უბრალოდ ჩუბჩიკა
16-11-2009
მიწისქვეშა გადასასვლელში, როგორც ყოველთვის, ახლაც ისხდნენ...
- დამეხმარე, რა! - მომაძახა ერთმა.
- ავადმყოფისთვის მინდა წამლის ფული, - ხელი გამომიწოდა მეორემ...
თავდახრილმა გავიარე. ასეთ დროს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს...
მერე, როცა აღმართს მივუყვებოდი და ცოტა არ იყოს, დავიღალე კიდეც, უცებ მივხვდი, რატომ დადიოდა ასე მსუბუქად ჩუბჩიკა... ჩანთაგადაკიდებული ლაღად გაივლიდა, ხელგამოწვდილ მოყვასსაც ხალისიანად დაელაპარაკებოდა, შესაწევარსაც შეაწევდა... თითქოს კი არ ეხმარებოდა, უბრალოდ ცხოვრობდა იმ ქალაქში, სადაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელშიც და სხვაგანაც ისხდნენ ადამიანები - არაფრით ნაკლებნი სხვებზე. ისინი ასე არსებობდნენ, თავიანთ საბედისწერო ტვირთს ამგვარად ზიდავდნენ. ჩუბჩიკა კი მიდიოდა... რომელიმე წიგნის გამოსაცემად მომზადებული მასალით გატენილ დიდ ჩანთას მსუბუქად მიაქანებდა მხრით, ტემპერით მოსვრილ ხელს ჯიბეში იყოფდა და იყო თავისი ქალაქის სული სულთაგანი და ხორცი ხორცთაგანი... სახეზე არც დარდი ეწერა, არც თანაგრძნობა, - მხოლოდ ხალისი და ინტერესი. შეეძლო, შეჭირვებულისთვის არ ეკადრებინა სიბრალული, არც ჰკადრებდა. ყველა კითხვას კი საკუთარი ცხოვრების წესით პასუხობდა...
აღმართის ბოლოს, განათებულ საგამოფენო დარბაზთან, უამრავი ადამიანი ირეოდა. ტევა არ იყო შენობაშიც...
"ვერნისაჟმა" კიდევ ერთხელ გამოფინა თენგიზ მირზაშვილის ნახატები და ახალი წიგნის პრეზენტაციაც გამართა... ეს არის გემოვნებით შედგენილი, ძალიან საინტერესო წიგნი თენგიზ მირზაშვილის ნაფიქრალსა და ნააზრევზე...
თვალის დახამხამებაში გაქრა წიგნები მაგიდიდან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე გამჭრიახ, ნიჭიერ ნაწილს ეს წიგნი ძალიან სჭირდება და უნდა.
თვითონ ჩუბჩიკა რომ ყოფილიყო, ალბათ ხალისიანად დაიძახებდა: - მევიდა ვინცხაო! გამოფენაზე შევიდოდა და თვალით იმ ადამიანებს დაუწყებდა ძებნას, ვინც საჭირო თემაზე სტატიის ან წიგნის დაწერას შეძლებდა... მერე კი დილა-საღამოს გაუერთიანებდა, იმდენჯერ დაურეკავდა, იმდენჯერ შეაწუხებდა, აუცილებლად დააწერინებდა. მერე რა, ასეთ წიგნებსა და სტატიებს თენგიზ მირზაშვილის სახელიც თუ არსად აწერია, საქმე ხომ კეთდებოდა... ჩუბჩიკა არასოდეს ყოფილა წარწერის კაცი, საქმის კაცი იყო.
ნახატები კი ძველებურად - მსუბუქი სევდითა და შემოდგომის
მზის უპრეტენზიობით დაჰყურებდნენ დარბაზს. თითქოს რომ არა ისინი, ამდენ ხალხს კედლები ვეღარ შეაკავებდა და ჩვენ ყოველ საღამოს თბილისის ქუჩებში გადავინთხეოდით... წარვედინებოდით, როგორც მდინარე დაღმართზე... მაგრამ ჩუბჩიკას ნახატები მტკიცედ იდგნენ... იმედადაც იდგნენ: "შენ, ჩემო დიდო იმედო,/ კოშკო, ნაგებო კირითა"...
ლელა ჯიყაშვილი
26 ნოემბერი 2009 14:15
დიდი მადლობა კვირის პალიტრის მკითხველებს გამოხმაურებისათვის. სტატია რომ საინტერესოა, ყველაზე დიდი დამსახურება იმას მიუძღვის, ვიზეც ვწერ. თენგიზ მირზაშვილზე შეუძლებელია, კარგად არ დაწერო... საინტერესოა, კიდევ ვიზე დაწერილი სტატიის წაკითხვა გენდომებოდათ.
machabeli
24 ნოემბერი 2009 17:04
"კვირის პალიტრის" მთელი კოლექტივი ნიჭიერთა კოლექტივია
როგორც ჩუბჩიკაზე შეიძლებოდა თქმულიყო "თავისი ხალხის სისხლი სიხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანიო" იგივე ითქმის ამ კოლექტივზეც
ყველას დიდი მადლობა
უხმაურო და კეთილ ადამიანებს რომ არ ივიწყებთ და არ გვავიწყებთ, თუნდაც ეს რამდენს ნიშნავს
გაიხარეთ
ისე კარგი იქნება თუ გაზეთის ნომრებს დაურთავთ ანონსს რომ უკვე გაგაჩნიათ ხალხთან ურთიერთობის ახალი ფორმა ასეთი კომენტარების სახით
ეტყობა, ეს ჯერ არ იცის ბევრმა
თითო-ოროლა კომენტარია და ამან მაფიქრებინა ეს
სხვა სიახლეები
"ფამუქთან შეხვედრას ტელევიზორში ვუყურებდი, სულო ცოდვილო და, წამით ისიც კი გავიფიქრე - ეს თავისთავად შესანიშნავი მწერალი ტელესერიალის მსახიობი ხომ არ ჰგონიათ-მეთქი. ეს შეიძლება ხუმრობად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტელევიზიამ ჩვენში (შეიძლება მარტო ჩვენში არა), დარწმუნებული ვარ, ფამუქიც დამეთანხმებოდა, წიგნის აქტიური მკითხველი ასევე აქტიურ მაყურებლად გადააქცია..."
დაწვრილებით...
რა ხდება მღვიმევის მონასტერში?

