ნიცშეს "ფსიქოლოგიის მასწავლებელი"
21-11-2011
ძალიან ძნელია, ქართველ მკითხველს რამე ახალი უთხრა დოსტოევსკიზე, მით უმეტეს მცირე საგაზეთო წერილში. მაგრამ "ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკის იმ იშვიათ ნაწარმოებთაგანია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად იცნობს ქართველი მკითხველი ("ქართველ მკითხველში" ამ შემთხვევაში ქართულენოვან მკითხველს ვგულისხმობ), რადგან იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენში წიგნის კითხვა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანის "ჰობი" კი არა, ყველასათვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, ამ რომანის ქართული თარგმანი არც არსებობდა (თუმცა, მაშინ უმეტესობას რუსულადაც შეეძლო წაეკითხა). ამიტომ ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის, რომ მომავალი კვირიდან პროექტში - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ორ წიგნად შემოგთავაზებთ დიდი მწერლის ამ რომანის ახალ თარგმანს.

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, - დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, ვისგანაც მე რამე შემეძლო მესწავლაო...

"იდიოტის", "დანაშაული და სასჯელის" ან "მოთამაშის" ავტორზე მართლაც შეეძლო ნიცშეს ამის თქმა, მაგრამ თუკი ფსიქოლოგობაზე მიდგა საქმე, დოსტოევსკი ყველაზე დიდი ფსიქოლოგი მაინც "კარამაზოვებშია". გავთავხედდები და ვივარაუდებ, რომ ნიცშემ ეს სიტყვები ალბათ სწორედ ამ რომანის წაკითხვის შემდეგ დაწერა.
ცხადია, დოსტოევსკის ისედაც ჰქონდა ადამიანთა სულში წვდომის თანდაყოლილი ნიჭი, მაგრამ რაც მან საკუთარ ტყავზე იწვნია, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანსაც კი "ასწავლიდა" ცხოვრებასა და ადამიანებს...

ფიოდორ დოსტოევსკი 1821 წელს მოსკოვში დაიბადა არცთუ "მთლად რუსულ" არისტოკრატულ ოჯახში - პაპამისი (მამის მხრიდან) ჯერ კათოლიკე პადრე და, შესაბამისად - პოლონელი ყოფილა, შემდეგ კი, - რუსი და მართლმადიდებელი მღვდელი "გამხდარა"(!).
სხვათა შორის, დოსტოევსკის ბევრი ბიოგრაფი (ძირითადად არარუსები)  მწერლის "შოვინისტობას", ანტისემიტობას და "რუსული რჩეულობის" იდეის ერთგულებას სწორედ არარუსული ეთნიკური წარმომავლობის გამო არსებულ კომპლექსს მიაწერენ - ეს ხომ ყოველთვის ასე იყო რუსეთში.
მომავალი მწერლის მამა პირწავარდნილი ლოთი და სასტიკი მემამულე ყოფილა, ტიპური რუსი ბატონი, რომელიც ყმებს ადამიანებად არ თვლიდა. როდესაც შვიდი შვილიდან მეორე - ფიოდორი გაჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ის ექიმი იყო, მოსკოვში მუშაობდა და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ორი სოფელი იყიდა ყმებიანად და იქ გადასახლდა.

სრულიად განსხვავებული ყოფილა დოსტოევსკის დედა - მდიდარი ვაჭრის შვილი, კეთილი და სათნო ადამიანი. 16 წლისა იყო მომავალი მწერალი, როდესაც დედამისი ჭლექით გარდაიცვალა და ეს მძიმედ განიცადა. დედის ხსოვნა მან მთელი ცხოვრების მანძილზე შემოინახა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულებულ "ძმებ კარამაზოვებში" სწორედ მწერლის დედაა სოფია კარამაზოვას პროტოტიპი.

ამით დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად "ამეცადინებდა" წუთისოფელი გამძლეობაში, განცდებში, ფიქრში, სიდუხჭირისა თუ ცდუნების გაძლებაში. ისიც "მეცადინეობდა" და ხან "კარგად აბარებდა" გამოცდას, ხან კი "იჭრებოდა", მაგრამ ბოლოს ის "კვალიფიკაცია" მიიღო, რაზეც ნიცშე ლაპარაკობს...
დედის სიკვდილის შემდეგ მამამ პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში შესვლა "უბრძანა" და ისიც დამორჩილდა, მაგრამ უკვე მაშინ სერიოზულად ფიქრობდა მწერლობაზე. ყოველ შემთხვევაში, "პროფესიონალი მკითხველი" უკვე იყო, რადგან ის და მისი ძმა მიხეილი (უმცროსი) ბავშვობიდან ბევრს კითხულობდნენ (მიხეილი მომავალში საკუთარ ლიტერატურულ ჟურნალებს "ვრემიასა" და "ეპოქას" ფლობდა, სწორედ იქ გამოქვეყნდა პირველად დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" და კიდევ რამდენიმე შედევრი).

ორ წელიწადში, 18 წლის დოსტოევსკიმ
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავზარდამცემი ცნობა მიიღო მამის გარდაცვალების შესახებ. არა, მამაზე სულაც არ ამოსდიოდა მზე და მთვარე და არც საფლავში ჩაჰყვებოდა, მაგრამ შემაძრწუნებელი ის იყო, რომ უფროსი მიხეილ დოსტოევსკი მისგან გამწარებულმა საკუთარმა ყმებმა სასტიკად, ცემით მოკლეს - სწორედ მაშინ მოუვიდა დოსტოევსკის პირველად ეპილეფსიური შეტევა, რაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა. მაგრამ დამეთანხმებით, რომ სიკვდილისათვის ეს პერიოდული თვალებში ჩახედვაც გაკვეთილებად გამოიყენა მწერალმა და ჩვენც - მკითხველიც არაერთხელ ძალიან დამაჯერებლად "მოვმკვდარვართ" მის გმირებთან ერთად.

1843 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო დოსტოევსკისთვის. არა იმიტომ, რომ 22 წლის ახალგაზრდამ სასწავლებელი დაამთავრა და სამსახური დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ ამ წელს მისი პირველი ლიტერატურული ნაღვაწი დაიბეჭდა: მან "ფრთხილად" დაიწყო - ეს მხოლოდ თარგმანი იყო, ბალზაკის "ეჟენი გრანდე". სამაგიეროდ, ერთ წელიწადში "დაიქუხა": რომანი "საბრალო ადამიანები" ბელინსკიმ რუსული ლიტერატურის ახალი ერის დასაწყისად შეაფასა (არც შემცდარა)! დოსტოევსკიმ სამსახურს თავი დაანება და გადაწყვიტა, მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი, მაგრამ... "დაავიწყდა", რომ ის რუსეთში ცხოვრობდა და არა ცივილიზებულ დასავლეთში - რევოლუციური იდეებით გატაცებამ "ოინი მოუწყო": ჯერ ერთი, რომ ორმა შემდეგმა ნაწარმოებმა ("ორეული" და "დიასახლისი") ისე ვერ ივარგა, როგორც პირველმა და ბელინსკის შეფასებაც შესაბამისი იყო, და რაც მთავარია - დოსტოევსკი სასიკვდილო ეშაფოტზე აღმოჩნდა "რელიგიისა და მთავრობის შესახებ ლიტერატორ ბელინსკის დანაშაულებრივი წერილის გავრცელების გამო" - ასე ეწერა განაჩენში.
ესეც მორიგი "გაკვეთილი" - მხოლოდ დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგარ ტუსაღებს გამოუცხადეს, რომ სიკვდილით დასჯა მხოლოდ ოთხწლიანი კატორღით შეუცვალეს. მისი მეგობარი გრიგორიევი იქვე გაგიჟდა, დოსტოევსკიმ კი თავად მიშკინს "იდიოტში" ალაპარაკა სრული სიმართლე სიკვდილისწინა განცდების შესახებ - შემაძრწუნებელი, დიდებული და ჟრუანტელის მომგვრელი...

ამის შემდეგაც ბევრი იყო განსაცდელი - მატერიალურიც, ფსიქოლოგიურიც... ის კი "სწავლას" განაგრძობდა.

როგორც ყოველთვის, საგაზეთო ფორმატის სიმცირე არ გვაძლევს საშუალებას, ვრცლად ვისაუბროთ. თუმცა რომელი გაზეთი ეყოფა - დოსტოევსკი ხომ ცალკე სამყაროა. საბედნიეროდ, "ძმები კარამაზოვები" ორ წიგნად გამოდის და ორი კვირის შემდეგ კვლავ შეგვეძლება დოსტოევსკიზე ვისაუბროთ, დღეს კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, "კარამაზოვები" მწერლის უკანასკნელი რომანია, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერილი და ამიტომ მასში სრულად არის დოსტოევსკი - მთელი ცხოვრებით, შეცდომებით, სიბრძნით და დიდი, დიდი ტკივილით.

და კიდევ: აქ ნაღდი, ნატურალური, XIX საუკუნის რუსეთია გაშიშვლებული. ისეთი, რომელზეც დიდმა ქართველმა პოეტმა ბრძანა:

"იმ მეცხრამეტემ, და მეოცეც სათვალავშია,
ტყაპუჭიანი ეს რუსეთი ხალხად აქცია..."


უდავოა, ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი გენიალურმა დოსტოევსკიმ ითამაშა!
dea dadiani
04 დეკემბერი 2011 19:20
ლელა- სოფია კარამაზოვააო პერსონაჟიო, ეგ არ დაუწერია ავტორს:):)
dea dadiani
04 დეკემბერი 2011 19:18
ამ eddy -მ კაცო, აქ, ამ ძალიან კარგ სტატიაში მეტი ვერაფერი დაინახა?
სხვა სიახლეები
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
PRIME
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."
დაწვრილებით...
PRIME
"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...
დაწვრილებით...
PRIME
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"
დაწვრილებით...
PRIME
"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"
დაწვრილებით...
PRIME
სასწრაფოდ! იყიდება 600 კვ.მ მიწის
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ქირავდება ახალ აშენებულ კორპუსში ახალი
იუიდება აღმაშენებლის ხეივანზე, დიღომი 7-ში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები