08-03-2010
"პრეზიდენტო, გთხოვთ გაიღოთ მოწყალება!"ლესელიძეზე, პატარა ძველთბილისური სახლის კარზე წარწერა ძველებურად გვატყობინებს, რომ აქ "ჩაშკას" აფთიაქია. მართალია, აქ მედიკამენტები აღარ იყიდება, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველასათვის გაჭირვების ტალკვესად ცნობილი "ჩაშკა" მიდგება, მოდგება და კვლავაც "გაუჩენელს გააჩენს".…საზღაურად მიიღებს იმას, რასაც აჩუქებენ და კიდევ ერთხელ იტყვის:
08-03-2010
მართალია, ქართველებს დიდი ბაქიბუქი გვიყვარს, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ ამ ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ სულ ტყუილად მოგვაქვს თავი. ვისაც არ ეზარება და ცოტა მარიფათიც აქვს, ქართველი ხალხის გაცურებაზეა გადასული. ამას წინათ რედაქციაში რესპონდენტი მოვიდა და შემოგვჩივლა, ვერსად ვერაფერი გავაწყვე და ენა მაინც მომაფხანინეთო.
08-03-2010
ვითარდება თუ არა ქართული მედია და კულტურა? რა პრობლემები და სიძნელეები გვხვდება საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებში? რა გავლენას ახდენს ქართული მედიისა და კულტურის სივრცეში მომხდარი ცვლილებები ქართველ საზოგადოებაზე და პირიქით? ეს ის კითხვებია, რომლებზეც სანდო და კვალიფიციურ პასუხებს მხოლოდ მედიისა და კულტურის სოციოლოგები გაგვცემენ.
07-03-2010
"დარბაზს წიგნის სუნი ჰქონდა"... - ეს სტრიქონი ამეკვიატა 4 მარტს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში ავდიოდი. მართალია, მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის ინტერპრეტაცია მოვახდინე (ხომ გახსოვთ: "ბალახს ქალის სუნი ჰქონდა..."), მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ხომ მართლაც იგრძნობა აქ დაცული წიგნების ნაცნობი და საყვარელი სურნელი. იმ დღეს კი ამ წიგნებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებიც შერეოდა: "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოცემული დიდი მხატვრების ალბომები, წიგნები შემეცნებითი სერიიდან "ეს სამყაროა" და... ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოცემული "ქართული პროზის საგანძურის" პირველი ტომი.
07-03-2010
ოლეგ ნეკრასოვის "რუსულის გაკვეთილების" შემდეგ, მოსკოვის სახელისუფლებო პოლიტელიტას კიდევ ერთხელ "დასცხა", როდესაც მოსკოვის კინოეკრანებზე კიდევ ერთი რუსი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი "ვანოს მოლოდინში" გამოჩნდა. ოლგა დარფის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ასახავს. აპოლიტიკურმა რუსმა მაყურებელმა ოლგას ფილმს კიდევ ერთი სათაური შეურჩია - "სხვა სიმართლე". შინაარსისა და ფილმში მოყვანილი რეალური ფაქტების გამო, ახალ ნამუშევარს მოსკოვში კრიტიკა არ მოჰკლებია. თუმცა სიტყვების: "მდარე", "არაპროფესიონალურის" მიღმა პოლიტიკური დაკვეთის კვალიც შეინიშნებოდა.
01-03-2010
ამას წინათ მეგობარი ვნახე, მომენატრა და მივედი. კარი გაღებული არ ჰქონდა, ნახევრად ცარიელი წიგნის თაროები მომხვდა თვალში, შესასვლელში რომ ჩამოეკიდა. რა კარგია, ახლა გააკეთებინე-მეთქი? - ვკითხე. ეჰო, ხელი ჩაიქნია და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა. მთელი საღამო ისე ვილაპარაკეთ, ერთ სპექტაკლში რომ არის, სულ "გახსოვს, გახსოვს?" ვეძახეთ ერთმანეთს...