"21 მეტრის სიგრძის დარბაზში, სადაც გამორჩეულად საინტერესო ნაღვენთი ფორმები დაგვხვდა"

"შესაძლებელია, დიდი სტალაქტიდის გვერდის ავლით ქვევით ხეობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო დარბაზში მოვხვდეთ"
დაწვრილებით...
"სურსათის გაძვირება საშინელებაა, მაგრამ ჩემს ასაკში უფრო მეტად მტკივნეულია მედიკამეტების გაძვირება"

"ძველმა მთავრობამ "ჩარეცხილები" გვიწოდა, კულტურის ახალმა სამსახურმა კი, "ნაფტალინში ჩადებული"... ასე რომ, მათთვის ჩვენი სატკივარი სულ ერთია."

"სესხიც მაქვს აღებული ბანკიდან დოლარში, როგორც გარშემო ძალიან ბევრს, მეც გაძვირებული ვალის გადახდა მიწევს."
დაწვრილებით...
"თუ ასეთი საქართველო და აწმყო უნდა მიგვეღო, რა აზრი ჰქონდა, ვის ან რას შევწირე ანგელოზივით შვილი?"
სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის კისე­რზეა იმ ახალგაზრდების სისხლი. იოსელიანი დღეს დიდუბის პანთე­ონში რომ არის დაკრძალული, ამის ღირსი იყო?
დაწვრილებით...
გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თითქოს გიული ალასანია თავის რეზიდენციაში დაიბარა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება სთხოვა, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დაწვრილებით...
"გამზრდელმა ბებიამ იპოვა... ვიტალის უთქვამს, მივდივარ, უნდა დავიძინოო. ამ უბედურ ქალს ეტყობა გულმა იგრძნო და ვიტალის ოთახში შეიხედა, - აბა, კარგად თუ სძინავსო და საწოლში რომ ვეღარ ნახა, ძებნა დაუწყო... ბოსელთან მივიდა და ჩამომხვრჩალი შვილიშვილი იპოვა ისე, როგორც 9 წლის წინ შვილი..."
დაწვრილებით...
გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა და "პალიტრატვ"-ს  წამყვანმა მერაბ მეტრეველმა "ფესიბუქგვერდზე" დედის დღესთან დაკავშირებით დაწერა:
მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, თითქოს ყველაფაერმა ჩემთვის აზრი დაკარგა. ძალიან დიდხანს არაფერი მიხაროდა, რადგან მინდოდა, ჩემს მცირე წარმატებას მაინც მოსწრებოდა. მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. ის კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი.
დაწვრილებით...
”ამ ტრაგედიაში ყველა დამნაშავეა: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება...”

”ის ფაქტი, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ღამით სასაფლაოზე იკრიბება და გარკვეულ რიტუალებს ასრულებს, აქამდეც მოგვისმენია, ამგვარი ჯგუფის წევრები შეიძლება დუშეთშიც ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. სამწუხაროდ, ისინი უკვე ბევრნი არიან და შესაბამისი ორგანოები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ მსგავსი ფაქტებით”
დაწვრილებით...
"მაგთისატმა" იმაში, რაც კანონით უფასოდ გვეკუთვნის, თვეში 5.000 დოლარის გადახდა მოგვთხოვა"

ლაშა ტუღუში: "მომხმარებელი იმსახურებს მისთვის სასურველ ნებისმიერ მედიასაშუალებაზე ხელმისაწვდომობას.
"მასთ ქერის" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ვარ, ამიტომ "მაგთისატის" ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შევისწავლი!"

ეკა გიგაური: "გაუგებარია, რისთვის ითხოვს კომპანია "მაგთიკომი" ყოველთვიურად ხუთი ათას
დოლარს, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით"
დაწვრილებით...
პირველად იყო სიტყვა, რომელიც ფრაზად იქცა, ფრაზა - აბზაცად, აბზაცი - ქვეთავად, ქვეთავი - წიგნად... დახვეწილი გამოსახვის ხერხებისა და დეკორატიული ელემენტების კავშირმა საზოგადოებას ყველაზე დიდი ისტორიული მონაპოვარი - წიგნი მოუტანა.
დაწვრილებით...
3-ოთახიანი, 7(8), 75 კვ.მ. დღიურად,
დღიურად, დილიდან დილამდე ავეჯით, საკაბელო
ქირავდება ახალგარემონტებული 2 ოთახიანი ბინა,
2 ოთახიანი სუფთა ბინა რესპუბლიკულ