"აბა, თუ იპოვით ათ განსხვავებას 2002 წელსა და 2012 წელს შორის?!"
"აბა, თუ იპოვით ათ განსხვავებას 2002 წელსა და 2012 წელს შორის?!"
30-07-2012
"ირაკლი ჩხეიძემ ამოწურა თავისი თავი"

"თუკი საყვარელ საქმეს აკეთებთ, დარწმუნებული იყავით, წარმატებასაც მიაღწევთ!"


მორიგ პაემანზე "პალიტრამ" ოთარ ტატიშვილი მოიპატიჟა. ის სპეციალობით ექიმი-რადიოლოგია, თუმცა საზოგადოება როგორც მსახიობს, ტელერადიოწამყვანსა და შოუმენს იცნობს. როგორც თვითონ ამბობს, უამრავი პროფესია აქვს და ყველა საქმე მისია.

- მოდი, თავიდან დავიწყოთ. როგორ მოხვდით მედიცინიდან შოუბიზნესში?
- სტუდენტობის დროს ვთამაშობდი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბისა და ინტელექტკლუბის წევრი ვიყავი. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის არ იყო უცხო და ერთხელაც,  აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები იღებდნენ სერიალს. აქედან დაიწყო და დაიწყო...

- სად უფრო მოახერხეთ საკუთარი თავის რეალიზება - ტელეეკრანზე თუ თეთრ ხალათში?
- თუ კაცი რომელიმე საქმის კეთებისას კომფორტულად არ გრძნობს თავს, ის საქმე კარგად არასოდეს გამოუვა. ასე არ არის? ძალით არაფერს ვაკეთებ. ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო პროცესისგან. ყველა სამსახურს თავისი პეწი აქვს. ასე რომ, მომწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მეორე საკითხია, სად უფრო ვიხარჯები და ვიღლები. ამ მხრივ ერთპიროვნულად ტელევიზიას ვაღიარებ. ერთი გადაცემის ჩაწერა  დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ბევრ ფიქრს და ნერვიულობასაც ითხოვს.

- თქვენ  პოპულარული სერიალის ყველაზე ცნობილი გმირი იყავით. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა საზოგადოება ირაკლი ჩხეიძის სახელით უფრო გიცნობდათ, ვიდრე ოთარ ტატიშვილის?

- ეს მართლაც ძალიან კარგი ოთხი წელი იყო. სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა სერიალი "შუა ქალაქში". ყველაფერს უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებდი და ახლაც სერიალის ყველა გმირთან ვმეგობრობ. ის დრო მართლაც ძალიან კარგი იყო, თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაღაცა იწყება და მთავრდება. სცენარისტების აზრით, და ჩემი აზრითაც, ირაკლი ჩხეიძემ ამოწურა თავისი თავი. ოთხი წელი ერთი და იმავე პერსონაჟის ყურება შეიძლება მოგბეზრდეს. შეიძლება ვიღაც დღეს ამბობდეს, გვენატრები და კიდევ გვინდა გიყუროთო, მაგრამ ნელ-ნელა ინტერესი მაინც დაიკლებდა. ამიტომ შევწყვიტეთ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პოპულარული იყო სერიალი. არ გვინდოდა ჩვენზე ეთქვათ, ამათ ხომ ტვინი წაიღესო. ასეთი მიდგომა ქართველებისთვის დამახასიათებელია, - ერთ დღეში შეიძლება გახდე წარმატებული  და მეორე დღეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ამოვხსენი ეს ქართული ფენომენი.

- შემდეგ იყო "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად". როგორ გადაინაცვლეთ მხიარული ირაკლიდან შოუს წამყვანობაზე?

- ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, ასეთი ტიპის შოუების აქტიური მაყურებელი ვიყავი  როგორც ბრიტანულ, ამერიკულ, რუსულ ტელეარხებზე, ასევე საქართველოში, როდესაც დათო გოგიჩაიშვილმა დაიწყო "ღამის შოუ". ეს ფორმატი ძალიან საინტერესო და უბერებელია, ასი წლის მერეც არ დაბერდება. ეხმაურები იმ აქტუალურ თემებს, რაც მოხდა კვირის განმავლობაში, მოგყავს აქტუალური სტუმარი...

ერთი წლის განმავლობაში "ლოტო" მიმყავდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლატარიის კომპანიასთან თანამშრომლობა დავამთავრეთ და თავისუფალი დრო გამომიჩნდა. დათო გოგიჩაიშვილმა შემომთავაზა ამ ფორმატის გადაცემა და არხის ხელმძღვანელობის სურვილიც იყო, რომ ეს შოუ შექმნილიყო. ძალიან რთულად დავიწყეთ. რთულად ვითარდებოდა ეს პროცესი, რადგან ხალხისთვის მე ირაკლი ჩხეიძე ვიყავი. დღეს უკვე მეუბნებიან, რომ ირაკლი ჩხეიძეს კი არა, შენს შოუს ვუყურებთო. ადრე "შუა ქალაქის" ფრაზებით მელაპარაკებოდნენ, დღეს ჩემი შოუდან მოჰყავთ ციტატები. მაყურებლისთვის ნელ-ნელა გამოვდივარ ირაკლი ჩხეიძის როლიდან,  თორემ მე დიდი ხანია გამოვედი.

- მოგწონთ შოუმენი ოთარ ტატიშვილი?
- საკუთარ თავზე საუბარი ძნელია. მე ვარ ისეთი წამყვანი, როგორიც ვარ. სერიალშიც ვიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი. რაც შეეხება იმას, რომელი უფრო საინტერესოა, რა თქმა უნდა, "ღამის შოუ". აქ მეტია პასუხისმგებლობა, ყველაფერს შენით აკეთებ, მაგრამ "შუა ქალაქზე" ცუდს ვერ ვიტყვი, ამით გავხდი პოპულარული.

- მუსიკა თქვენი გატაცებაა. ეს შოუშიც ჩანს. ბენდსა და სიმღერას საკმაოდ დიდი დრო ეთმობა.
- ძალიან კარგი ბენდი  მყავს, ერთ-ერთი საუკეთესო ქართულ ტელესივრცეში. ყველა მუსიკოსი პროფესიონალია. ბენდი ასეთ დონეზე რომ უკრავს და მღერის ჰიტებსა და ქავერებს, წარმოუდგენელია.

- შოუში ხშირად ხუმრობთ პოლიტიკურ თუ სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე. სინამდვილეში რა აზრის ხართ ამ პროცესებზე?
- პოლიტიკურ პროცესებში რას გულისხმობთ?

- თუნდაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას.
- ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი და ამ დაპირისპირებამ ცემა-ტყეპისა და ძალადობის სახე არ უნდა მიიღოს. ამის რამდენიმე მაგალითიც გვაქვს. ისე, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს. თუ თქვენ გაინტერესებთ, რომელი მხარის პოზიციაა ჩემთვის მისაღები, ამაზე ასე შემიძლია გიპასუხოთ: გახსოვთ 2002 წელი? ახლა 2012 წელია! ანუ ათი წელი გავიდა. 2002 წელსა და 2012 წელს შორის თუ იპოვით ათ განსხვავებას? - ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე.

- როგორია ოთარ ტატიშვილი კადრს მიღმა?
- სხვებისგან არაფრით განსხვავებული, - სახლი, შვილები, ოჯახი, სამსახური, მეგობრები. მყავს სამი შვილი. უფროსი ბიჭი უკვე ოცი წლისაა, შუათანა - თექვსმეტის, უმცროსი გოგონა - თოთხმეტის. უფროსს ჩემსავით მუსიკა უყვარს. სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტს სწავლობს. ჩემი მეუღლე ექიმია, სტომატოლოგი. ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში გავიცანით.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

- ალბათ, სურვილმა და ცოტა ნიჭმაც. ნიჭი უნდა გქონდეს და შენი საქმე უნდა აკეთო. ვერასდროს ვიქნებოდი ჟურნალისტი, რადგან წერა არ მეხერხება. ჩემი სისუსტე გამოცდების ჩაბარების დროსაც თემები გახლდათ. ლიტერატურა ძალიან მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინც თემის წერა გამოიგონა, დიდი სისულელე გააკეთა. გენიოსმა დაწერა ნაწარმოები. მერე უნდა შეყარო ამდენი აბიტურიენტი და ერთი და იგივე სხვადასხვა კონტექსტში დააწერინო. მოკლედ, ეს ყველაფერი იმიტომ ავხსენი, რომ მთავარია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბევრ ვითომ ჯაზმენს შემიძლია ვაჯობო. ასე რომ, თუკი საყვარელ საქმეს აკეთებთ, დარწმუნებული იყავით, წარმატებასაც მიაღწევთ!


15
04 აგვისტო 2012 15:01
ლუიზა სჰვილო აი სჰენი კომენტარი მარტლა არავის აინტერესებს.
luiza
03 აგვისტო 2012 20:30
ვის რაში აინტერესებს თქვენი კომენტარები სხვის ცხოვრებაში ნუ ერევით საკუთარ თავს მიხედეთ
სხვა სიახლეები
როდესაც ადამიანი გაემიჯნა სიმშვიდეს და იწყო წუთისოფელში მოღვაწეობა, მას დაევალა საღმრთო ცნებებით წარემართა ცხოვრება.
დაწვრილებით...
მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"...
დაწვრილებით...
გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ!
დაწვრილებით...
შინმოუსვლელი წინაპრის შინმოუსვლელი მემკვიდრე
დაწვრილებით...
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია"
დაწვრილებით...
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"

"პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი"
დაწვრილებით...
"ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"შანგრილა" არ დახურეს და ამას დახურავენ?"
დაწვრილებით...
"მთელი პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ, მათ იცოდნენ, როგორი რეაგირება ექნებოდა ხალხს... ვფიქრობ - ეკლესია უნდა გამოეწვიათ."

"არ უნდა იყოს ანგარიშის გაწევა იმის გამო, რომ ვიღაც დედაო ან მამაოა. "
დაწვრილებით...
"იმ მოძღვარმა ტაბურეტი ხელიდან გამოგლიჯა აქციის მონაწილეს, რომ არავინ დაეზიანებინა(!)"

"ამაზრზენი ხდება ზოგიერთი არამკითხე "ენჯეოშნიკის" განკითხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ეკლესიაზე და მღვდელთმთავრების ჯიპებზე."
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?