რას ნიშნავს ”მასთ ქერი”
რას ნიშნავს ”მასთ ქერი”
17-09-2012
”მას შემდეგ, რაც საკაბელო არხებზე გამოჩნდა ტელეკომპანია ”მაესტრო,” ”კავკასია” და ”მეცხრე არხი,” ხშირად ისმის კითხვები ”მასთ ქერისა” და ”მასთ ოფერის” შესახებ. როგორც ვხვდები, მათი შეწყვეტის თუ აკრძალვის შემთხვევაში საკაბელო არხებიდან ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიები გაქრება და ჩვენს ტელეეკრანებზე ისევ ერთფეროვანი ინფორმაციები დაისადგურებს. გთხოვთ, აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს ტერმინები ზუსტად და როდემდე გვაქვს ალტერნატიული აზრის მოსმენის ”ლიმიტი?”
პატივისცემით ნანა შილაკაძე, თბილისი”.


ამ კითხვებზე გვიპასუხა ”მასთ ქერის” შესახებ საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუშმა:

- ”მასთ ქერი” გულისხმობს შემდეგს: საქართველოში არსებულმა საკაბელო ტელევიზიებმა უნდა შეასრულონ ვალდებულება, მომსახურების პაკეტში ჩართონ ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, ანუ ტელევიზიები, მაუწყებლები, რომლებიც ამზადებენ საინფორმაციო, პოლიტიკურ გადაცემებს. ჩვენთან არსებობს საერთო მაუწყებლის ლიცენზია და ასევე ე.წ. სპეციალური მაუწყებლის ლიცენზია. მაგალითად: ტელეკომპანია ”მზე” არის სპეციალური მაუწყებელი, რადგან მას არ აქვს საინფორმაციო პროგრამები, პოლიტიკური ტოქშოუები, ისევე, როგორც ”პირველ სტერეოს” - მასაც მხოლოდ გასართობი ფორმატი აქვს. ”მაესტრო” არის საერთო მაუწყებელი, რადგან მას აქვს საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური ტოქშოუები. ასეთივეა ”რუსთავი 2”, ”იმედი,” ”კავკასია,” ”მეცხრე არხი” და სხვ.

ყველა საკაბელო ტელევიზია ვალდებულია, თავის პაკეტში ჩართოს ნებისმიერი ასეთი ტიპის ტელევიზია. ეს ვალდებულება არის უფასო, ამასთან, ამ ვალდებულების შესრულების შედეგად მოსახლეობა იღებს არაერთფეროვან, ალტერნატიულ ინფორმაციას, რაც მას სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. E

- დიდი ბრძოლის შემდეგ მიაღწიეთ, რომ პარლამენტმა მიიღო ”მასთ ქერის” კანონი, რომლის მოქმედების ვადა 30 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა. რა იქნება მერე?

- საკაბელო ტელევიზიებს შეუძლიათ, გააგრძელონ ეს შეთანხმება, მაგრამ 1-ლი ოქტომბრიდან კანონი აღარ იმოქმედებს, ამიტომ მოვითხოვთ, გაგრძელდეს კანონის მოქმედება და გვქონდეს ”მასთ ქერის” გაგრძელების სრული გარანტია.

- თუ საკაბელო კომპანიებს შეუძლიათ, ”მასთ ქერი” ჩართული იყოს, რაღა საჭიროა კანონი?

- ამ შესაძლებლობას არ იყენებდნენ, რადგან, ჩემი აზრით, არსებობდა პოლიტიკური შეზღუდვა: რეგიონებში საკაბელო ქსელებს არ უნდა გაევრცელებინათ არაკონტროლირებადი ტელეარხების - ”კავკასიის”, ”მაესტროს,”, ”მეცხრე არხის” გადაცემები. შესაძლოა, საკაბელო არხებმა საკუთარი ნებით არ გამორთონ ქსელიდან ეს ტელევიზიები, რადგან მაყურებელმა უკვე გაუგო გემო ალტერნატიულ აზრს და ის აუცილებლად დაიწყებს ზრუნვას, რათა ინფორმაციის ეს წყარო დაიბრუნოს. ეს არის ოპტიმისტური ვარაუდი, მაგრამ ისიც შეიძლება, ამ არხებმა სახელისუფლებო ზეწოლას ვერ გაუძლონ და ე.წ. ”ოპოზიციური არხები” გამორთონ. ამიტომ ვამბობთ - მოდი, ნურც ჩვენ შევიქმნით პრობლემებს, ნურც საზოგადოებას შევუქმნით; განვაგრძოთ კანონის მოქმედება, რადგან ეს არის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება. იმისათვის, რომ გვქონდეს გარანტია და ვიღაცის ნება-სურვილზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამას მოითხოვს არა ერთი და ორი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, არამედ სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, მედია, პოლიტიკური პარტიებისა და ექსპერტების უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ელჩების, ეუთოს წარმომადგენლების სახით. უამრავი ადამიანი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოდის, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ”მასთ ქერის” შესახებ კანონის გაგრძელება.

- თუ შეიძლება, ”მასთ ოფერის” არსიც განუმარტეთ ჩვენს მკითხველს.

- ”მასთ ოფერი” უკვე საერთო მაუწყებლებს უკრძალავს, გამოერთონ საკაბელო არხებიდან. ასეთი შემთხვევა იყო ”გლობალ ტვ”-ის შემთხვევაში, როდესაც ”იმედი” და ”რუსთავი 2"” ქსელიდან თავისი სურვილით გაითიშნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"ვერ გრძნობს, რომ შვილი აღარ ჰყავს... გონზე რომ მოვა და რომ გაიგებს, რომ მისმა ქმარმა შვილი ფანჯრიდან გადაუგდო, ისევ გაგიჟდება"

"ჩემი ვაჟი შვილების შიმშილს ისე განიცდიდა, წერილს წერილზე წერდა, რომ დახმარება მიგვეღო, მაგრამ ტყუილად..."
დაწვრილებით...
”ეკლესია არ უნდა იყოს ჩაკეტილი სისტემა, რომელზეც სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება”
დაწვრილებით...
ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა.
დაწვრილებით...
"არავინ იცის, რა ორიენტაციის იყო ბევრი ჩვენი გმირი, რომლებმაც სამშობლოსათვის იბრძოლეს და თავი გასწირეს (აფხაზეთის ომიდან მოყოლებული დღემდე)..."

"ევროვიზიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 17 მაისის მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა…"

"წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, ეკლესიაში განხეთქილება მომხდარიყო და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც... ეს იყო საგანგებოდ ხალხის გამოწვევა."
დაწვრილებით...
თბილისში სარეკლამო ბილბორდზე მოდელს შიშველი ფეხები საღებავით დაუფარეს.
დაწვრილებით...
როდესაც ადამიანი გაემიჯნა სიმშვიდეს და იწყო წუთისოფელში მოღვაწეობა, მას დაევალა საღმრთო ცნებებით წარემართა ცხოვრება.
დაწვრილებით...
მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"...
დაწვრილებით...
გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ!
დაწვრილებით...
შინმოუსვლელი წინაპრის შინმოუსვლელი მემკვიდრე
დაწვრილებით...
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია"
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?