კომპანია "ვებ სოლუშენსი" facebook-ზე ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს
კომპანია "ვებ სოლუშენსი" facebook-ზე ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს
04-05-2012
ვებ-დეველოპერული კომპანია "ვებ სოლუშენსი" facebook-ზე ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს. კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააცნოს თავისი შემოქმედებითი ხედვა ფართო აუდიტორიას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ მისამართზე: www.bc.websolutions.ge, შექმნან მინიმუმ ერთი კომპანიისათვის Facebook Timeline cover ნამუშევარი, რომელიც შეიძლება იყოს ნახატი (ვებ დიზაინი) ან ფოტოსურათი.

მონაწილეებს უფლება აქვთ შექმნან cover-ფოტო მაქსიმუმ 5 კომპანიისთვის. აქედან ერთს აარჩევენ კონკურსის ორგანიზატორები, ხოლო დანარჩენი ოთხის არჩევაში მონაწილეები აბსოლუტურად თავისუფლები არიან.

კონკურსანტი, რომელიც არ შექმნის ორგანიზატორების მიერ მითითებულ კომპანიაზე cover-ს, მოიხსნება კონკურსიდან. მონაწილეებმა დასრულებული ნამუშევარი საიტზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით უნდა გამოაგზავნონ კონკურსის ადმინისტრაციასთან.
კონკურსი გაიმართება "ვებ სოლუშენსის" facebook-ის გვერდზე.

მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი ეტაპი, საბოლოოდ კი გამარჯვებული გახდება ის, ვისი ნამუშევარიც ყველაზე მეტ like-შეფასებას მიიღებს.
გამარჯვებულს გადაეცემა სოლიდური პრიზი - 1000 ლარი, თუმცა კონკურსის ორგანიზატორს - "ვებ სოლუშენსს" ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გაიაროს სტაჟირება ამავე კომპანიაში გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, ჩაერთოს ბევრ საინტერესო პროექტში და მიიღოს პროფესიული გამოცდილება;

პროექტის გენერალური სპონსორები არიან "ბილაინი", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი, "უნიფეი", "ევროპა ბეთი", "არქ-თრეიდი" და კომპანია "სმაილი".

კონკურსის მედიაპარტნიორები არიან: kvirispalitra.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, marao.ge, sportall.ge, რადიოები - "ფორტუნა+" და "არ დაიდარდო", ასევე - ლობისტი კომპანიები: "ფორტუნა", "ავტორადიო", "ზარიოს ავტო", "ახალგაზრდა დემოკრატიული საზოგადოება", "ივერონი", "ალტლაიფ სტუდიო", ფოტო VIP, adword.ge.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"მთელი პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ, მათ იცოდნენ, როგორი რეაგირება ექნებოდა ხალხს... ვფიქრობ - ეკლესია უნდა გამოეწვიათ."

"არ უნდა იყოს ანგარიშის გაწევა იმის გამო, რომ ვიღაც დედაო ან მამაოა. "

"ეკლესია უნდა გაძლიერდეს სათნოებაში და არა აგრესიულობაში, სათნოებითა და ლოცვით უნდა ვძლიოთ ყოველგვარ ბოროტისეულ ძალადობას და პროპაგანდას.."

"საზოგადოება, რომელიც სექსუალურ უმცირესობას ასეთი ფორმით დაუპირისპირდა, საღი და ჯანმრთელია?"
დაწვრილებით...
"ჩამოხსნილმა ნიღბებმა ლაკმუსივით გამოამჟღავნა, ვის შესტკივა გული საქართველოზე და ვის მხოლოდ უცხოურ გრანტებზე."

"იმ მოძღვარმა ტაბურეტი ხელიდან გამოგლიჯა აქციის მონაწილეს, რომ არავინ დაეზიანებინა(!)"

"ამაზრზენი ხდება ზოგიერთი არამკითხე "ენჯეოშნიკის" განკითხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ეკლესიაზე და მღვდელთმთავრების ჯიპებზე."
დაწვრილებით...
"განრისხებული" შონზო მონასტერში წასვლას აპირებს

დავით ქაცარავა - "ეს ადამიანები საზოგადოების მოწამვლას ცდილობენ"
დაწვრილებით...
"ივანიშვილი ცდილობს, ვითარება არ გაამწვავოს და არც მწვადი დაწვას და არც შამფური"

"არ მინდა ჩემმა შვილმა შვილიშვილს უთხრას, - გინდა კაცი მოიყვანე ცოლად, გინდა ქალი, ოღონდ გიყვარდესო"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?