ნაკლები გაბუნია, მეტი ტუალეტი საქართველოს, ანუ შერლოკ შოთაძე და "მღვდელ-კრუიზერები"
ნაკლები გაბუნია, მეტი ტუალეტი საქართველოს, ანუ შერლოკ შოთაძე და "მღვდელ-კრუიზერები"
გამიგონია, რომ "რუჩკებს" არ უნდა ვენდოთ, მაგრამ მღვდლებისადმიც იგივე დამოკიდებულება თუ უნდა გვქონოდა, არ ვიცოდი! სახტად დავრჩი, სად დეკანოზი მამალაძე და სად - კალიუმის ციანიდი? ნუთუ სრულ გონებაზე მყოფი პირი საშიშ შხამს თვითმფრინავით წაიღებდა გერმანიაში? კარგი, "თურქულხარისხიან" ჩვენს აეროპორტში ანაფორიანებს დიდ პატივს მიაგებენ და ეგებ "ლაითადაც" შეემოწმებინათ, მაგრამ "ნემცებთან" ასე ადვილია "შეციანიდება"? ერთი რუის-ურბნისის კრება კიდევ რომ სჭირდება საქართველოს, ჩემზე დაკვირვებულსა და გაწონასწორებულ ადამიანებს უთქვამთ, თან ამაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავად სასულიერო წრეებში ღიად საუბრობენ (?!). ეკლესიაზე საუბრის თემატიკა კი მრავალფეროვანია: პატრიარქის "დოლჟნოსტის" პერსპექტივა, ს
ამწირველ-საპანაშვიდო ზონების გადანაწილება, "მღვდელ-კრუიზერები" ანუ სამღვდელოთა ავტოპარკები, ქალბატონი შორენა და ათასი წვრილმან-მსხვილმანი!

ეს მამალაძე ისე საეჭვოდ დუმს, ვფიქრობ, განტევების ვაცია და მთლიანად აეკიდება "გრეხ სვიაშჩენიკოვ". "ფეისბუკზე" ვიღაც მოთქვამდა, ნეტავ, სამეგრელოში რომ კასრები იპოვეს, იმ "ბოჩკებში" მამალაძეზეც ხომ არ იყო კომპრომატები "დასეივებულიო"? საკითხავია, დეკანოზი მამალაძე საქართველოში თუ ხვდებოდა პატრიარქს, ბარემ საქართველოში ვერ მოწამლავდა? თუ იქ, დასავლეთ ევროპაში ყველაფერი პუტინს დაჰბრალდებოდა? ბრძნად მეტყველება წმინდა ვერცხლია, დუმილი კი რჩეული ოქროო, ამ პრინციპით თუ მოქმედებს შერლოკ შოთაძის მიერ ბრალდებული სამღვდელო პირი, ეგეც საკითხავია!

ოქროზე გამახსენდა: "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთხელ შესტირა საზოგადოებას საყდრისის აფეთქება და ქვეყნის გაუბედურების მიზეზად ისევ ივნიშვილი დაასახელა. ვიღაც "ნაციონალი" გამწარებით ამტკიცებდა სოციალურ სივრცეში, რომ პატრიარქის სკამს ბიძინა უმიზნებს (რუხი
კარდინალის პოზიციიდან), საპატრიარქოს გადაიტანს "დეტსკი მირში", საპატრიარქოში კი ბიზნესცენტრს გახსნის და მარგველაშვილს დენდროლოგიური პარკის დარაჯად გააფორმებსო! ზოგი ამ ყველაფერს იჯერებს, რადგან განათლების დეფიციტია ქვეყანაში!

ჯანდაბას განათლება! კვირა საღამოს "პოსტსკრიპტუმმა" ისეთი "სუნი დააყენა" პირდაპირ ეთერში, კინაღამ გაბუნია დაგვეხრჩო ფეკალური მასის სუნის წარმოდგენით და ნარმანიას დარეპორტება დაუპირა კოკში! ანუ დედაქალაქში მხოლოდ მათ აქვთ ცხოვრების უფლება, ვინც ბერიძესთან ერთად იჯდა რესტორანში - ანუ მხოლოდ მთელ თფილისს! გასაგებია, რომ გაბუნიას აზრით, ნარმანია თბილისის სამარცხვინო მერი გახლავთ, მაგრამ გაბუნიაც არა მგონია, ქართული მედიის სიამაყე იყოს! ბატონ გიორგის ეთერში ცქმუტვას და ტანაჯორივით ბრუნვას თუ დააკვირდით, ქვეტექსტუალურად იკითხებოდა, - მიყურეთ, ნარმანიას ნაირი კოლხი კი არა, "პეროიანი" ვარ და ეს "პეროები" იმ ხოხობს ეკუთვნოდა, თავის დროზე ვახტანგ გორგასალს რომ დაემდუღრა გოგირდოვან წყალშიო.

სადარდელად ისევ გვრჩება "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ახლა იმაზე მსჯელობენ, კონსტიტუციაში ამ საბრალოს იმიჯის გასაუმჯობესებლად ჩანაწერი ხომ არ გავაკეთოთ, ვიდრე კორექტირების დროაო! მე მგონია, ეს ჩვენი კონსტიტუციონალისტები, კანონმდებლები და ენჯეოშნიკები სიდედრ-სიძის ურთიერთობის შესახებაც შექმნიან ერთ ბრწყინვალე ქვეთავს!

პ.ს. ქუთაისში, ბაღის კიდეზე ჭიჭიკია უყვება აუდიტორიას: სადისტი და მაზოხისტი ჩასვეს ერთ საკანში. მაზოხისტი სახეგაბადრული უყურებს სადისტს, მაგრამ სადისტმა წყალი გადაუწურა, - ტყუილად გიხარია, არ ვაპირებ შენს წამებასო. აუდიტორიიდან დაისვა კითხვა, ეს რატომ მოგვიყევიო? ჭიჭიკიამ უთხრა: "ნაცები" სულ ჩალიჩობენ, რომ დაიჭირონ, "ოცნება" კიდევ, მაგათ ამაო მცდელობაზე კაიფობს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, რეალურადო...

პ.პ.ს. საღად მოაზროვნე მოქალაქეებმა გამოიტანეს ლოზუნგი: "გაბუნია ტელემედიის სირცხვილია, ნარმანია - თბილისის, უტუალეტობა - ქვეყნის". ნაკლები გაბუნია და ნარმანია, მეტი - ტუალეტი!

მკითხველის კომენტარი (22)
soda
18 თებერვალი 2017 14:57
პირველი დასკვნა:ქოცები ძალიან მაგრები არიან,მაგრამ ხალხი ვერ ხვდება ამას , "რადგან განათლების დეფიციტია ქვეყანაში!"
მეორე დასკვნა: მამალაძეს ეს შავბნელი საქმე ნაცებმა დაავალეს,რადგან ""ბოჩკებში" მამალაძეზეც (ხომ არ )იყო კომპრომატები "დასეივებული"?"
იდეაში,განათლების სიმცირის მიუხედავად ,გავიგე!
მარი
17 თებერვალი 2017 14:43
ნეტა ბევრი აკეთებდეს ასეთ ანალიზს და მშიერი ქათმებივით არ კენკევდნენ ყველაფერს რასაც გადაუყრიან... ჟურნალისტიკის არსი ისე გადააგვარეს რომ ლამის ჩაიქოლოს ყველა ვინც გაბუნიას ტალღაზე არ ზის
ნია
17 თებერვალი 2017 14:33
მე სულ ამას ვქადაგებ სანამ ჩვენ ქვეყანას ნაცები არიან თუ გამგელებული და გაბოროტებულიმხეცები რომლებიც ხალხზე ბრაზობენ და არა ივანიშვილზე და ხალხის სახელით ივანიშვილს ასახელებენ და მართალი დაწერეთ გაუნათლებელ და სუსტად მოაზროვნეებს რომ აჯერებენ რომ რა ცუდები არიან ეს მთავრობა და თვითონ რომ ფრთები ამოსდით და ქონდათ ყოველთვის. მოკლედ გამიგრძელდა ლაპარაკისანამ ესენი არ მოშორდებიან აქაურობას უფრო სწორედ არ ჩააჩუმებენ ესენი კიდევ უფრო გაბოროტდებიან
tngh
17 თებერვალი 2017 13:10
კარგი ფელეტონია!!! იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და უდანასაულო არ დაისჯება...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები