჩეველო, ნუ ჩამორჩები ფერადოვნებაში პრეზიდენტს)!

რატომ არის ამდენი წვერგაუპარსავი სტუდენტი უნივერსიტეტში? ამის გამო, სასწრაფოდ მოსაცილებელია რექტორი, სამეცნიერო საბჭო და კანცლერობის უკვე ყოფილი მსურველი გაფრინდაშვილიც! იყოს კარგი სტუდენტური თვითმმართველობა, სხვა თუ არაფერი, იყიდოს წვერსაპარსები სტუდენტებისთვის და თავი დაანებონ ტრენინგებს (მართლა სჯობს ასე არაფრისმაქნის ლაქლაქ-ტრენინგებს)!

პ.ს. პარტია და
უშიშროება კი გვიყურების სექსის დროს, მაგრამ აქვე მცირე პროვოკაციული რეექსკურსი: ქალთა საერთაშორისო კონგრესი ტარდება ქუთაისში. კონგრესის სპიკერმა გამოაცხადა, ქალწულები მარცხნივ დასხედით, გათხოვილები -მარჯვნივო. ნაზიკიამ იკითხა: ბოზები საით დავსხდეთ, პატივცემულოო? -თქვენ პრეზიდიუმში ამობრძანდით, მაგათთან დაჯდომას როგორ გაკადრებთო!.. ფასობს ეს პროფესია და ნუ ეცდებით მის გაუფასურებას!


beriberi
16 მაისი 2016 16:03
პრეზიდენტ მარგველაშვილმაც შეიქო თავი: ყოველთვის მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო.
კაცი სექსით თავს რომ იქებეს,
ან გიჟია ანდა რეტი,
ჭკვიანი ამას არ იზამს,
რომ დაარტყათ თავში კეტი,
ან მდიდრული რაღას ნიშნავს?
რად უნდოდა ერთზე მეტი,
ეს ბატონი გამარკვიეთ,
ბუღაა თუ პრეზიდენტი?!
*
ივანიშვილო! მე შენზე, ბევრი რამ კარგი მსმენია,
მაგრამ ყველაფერს ამუქებს, რაც კარგი ჩაგიდენია,
ამ კაცის მოყვანისათვის, შეგირცხვეს პავედენია.
qartveli
24 მარტი 2016 09:46
ბრავო მარგველ ბრავო
სხვა სიახლეები
ამას წინათ ჩემ მიერ "ბანის პარტიის" გაქილიკების გამო გული დასწყდა მკითხველთა ნაწილს. პაატას რომ ბევრი კარგი უკეთებია, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ თავს რად იტკივებდა ეს ჩვენი სახელგანთქმული მომღერალი და ქველმოქმედი? ვის იღებდა პარტიაში, ათას პარტიაგამოვლილ მედროვეებს და მერყევ "ნაციონალებს"?!
დაწვრილებით...
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს განსაკუთრებული თავისებურება აქვს. პარტიები და ბლოკები თავიანთ წარმატებებსა და გეგმებზე არ საუბრობენ იმდენად, რამდენადაც ერთმანეთის ცოდვებს ჰფენენ სამზეოზე ჭუჭყიანი საცვლებივით. არ იქნა და არ ეღირსა ამ ბედკრულ ქვეყანას პატიოსანი ადამიანების პოლიტიკური ერთობა. ვიღაცას სიყმაწვილის ჟამს ვნებები ვერ დაუოკებია, ვიღაცას ფინანსური ბნელი წარსული აქვს, ზოგიც რენეგატია და ზოგიც (ნეტავ მართლა ზოგი!) - მედროვე.
დაწვრილებით...
"რუსთავი 2"-მა რიხით გვამცნო, რომ კორცხელში ჩვენების დარბევის გამო ევროვიზალიბერალიზაცია ოქტომბრამდე გადაიწევს და თუ ჩვენ ისევ "მოგვაწვება" ბიძინას სასამართლო, ევროპაში კი არა, რიზეს ბაზრობაზეც ვეღარ ჩავლენ ქართველებიო. მოკლედ, ეს დასავლეთი გვაწვალებს: არქიფო სეთურივით იმედს არ გვიკარგავენ და თან უიმედოდ გაღებულ ნატოსა და ევროკავშირის კარს ნიშნის მოგებით გვიჩვენებს.
დაწვრილებით...
კორცხელის ინციდენტის მერე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მოღვაწეობას. ამით აცრემლებული არავინ მინახავს, მაგრამ მიშისტების ყველაზე დიდმა და ძველმა ფრთამ დასავლეთისკენ კი გაუშვა ძლიერი მესიჯები შინაარსით: ჩვენ არ ვართ პარლამენტის სკამებისთვის გადარეული ხალხი, მხოლოდ ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას ვაპროტესტებთო. კი იციან დასავლეთსა და ჩრდილოეთში, რა დემოკრატებიც არიან ეს მობოიკოტე გოგო-ბიჭები, მაგრამ აფასებენ მათ ნიჭიერებას!
დაწვრილებით...
სამეგრელომ გასულ კვირაში ორი ამბით დაგვამახსოვრა თავი, ერთი ნამდვილად ტრაგედიაა, მეორე - ტრაგიკომედია. სტატისტიკურად მოსაუბრე ზაქარეიშვილმა დაგვამშვიდა, ეს მკვლელობა სისტემური არაა, ეპიზოდურიაო. სამაგიეროდ, ქრონიკულ-პერმანენტული იქნება დაკუნთული ხალხის საარჩევნო უბნებზე სიარული, რომლებიც ან დაბადების დღეს გადაიხდიან საარჩევნო ყუთებთან ახლოს, ან სულაც გაისეირნებენ საარჩევნო კომისიების შენობებთან.
დაწვრილებით...
ორი დიდი ამბავი მოხდა ახლახან: "ქართულმა ოცნებამ" რიგით მეოთხე ყრილობა ჩაატარა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრწყინვალე ათეული წარმოგვიდგინა. მართალია, "ქოცების" ყრილობაზე, პარტიიდან პარტიაში ციყვივით ნახტუნავები ბევრი სახე შეამჩნიეს, მაგრამ გრიგოლიჩის ამბავი არ იცით თქვენ! რა გეგონათ, "ნაცებს" მარტო "გირჩები" და ვაშაძე "დასცვივდნენ"?
დაწვრილებით...
ქუმსიშვილის პირდაპირმა ჩართვამ მხრჩოლავი გაზის ეფექტივით იმოქმედა "რუსთავიორელ" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილზე. ვფიქრობ, ქუმსიშვილის ჩართვას მომავალში ეგენი აღარ მოინდომებენ, თორემ მერე "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია გამარჯვებული ქუმსიშვილის ტელევიზიად გადაკეთდება ან/და ყველა ჟურნალისტი ისე ალაპარაკდება, როგორც ქალბატონი კვესიტაძე (ეკას საუბრის სწრაფი სტილი ძალიან მაგონებს წამლის რეკლამის ბოლოს ნათქვამ "გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს").
დაწვრილებით...
როგორღაც ადვილად "გაატარა" ქართულმა მედიამ წინასააღდგომოდ გამართული "ძუძუების კონკურსი", თურქეთისთვის ჰექტრობით გადაცემული (თუ არგადაცემული) მიწის თემა და სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-მა, ფაქტობრივად, ბნელები გვეძახა კვერცხის შეღებვის ტრადიციის შენარჩუნებისა და ცეცხლის გარდამოსვლის აღიარების გამო.
დაწვრილებით...
დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ.
დაწვრილებით...
ერთ ხმაში "ამღერდნენ" "ნაციონალები" და "თავდემები" - ივანიშვილსა და მის მიერ მართულ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვთ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს წინააღმდეგობა გაუწიონ, აგერ ჰკითხეთ, თუ გნებავთ, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავასო.
დაწვრილებით...
ძალიან იაფად იყიდება ბერი
სასწრაფოდ იყიდება გურჯაანში ( ნაორთალში)
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ჩარგლის ქუჩაზე
ქირავდება ბინა დღიურად.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები