გოგონა, რომელსაც ხალხი პატრონობს
გოგონა, რომელსაც ხალხი პატრონობს
18-07-2012
როცა იმ პატარა გოგონაზე ვწერდი წერილს, რომელიც სიკვდილს ებრძვის, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ხალხი გულთან მიიტანდა. ბოდიშიც კი მოვიხადე, - ადამიანების დამძიმება, როცა ირგვლივ ისედაც სტრესული გარემოა, ნამდვილად არ მინდა-მეთქი. თუმცა ვერც სხვა გამოსავალს ვხედავდი და არც თავად ვიყავი კარგ დღეში, როცა მარიამის ბაბუასთან, მერაბ გრძელიძეს ვუსმენდი, - კაცის ცრემლი ძნელი საყურებელია, მე კი ამ კაცის თვალებში ცრემლს მთელი საუბრის განმავლობაში შევყურებდი. მაგრამ, როცა მასალა უკვე მზად იყო და საიტზე განთავსდა, მაშინ უფრო ავნერვიულდი, - ამ ოჯახს ენით აუწერელი უბედურება იმდენად სწრაფად დაატყდა თავს, ფულის შოვნის თავი კი არა, გონზეც ვერ მოსულიყვნენ და პირველად დახმარების ხელს ხალხი თუ არ გაუწვდიდა, ფულის საშოვნელად კარდაკარ სიარულში იმდენი დრო დაიხარჯებოდა, მარიამის სამკურნალოდ წაყვანას იქნებ აზრიც აღარ ჰქონოდა. მაგრამ როცა პირველი კომენტარები ვნახე, უფალს მადლობა შევწირე, - როცა მადლი ამდენი ადამიანის გულში ერთად იღვიძებს, მას სხვა ძალა აქვს. თითქოს მარიამის გარშემო სიკეთის უზარმაზარი წრედი შეიკრა, რომელიც გოგონას გადასარჩენად აეფარა.

მარიამის სახელზე შემოწირულობას სრულიად უცხო ადამიანები აგზავნიან, მათ შორის სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულები, რომლებსაც ვინ იცის, სათავისოდ არ ჰყოფნით სახსარი წელში რომ გაიმართონ. ზოგმა უცხოეთში იმ ორგანიზაციების ძებნაც დაიწყო, რომელიც ბავშვებს უფასო ოპერაციის ჩატარებაში ეხმარებიან (სხვათა შორის, გერმანიაში ასეთი მოიძებნა კიდეც, რისიც, როგორც არა იმ ქვეყნის მოქალაქეს, შემშურდა). მაგრამ მარიამის ოჯახმა მაინც ბავშვის თურქეთში წაყვანა ამჯობინა. ამას კი სამწუხაროდ, ის მიზეზიც აქვს, რომ ბოლო დღეებში ქართველმა ექიმებმა მარიამისთვის პირდაპირ, მკურნალობის გარეშე ოპერაციის გაკეთება სარისკოდ ჩათვალეს. საქმე ის არის, რომ სიმსივნე თავის ტვინში უკვე ისე შეეხო ვაროლის ხიდს (ადგილი, სადაც გადის მხედველობის, მოძრაობისა და სუნთქვის ნერვები), რომ შეიძლება ოპერაციისას რომელიმე ეს ნერვი დაზიანდეს. ამიტომაც გოგონას ჯერ რადიოლოგიური და ქიმიოთერაპიით მკურნალობა სჭირდება, რათა სიმსივნე დაიშალოს, ოპერაცია კი ამის შემდეგ გაუკეთდება. ღვთით, მკურნალობა უკვე დაწყებულია, - ბავშვი დედამ და ბაბუამ თურქეთში სწორედ იმ ფულით წაიყვანეს, რომელიც მას ხალხმა აჩუქა. ალბათ, ეს ადამიანები ნამდვილად მიმიხვდებიან, რატომ ამოვისუნთქე შვებით, როცა ეს გავიგე, - როცა ადამიანს ისეთი წუთები დაუდგება, რომელიც დასათვლელია, უნდა დაითვალოს, რადგან უბედურებისთვის დასწრება მხოლოდ ასე შეიძლება.მარიამის ოჯახი შოკშია, მაგრამ ამ წუთებს მაინც ითვლის.

- ბატონო მერაბ, ვხვდები, თქვენ რატომ ვერ გაჰყევით შვილიშვილს და რატომ გაჰყვა მეორე ბაბუა, ალბათ, ისევ ფულის საშოვნელად კარდაკარ დადიხართ?

- ასეა, ხანდახან მეჩვენება, რომ მექანიკური გავხდი, ისე შეუსვენებლად გადავდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად ვინმეს უარი კი არ მოქმედებს, არამედ ის, რომ ვხედავ, უცხო ხალხი რომ იყოფს ჯიბეში ხელს და აქვს თუ არა, რაღაცას მაინც მიწვდის. ეს უბედურება რომ არა, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ შეიძლებოდა... როცა თქვენს საიტზე ამ ადამიანების კომენტარებს ვკითხულობ, ცრემლი მახრჩობს. 2000 დოლარი ”იავნანას” ფონდმა გადმოგვირიცხა. იმერეთის ხელისუფლება და დეპუტატიც მაიმედებენ. უცხო ადამიანები ისე მირეკავენ, თითქოს მთელი სიცოცხლე მიცნობდნენ.

- მეც, ბატონო მერაბ. მათ შორის ისინიც, ვინც არაერთხელ გამომხმაურებია მსგავსი პრობლემების დროს. სამადლობელი სიტყვები არასოდეს მყოფნის, მაგრამ არც არის საჭირო. მათ ის აინტერესებთ, მარიამი როგორ არის.

- თურქეთში გაფრენის წინ მოძრაობის შეზღუდვა ხელ-ფეხზეც დაეტყო. ღმერთმა ისე გადმოგვხედა, რომ საიტიდან გადმორიცხული ფულით 14 ათასი ლარი შემოგვივიდა. ამით წავიყვანეთ თურქეთში. სიმართლე კი ვერ ვუთხარით, დედამისმა, კარგად რომ გახდე, ზღვაზე უნდა წაგიყვანოო. მართლა ზღვის ნაპირას არიან, - სტამბოლში არის აჯი ბადიმის ცნობილი კლინიკა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ატარებენ ქიმიურ და რადიოლოგიურ მკურნალობას, ზუსტად სიმსივნის წერტილებზე ასხივებენ და შლიან. ვნახოთ, მკურნალობის პირველი ეტაპი როგორ ჩაივლის, შეიძლება სიმსივნე ამ ეტაპზევე დაიშალოს და ოპერაციაც მაშინვე ჩავუტაროთ, თუ არა და, მკურნალობის მეორე ეტაპსაც ჩავუტარებთ და ოპერაციას მერე გავუკეთებთო. ისე კი, მკურნალობა რომ დაიწყო, ცუდად გახდა. ასე ყოფილა თურმე. დედამისმა მითხრა, ზღვაში თავის დახრჩობა გვინდოდა, მაგრამ ექიმებს არ გაჰკვირვებიათ, გონზე მოიყვანეს და მკურნალობა განაგრძესო.

- რასაც მეუბნებით, იმის მიხედვით, მარიამს გაცილებით მეტი ფული დასჭირდება, ვიდრე თავიდან იცოდით.

- 26 ათას ევრომდე მხოლოდ მკურნალობის პირველ კურსში გვთხოვეს.……

- დანარჩენი საიდან უნდა მოიტანოთ?!

- არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ რაც ძალა შემწევს, ყველაფერი უნდა ვცადო, რომ ჩემმა შვილიშვილმა იცოცხლოს. მისი ხმა რომ ტელეფონში მესმის, თითქოს გულში დანას მიყრიან. ამას უნდა გავუძლო. დანარჩენი ყველაფერი უფალმა იცის.

- უფალმა მოგცეთ გაძლების ძალა თქვენც და თქვენს მარიამსაც, ბატონო მერაბ. ხალხს კი ის მადლი დაუბრუნოს უკან, რაც თქვენი შვილიშვილისთვის გაიღეს, - თითქოს ყველა მათგანის თვალებს ვხედავ, როგორ ეცოდებით. მათთვის აუცილებლად ისევ დავწერ მარიამზე და უფალსაც მათთან ერთად ვთხოვ, გოგონა კარგად იყოს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას იმ მოწყალე გულებს, - ეს ამ ტკივილიანი წუთისოფლის შვებაა.

ისევ ვაქვეყნებთ საბანკო რეკვიზიტებს იმ იმედით, რომ გულმოწყალებას გამოიჩენთ და პატარა მარიამს დაეხმარებით. მისი სიცოცხლე მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული.

საქართველოს ბანკი
კოდი
BAGAGE22
ანგარიშის ნომერი:
GE88BG0000000430906400
მიმღები
მარიამ ფაიქიძე

დოლარის ჩასარიცხად:

Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT:
CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT:
BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: PAIKIDZE MARIAMI
Account: GE88BG0000000430906400

Tel,: (995 32) 2444 444
E-Mail: welcome@bog.ge

ევროს ჩასარიცხად:

Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF
Account With Institution:Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: PAIKIDZE MARIAMI
Account: GE88BG0000000430906400

Tel,: (995 32) 2444 444

მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებისათვის:
0901500546
(ზარის ღირებულება 1 ლარი)

ნიკა
13 დეკემბერი 2012 22:43
ეს ბავშვი ამჟამად კარგადაა, ჩემს პატარა 8 წლის დაიკოს, დაემართა ის რაც ამ ანგელოზ გოგონას სჭირს, ჩვენ შევეხმიანეთ მარიამის მშობლებს და გვითხრეს რამდენიმე დღის უკან რომ ბავშვს სიმსივნე სრულიად გაუქრა თავში, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდად იმედის მომცემი იყო, იმედია ჩემი დაიკოც გამოჯანმრთელდება და ყველაფერი კარგად ჩაივლის გმერთის წყალობით. დიდება უფალს
lika
17 აგვისტო 2012 21:35
გაგვაგებინეთ მარიამის ამბავი, გთხოვთ!
სხვა სიახლეები
ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა.
დაწვრილებით...
"არავინ იცის, რა ორიენტაციის იყო ბევრი ჩვენი გმირი, რომლებმაც სამშობლოსათვის იბრძოლეს და თავი გასწირეს (აფხაზეთის ომიდან მოყოლებული დღემდე)..."

"ევროვიზიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 17 მაისის მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა…"

"წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, ეკლესიაში განხეთქილება მომხდარიყო და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც... ეს იყო საგანგებოდ ხალხის გამოწვევა."
დაწვრილებით...
თბილისში სარეკლამო ბილბორდზე მოდელს შიშველი ფეხები საღებავით დაუფარეს.
დაწვრილებით...
როდესაც ადამიანი გაემიჯნა სიმშვიდეს და იწყო წუთისოფელში მოღვაწეობა, მას დაევალა საღმრთო ცნებებით წარემართა ცხოვრება.
დაწვრილებით...
მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"...
დაწვრილებით...
გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ!
დაწვრილებით...
შინმოუსვლელი წინაპრის შინმოუსვლელი მემკვიდრე
დაწვრილებით...
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია"
დაწვრილებით...
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"

"პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?