01-03-2010
"მანანა თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს" "რომ გავთხოვდი, გამაფრთხილეს, ჩვენს გვარს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება აქვს და ცოტნეს ყურადღება მიაქციეო""მანანა, ცოტნე და გიორგი ერთად არ ცხოვრობდნენ - ხუთ დღეზე მეტხანს ვერ იტანენ ერთმანეთს, მერე გინებასა და ჩხუბზე გადადიან...ის კი იცის მანანამ, რომ ცოტნეს მაცივარში ბავშვის საკვებთან ერთად ედო სავსე "ბაიანები"პირველი პრეზიდენტის ვაჟის, პატიმარ ცოტნე გამსახურდიას ცოლყოფილი სოფო ჩიკვილაძე რედაქციაში გვესტუმრა:
01-03-2010
ტარიელ ხარხელაური თიანეთიდან იშვიათად ჩამოდის. იქ ცხოვრობს. გამთენიისას ფურცელზე გადატანილ ლექსებს ეფერება ნაშრომი ხელებით, მერე - მოხუც დედას, ცხვარ-ძროხასა და მიწას - იქიდან არის ჩვენი ფესვი, რომელიც ნებსით თუ არ გავიხმეთ, ძალით, ამდენი ხანია გვეჯაჯგურებიან და ვერ მოგვგლიჯეს. მის ლექსებს ამ მიწის ფერი აქვს - ლეგა და ძლიერი:
01-03-2010
თბილისში ჩამოსულ ბელაფონტეს სუხიშვილების მთელი ანსამბლი თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა და სიმღერა "მატილდა" დოლ-გარმონზე შეუსრულეს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჰარისთვის, რომ ტრაპიდან გადმომხტარა. მოცეკვავეებმა იმარჯვეს და ლამის ორმეტრიანი კაცი ხელით დაიჭირეს. ასეთი დახვედრით გაოცებული სტუმარი კიდევ უფრო გადარეულა, როცა ყანწით ღვინო აჯახეს.
01-03-2010
რეჟისორ ლევან წულაძეს დიდი მოსაძებნი არაფერი სჭირს, ან შინ იქნება, ან თეატრში. კერძოდ, სად, ამასაც იოლად გაიგებ: დარეკავ თეატრში, ან მის მეუღლესთან - მანანა კოზაკოვასთან... თვითონ ლევანთან კი ვერ დარეკავ, რადგან "უმობილუროა". ამ აჩქარებულ ცხოვრებაში და თითქმის შეშლილ დღის რეჟიმში ეს ერთი "უპირატესობა" შეინარჩუნა კბილებით - ტელეფონის სადენზე არ გამოიბა თავი.
01-03-2010
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის გაერთიანდნენ და თანამშრომლობის მრავალწლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
01-03-2010
განათლების რეფორმის ჩავარდნის აღიარების შემდეგ პრეზიდენტმა ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნაც აღიარა. ეს ამბავი საქართველოს ყველა მოქალაქემ დიდი ხანია იცის, მაგრამ მთავრობის წევრები და მინისტრები ასეთ რამეს მხოლოდ საპრეზიდენტო აღიარების შემდეგ იჯერებენ. საკითხავი ის არის, აღიარებების კასკადი რა მიზანს ემსახურება?
01-03-2010
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ძველი და ახალი ქვილთის (ფერადი ქსოვილის ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენამ ბავშვობა გამახსენა. ჭრელაჭრულა ნაკუწებით გამოჭრილი ორნამენტებისგან შეკერილმა ძველისძველმა ფარდაგებმა, საწოლის გადასაფარებლებმა და საბნისპირებმა გააცოცხლა შორეული მოგონებები.
22-02-2010
ნიკოლოზ დერიუგინი"ბედნიერი ვარ, რომ კარგი კალათბურთი ვითამაშე ჩემთვისაც და გულშემატკივრისთვისაც. პოპულარული ვიყავი, თუმცა თავში არასდროს ამვარდნია"
22-02-2010
რუსთაველის თეატრში მსახიობების შესასვლელი კარიდან შევედი. გარეთ ციოდა, თეატრში კიდევ უფრო მეტად. იმ დროს მთელ ქალაქში არ იყო შუქი. და კიდევ... კარში მდგარ ადამიანს დაცვას კი არა, კარისკაცს ან ყარაულს ეძახდნენ. ახლანდელებისაგან განსხვავებით, მათ არც იარაღი ჰქონდათ და არც ათლეტურები იყვნენ.
22-02-2010
გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში აღმავლობა დაიწყო. თუმცა, პროცესების სასიკეთოდ განვითარებას მოწმობს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველ რეჟისორთა ახალი ფილმები და წარმატებები საერთაშორისო კინოფესტივალებზე. კინემატოგრაფიაში მომრავლებულმა ინვესტიციებმა რეჟისორებს ახალი, ქართული კინოსთვის არატრადიციული ჟანრების გადაღებისკენაც უბიძგა.