კახეთი ცრემლში იხრჩობა
კახეთი ცრემლში იხრჩობა
23-07-2012
"გოგია პაპა დაგლეჯილ მტევნებს პეშვებში მოიქცევს, სახეს ზედ დაადებს და ისე დასტირის, ჯარისკაცის მამა გაგახსენდებათ..."

რა უფრო საშიშია - სტიქიური უბედურება თუ უკანონობა?


83 წლის გოგია პაპას არც თვითონ ახსოვს და არც წინაპრებისგან სმენია, რომ მომხდურ მტერზე მეტად სტიქიას გაენადგურებინა კახეთი. "ნეტავ ბრმა ვიყო, შვილო, შვილმკვდარსა ვგავარ. განა ის მატირებს, რომ შიმშილი გამიწამებს ოჯახს, შვილივით ნაზარდი და მოვლილი ვაზი ფესვებიანად დაგლიჯა ქარიშხალმა, სამი წელი ფეხზე ვეღარ დავაყენებ ვენახს და ამის დარდი მალე მომიღებს ბოლოსო", - მოთქვამს გოგია პაპა. მისი მეზობელი, სტუდენტი მერი შიშნიაშვილი კი ცდილობს, მოხუცი დაამშვიდოს. "პაპა გაპარტახებულ ვენახებსა და ბაღებში დადის, სახლში ვერ შეგვყავს. ფესვებიანად მოგლეჯილ ვაზებს წამოაყენებს, ფესვებზე ხელს უსვამს, იქნებ გადაგარჩინო, დალოცვილოო, დაკვნესის, მაგრამ რა უშველის მკვდარს? დაგლეჯილ მტევნებს პეშვებში მოიქცევს, სახეს ზედ დაადებს და ისე დასტირის, ჯარისკაცის მამა გაგახსენდებათ...

გოგია პაპას მნახველი ცოდვით დაიწვება. ჩვენთან, ვაჩნაძიანთკარში, 1000-მდე ოჯახი ვცხოვრობთ. ახლა ყველა ოჯახში გლოვაა. აოხრებულ მამულზე ვგოდებთ. ატმის კურკაღა შერჩა ხეებზე, თითქოს ტოტებზე ჩამოთალა ვიღაცამო" - მიამბო მერიმ. 

ღამის ხუთ საათზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა ფესვებიანად დაგლიჯა დიდრონი კაკლები, უსახურავოდ და უკარფანჯროდ დატოვა სახლები. რაც შეიძლებოდა ქარიშხალს გადარჩენოდა, მუშტისოდენა სეტყვამ გაანადგურა, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში თელავდა ქარიშხლისგან ისედაც სასიკვდილოდ განწირულ ბაღ-ვენახებსა და ბაღჩებს. შიმშილი გარდაუვალიაო, - მოთქვამენ გლეხები.

მერის ოჯახს ათი ტონა ატამი და ვენახები გაუნადგურდა. "არ ვიცით, ბანკის კრედიტი როგორ დავფაროთ, ან სწავლის საფასური როგორ გადავიხადოთ, ან შვილები რით გამოვკვებოთ... ქათამიც კი აღარ დარჩათ გლეხებს; პირუტყვი და ფრინველი სულ დახოცილი ეყარა ეზოებში. მომაკვდავი რომ დაგვეკლა და მაცივრებში შეგვენახა, ამის საშუალებაც არ იყო - მეხუთე დღეა, ელექტროენერგია არ გვაქვს" - ჩივიან გლეხები.

- ტელევიზორს ვერ ვრთავთ, რომ ინფორმაცია მოვისმინოთ, პრეზიდენტის კახეთში გავლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც არავინ მოსულა, რომ ეთქვა, როგორ გვიპირებენ დახმარებას. მეზობელმა მოიტანა ამბავი, მთავრობამ, 1.500 ლარს მივცემთ თითოეულ ოჯახსო. 1.500 ლარი სამ თვესაც ვერ გაატანინებს ამხელა ოჯახებს.
100 ტონა ხილის და ერთი ამდენი ყურძნის იმედად რომ გლეხი იყო, იმას 1.500 ლარი უშველის?
ახლა დაიწყეს ვითომ ფუსფუსი, დაგეხმარებითო. სკოლებსა და საბავშვო ბაღებს მისცვივდნენ, სასწრაფოდ რეაბილიტაცია უნდა გავუკეთოთო. ვაითუ, იმისთვის არემონტებენ, რომ მერე იქ შეგვყარონ, როგორც თავშესაფარში და საკუთარ სოფლებშივე დევნილებივით გვაცხოვრონ...

თუ დროულად არ მოგვაშველეს, რაც საჭიროა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კაცი არ იქნება ჩვენი პატრონი - თავის საქმეს გაიკეთებენ და გვეტყვიან, რა, ჩვენ მოვიყვანეთ სეტყვა, თუ ქარიშხალი თბილისიდან დავუბერეთო?"- ამბობს ლამარა ბაბო, რომელიც განსაკუთრებით უიმედოდ არის მას შემდეგ, რაც თბილისიდან ჩამოსული შვილიშვილის კომპიუტერში პრეზიდენტისა და კახელი ქალბატონის დიალოგი მოისმინა.

- თქვენც ხომ არ გაწუხებთ სტიქიაო, იკითხა სააკაშვილმა, ქალმა დაუძახა, უკანონობა გვაწუხებსო. ახლა ამას მივხედავთ და სხვა რამეზე მერე ვილაპარაკოთო, - პასუხად მიუგო პრეზიდენტმა. - უკანონობაზე მერე უნდა ილაპარაკო?! რომელი სტიქიური უბედურება შეედრება, შვილო, უკანონობით მოყენებულ ზარალს, ეგ ხომ ყოველდღიური სტიქიური უბედურებაა. ახლა სამოწყალოდ 1.500 ლარის გადმოგდებას აპირებენ. ყველა მინისტრმა რომ ერთი თვის ხელფასზე უარი თქვას, ან თითოეულმა ერთი ოჯახი აიყვანოს საპატრონოდ, ეს უფრო საქმედ ჩაეთვლებათ და გლეხიც მეტი ნდობით შეხედავს. კახეთში წელს რთველი არ იქნება, ყურძენი არ დაიწურება და ქვევრი ვერ აივსება!

სოფელ შაშიანში უსახსროდ დარჩენილი ხალხი გაბოროტდა და ყაჩაღობა დაიწყესო, გავიგეთ. იქაურების თქმით, კარფანჯრებჩამოლეწილ სახლში მარტო მყოფ 72 წლის ლეილა ხადურიძეს მივარდნიან ნიღბიანები და ფული მოუთხოვიათ. რა ფული ექნებოდა მოხუცს, ორი დღის აღებული პენსია ამოუღია სახურავახდილ სახლში ჩასული წვიმისგან დამბალი კამოდიდან. ასე როგორ უნდა გაბოროტდეს კაციო, - ვიშვიშებენ გლეხები. - ჯანიანი კაცები ყოფილან, მოხუცი რომ გასძალიანებიათ, თურმე, ახრჩობდნენო...

კახეთი ცრემლში იხრჩობა. არანაკლები უბედურება ტრიალებს სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ხალხი აქაც უმოსავლოდ დატოვა სტიქიამ. ეს ტრაგედია მთელი ქვეყნის სატკივარია, რომელიც გავლენას იქონიებს სასურსათო ბაზარზე და ქალაქში მცხოვრებთა ისედაც მოკრძალებულ ჯიბეს თავის კვალს დაატყობს.  
Mako
29 ივლისი 2012 13:00
ძალიან ვწუხვარ :(
OT
25 ივლისი 2012 05:46
>100 ტონა ხილის და ერთი ამდენი ყურძნის იმედად რომ გლეხი იყო, იმას 1.500 ლარი უშველის?

ეკა, მტრის შურზე ამბობ ამას თუ მტავრტობის შემხდედვარე ადამიანების გაბანძება გინდა.

ადამიანები დიდი ნაცილი უმუშევარია. მე 20 წელია მწობლებს, დას ოჯახს (უმუშევრები არიან) ვეხმარები. და ასე მდიდარი მე ერტეულების მეტი არ მინახია.

ტანაც, ტუ ამდენი ფქონდა ადამიანს სჰემოსავალი - სულ არ არის მტავრობის დახმარების გირსი --- ეყიდა დაზგვევა (როდესგაც ხომ უნდა იცხოვროს საქარტველო ცივილიზებული მსოფლიოს წესებიტ)
სასწრაფოდ და იაფად! 1.5-ოთახიანი, სუფთა, მზიანი ბინა...
3-ოთახიანი, 8(9), 78 კვ.მ. შავი კარკასი ახალაშენებულ...
3-ოთახიანი, 3(10), 120 კვ.მ. საუკეთესო თანამედროვე რემონტით,...
სხვა სიახლეები
"ნორლანდმა ჩიტი ხიდან ხეზე რომ გადაფრინდება, ის იცის და რატომ ერთხელ არ დაინტერესდება ქართული კულტურით?"
დაწვრილებით...
"ოდიშარიას საკუთარი თანამშრომლები უბრალოდ იყენებენ"

"მე თურმე ვარ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში მეთოდურად ანადგურებდა და აფერხებდა ქართული მუსიკის განვითარებას"

"ჩემნაირ ადამიანებს ყოველთვის ებრძვის საკუთარ პროფესიაში არარეალიზებული ხალხი"
დაწვრილებით...
"ყველა გაბოროტებულ და შურიანს მივმართავ: ნუ გასკდებით შურით შუაზე, ისევ თქვენ დაგაკლდებათ, მე - არა!"
დაწვრილებით...
"ძალიან მიჭირს, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი თაობა წავიდა უკვე..."
დაწვრილებით...
17-წლიანი ისტორიის ყველაზე მოდური ჟურნალი მუდმივად ანებივრებს მკითხველს
დაწვრილებით...
საქართველო 2017 წელს ფრანკფურტში, მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მასშტაბური წიგნის ფესტივალის მასპინძელი იქნება.
დაწვრილებით...
უწმინდესის აზრით, საჭიროა გამოიცეს წიგნი მცენარეთა ნერგების გამოყვანის შესახებ
დაწვრილებით...
" ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება"
დაწვრილებით...
"მე რომ მთხოვონ, მერაბიშვილი კინოში დადებითი პერსონაჟის როლში გადაიღეო, ხომ აბსურდი და სისულელე იქნება?!.."

"ევროკავშირი რომ არ მიგვიღებს, ამაში უკვე ეჭვიც აღარ მეპარება. თავის წევრ ქვეყნებსაც ვეღარ უვლიან და ჩვენთვის მოიცლის ევროპა?!"

"პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ინერციით გაიძახიან, ავღანეთში მსოფლიო საქმეს ვაკეთებთო... - არაფერ საქმეს ჩვენ არ ვაკეთებთ"
დაწვრილებით...
"მუსიკალური კონკურსები ფულის საკეთებლად მოგონილი მახეა... დღეს ვინც პიანინოზე დაკვრა იცის, ყველას კომპოზიტორი გონია თავი"

"პლანის" კი არა, დასალევის კრიმინალიზაციაა მოსახდენი"


"როგორ შეიძლება გადაგვარებულ ღიპიანი კაცი პარლამენტში იჯდეს?! რა მინდა მე პარლამენტში, იმდენი თუ არ ვიცი, რამდენი ვჭამო და დავლიო?"

"ვუკრავდი და ჩემს უკან ვიღაც ტიპი ბარაბანზე ურახუნებდა. ვიღაც სცენის მუშა მეგონა... თურმე ზურა ჟვანია იყო"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: