რომელი ენა უნდა ვისწავლოთ - რუსული, ინგლისური, თუ ჩინური?
რომელი ენა უნდა ვისწავლოთ - რუსული, ინგლისური, თუ ჩინური?
15-01-2013
როცა რუსული ენის ცოდნაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, არ შეიძლება ოლღა ბებიას ცნობილი გამონათქვამი არ გაგახსენდეს - ”რუსულის სწავლას რა უნდა ბიჭო, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობს”... იყო დრო, როდესაც რუსულ ენას ჩვენს ქვეყანაში ქართულზე უფრო პრესტიჟულად მიიჩნევდნენ, თანამედროვე საქართველოში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა, თუმცა კვლავ აქტუალურად რჩება კითხვა - უნდა იცოდნენ ქართველმა ბავშვებმა მავანთა მიერ ”ოკუპანტების ენად” შერაცხული ენა, თუ - არა?

ლევან ღვინჯილია - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი:

- რუსული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერის, დიდი კულტურის მქონე ხალხის ენაა. მე ვფიქრობ, რომ რუსული ენის ცოდნა ჩვენს მომავალ თაობებს მხოლოდ გაამდიდრებს. ყოფილ ხელისუფლებას და იმ განათლების სისტემას, რომელიც მათ შექმნეს, მიაჩნდა, რომ მთავარი ინგლისურის ცოდნაა და სხვა ყველაფერი მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ. ასევე გაუმართლებლად მიმაჩნია მოსაზრება, რომ ეს ოკუპანტების ენაა. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ გერმანულიც უნდა მოვიძულოთ, რადგან ამ ენაზე ერთ დროს ფაშისტები ლაპარაკობდნენ. ენების ცოდნა ბავშვის უნარსა და სურვილზეც არის დამოკიდებული, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობაა, დაინტერესებულ პირებს შეუქმნას შესაძლებლობა იმ ენის შესასწავლად, რომელიც მათ აინტერესებთ.

მაია მიმინოშვილი - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი:

- როგორც ვიცით, რუსული ენა საქართველოში თანდათან ავიწყდებათ, განსაკუთრებით, ახალ თაობას. მუდმივად კლებულობს იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც მისაღებ გამოცდებზე რუსულს ირჩევს, ჯერჯერობით კი მათი რაოდენობის მიხედვით რუსული ენა მეორე ადგილზეა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსული უნდა იცოდეს, რადგან ეს არის უმდიდრესი ენა. როცა გაქვს საშუალება ორიგინალში წაიკითხო დოსტოევსკი და ჩეხოვი, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? ინგლისურის, ან სხვა ენების ცოდნა სულაც არ უშლის ხელს რუსულის ცოდნას. დღეს სკოლებში არჩევითობის პრინციპი მოქმედებს, რუსული აღარ არის მიჩნეული სავალდებულო ენად, მაგრამ მისი ცოდნა მაინც საჭიროდ მიმაჩნია.

შოთა მალაშხია - საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

- ვფიქრობ, რომ რუსული ენის შესწავლა არანაირ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. ოკუპაციას ახორციელებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, რუსული ხელოვნება და ლიტერატურა კი სულ სხვა მოვლენად მიმაჩნია. ჩემი აზრით, საქართველოში სავალდებულო ენა უნდა იყოს ქართული, შემდეგ კი - ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა. პრაგმატული თვალსაზრისითაც რომ ვიმსჯელოთ, ინგლისურის ცოდნა უკეთესია. ადრე, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, რუსული ენა უფრო ინტენსიურად ისწავლებოდა, ახლა კი, არჩევითობის პრინციპი მოქმედებს, მგონი, ეს ყველასათვის მისაღებია, თუ რა თქმა უნდა, სკოლა სპეციფიკური არ არის. ჩემი აზრით, არანაკლებ გონივრული იქნება, თუ ჩვენი ხალხი ჩინურსაც შეისწავლის, რადგან მსოფლიოს ერთი მესამედი ამ ენაზე ლაპარაკობს. თუ დავაკვირდებით, ჩინეთის ეკონომიკის განვითარებას, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყანა იქნება მსოფლიოში და ჩინური ენის ცოდნა არანაკლებ აუცილებელი და მნიშვნელოვანი გახდება...

ლალი მოროშკინა - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მთავარი მრჩეველი:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანმა რაც უფრო მეტი ენა იცის, ეს მისი სიმდიდრეა. სხვათა შორის, საქართველოშიც ძალიან საინტერესო ენები და დიალექტები გვაქვს და მე სულ ვამბობ: არ შეიძლება მეგრელმა არ იცოდეს მეგრული ენა, ხოლო სვანმა - სვანური. მით უმეტეს, როცა დიდ ენებზე ვლაპარაკობთ, რუსული კი ნამდვილად დიდი ენაა. ჩემი, როგორც ამ ერის წარმომადგენლის აზრი შეიძლება ცოტა სუბიექტურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მერწმუნეთ - ასეა. ჩვენს შემთხვევაში რუსულს უფრო დიდი მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ენა, ეს არის მთელი კავკასიის ენა. მე კარგად ვიცი ამ რეგიონის პრობლემები, წლების განმავლობაში ამ საკითხებზე ვმუშაობ, მინისტრის მოადგილეც ვიყავი კონფლიქტების მოგვარების დარგში. სრულიად წარმოუდგენელია ჩახვიდე ოსებთან, ან აფხაზებთან და ინგლისურად დაელაპარაკო. რუსული იყო და არის კავკასიელების შემკვრელი ენა. დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეებს შორის უშუალო კონტაქტს, ჩემი აზრით, ეს ინგლისურის მეშვეობით ვერ მოხერხდება, ამ ენისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, მასთან საერთო საზღვარი გვაკავშირებს და სხვა არჩევანი უბრალოდ არა გვაქვს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მეზობლებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო. იმის მიუხედავად, რომ დედაც და მამაც რუსეთიდან მყავს, ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართული მცოდნოდა, როგორც ჩემი მშობლიური ენა. ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ჩემს ქართველს შვილებს რუსული ენა ისევე კარგად ეცოდინებათ, როგორც მე ქართული ვიცი.

პ.ს. როგორც გავარკვიეთ, განათლების სამინისტროს პოზიციაც ასეთია: არჩევითობის პრინციპი ნარჩუნდება და ბავშვს ექნება უფლება აირჩიოს, რომელი ენის შესწავლა სურს. ჯერ-ჯერობით რუსული ენის სავალდებულო ენად ხელახლა დამკვიდრების საკითხი დღის წესრიგში არ დგასო, განგვიცხადეს სამინისტროს წარმომადგენლებმა

ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (37)
khatuna
27 მარტი 2013 23:51
ზოგი წერს მეზობლის ენა ვიცოდეთო,რა სისულელა,რუსეთმა ისწავლოს აბა ქართული თუ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ?მე პირადად რუსებს რო შევხვდი საქათველოში მშვენივრად გავესაუბრე ინგლისურად სამივემ კარგად იცოდნენ ინგლისული.ასე რომ არაა აუცილებელი რუსული ვიცოდეთ.
khatuna
27 მარტი 2013 23:46
რუსული არ უნდა იყოს საქართველოში აუცილებელი.პირველ რიგში ქართული.რამდენმა ქართველმა არ იცის ქართული და ამაყობენ ჩვენ რუსულ სკოლაში დავდიან და სიამაყით ამბობონე და არ მალავენ,ამით კი შეურაცყოფას გვაყენებნ,ჩვენცა და ჩვენს ენას!
Teymuraz
18 იანვარი 2013 20:26
რაც მეტი ენა იცი მით მეტი კაცი ხარ. აუცილებელია ინგლისური.
რუსულის გერმანულის ესპანურის ფრანგულ იტალიურის ცოდნაც არ გაწყენთ არც მესამედი მსოფლიო არ ლაპარაკობს ჩინურად ეს ტყვილია ჩინურად ჩინელები ლაპარაკობენ .მე მეზღვაური კაცი ვარ და საფრანგეთში და ბევრ ქვეყნებში ინგლისური ყველამ არ იცის მთავარია რა სპეციალობას ირჩევ ცხოვრებაში და იქედან გამომდინარე აირჩიე ენა მეზღვაური ინგლისურის გარეშე ვერ იმუშავებს
Maka
18 იანვარი 2013 18:16
მეორე კლასიდან რუსული ენა ისწავლებოდა და მეხუთე კლასიდან შემოდიოდა ინგლისური.ახლა შეიძლება რომ გადაადგილება მოხდეს:ჯერ ინგლისური შემდეგ რუსული და არა მეშვიდე კლასიდან რომ ისწავლება ზოგიერთ სკოლაში.
david67
18 იანვარი 2013 05:27
მხოლოდ სვანური და მეგრული ენები უნდა ვისწავლოთ))
valodia
18 იანვარი 2013 00:04
არ არის სავალდებულო რუსულის ცოდნა მაგრამ სასურველია.ინგლისური კდევ საჭიროა და არ უნდა იდგეს საკუტარზე წინ.მხოლოდ პრიმიტივს შეუძლია ტქვას რუსული ოკუპანტების ენააო.
nanuka
18 იანვარი 2013 00:00
მალაშხიას მარტო ჩინურის შესწავლა აკლია მაღალი დონისტვის.
i.k.
17 იანვარი 2013 19:23
ნეტავი რაა ახლა აქ საჩხუბარი,ქართული ხომ აუცილებელია და მის მერე ვისაც რა ენა ჭირდება ის ისწავლოს.არც ისაა კარგი ,რუსული რომ თითქმის ამოიღეს სწავლებიდან და არც ინგლისურის დაკნინებას მივესალმები.ასე,რომ დემოკრატია ჩემო ბატონო,თუ საშუალება გაქვს და ნიჭიც გიწყობს ხელს 10 ენა ისწავლე .
anna
17 იანვარი 2013 19:09
რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო უთქვამთ!
me
16 იანვარი 2013 16:01
kaxetski! გეთანხმები და მაგას ვწერ მეც! წოვა_თუშური, სვანური და მეგრული დ ი ა ლ ე ქ ტ ე ბ ი ა!!!! ენას გაცილებით მეტი მითხოვნები აქვს და დამწერლობას ხომ საერთოდ! ამიტომ როცა ამ საკითხზე კომენტარს გთხოვენ, ენასა და დიალექტს შორის რა განსხვავებაა, ის მაინც უნდა იცოდე! "და ენაი იგი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა...."
qeti
16 იანვარი 2013 15:04
ახალი თაობა რუსეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში წარმატებით (ჩვენზე არანაკლებ )ეუფლება ინგლისურს,ასე რომ მათ ჩვენთან ურთიერთობის პრობლემა არ ექნებათ,ხოლო,რაც შეეხება რეგიონს,იმედი მაქვს(ცოტას წავიოცნებებ)ჩვენი ქვეყანა, როგორც ოდესღაც ერთხელ,ისეთი ძლიერი მოთამაშე გახდება,რომ ქართული იქნება რეგიონალური ურთიერთობის ენა.
,.,.,.
16 იანვარი 2013 14:57
irina ,ძალიან მაინტერესებს რა დონეზე იცი რუსული და რა დონეზე ინგლისური,თუ არ შეწუხდები მოიწერე.
qeti
16 იანვარი 2013 14:55
ჩვენს რეგიონშიც და ყველა რეგიონშიც ჯერ ინგლისური უნდა იცოდე და მერე ყველა სხვა ენა,თუნდაც რუსულის თამადობით.
და, რა თქმა უნდა, მშობლიურ ენას სათანადო პატივს უნდა მივაგებდეთ,არ უნდა ირღვეოდეს ქართული ენის ნორმები ,ტელევიზიით არ უნდა გვესმოდეს დამახინჯებული ქართული,საჭიროა ჩამოყალიბდეს სამსახური,რომელიც იზრუნებს ენის სიწმინდეზე. ...
irina
16 იანვარი 2013 01:26
რუსული ენის სწავლა რატომ არის წარსულში დაბრუნება არ მესმის,ვისაც არ უნდა ნუ ისწავლის,არავინ აძალებს.მე პირადად ჩემი მშობლიური ენის შემდეგ რუსულის ცოდნას მივიჩნევ უპირატესად,შემდეგ კი ინგლისურისას და ა. შ.
Shiolaant jonis
16 იანვარი 2013 00:31
ამან სულ გააფრინა მგონი, არ გინდა ქარტველობა და ვინმე გაზალებს? მიბრზანდი მაშინ ევროპაში, მარა ღამურასავიტ არ მოგივიდეს, მაღლა ფრენამ ფრტები არ დაგიწვას ბიჯო, მაგრად არ დაასკდე მიწას
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
"კლიენტი ფულით კი არა, ფიშკებით თამაშობს, რომელსაც  ფულად ვერც აღიქვამს"

"არ არსებობს, რომ რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდეს ბანქოს მოსვლა ან "რულეტკის" ციფრის გამოცნობა"
დაწვრილებით...
"პატრიოტს აღზრდა სჭირდება, აღმზრდელი კი ცოტაა..."

"პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ტოლი!"
დაწვრილებით...
ბალანჩინი ტანაკილ ლეკლერკით აღფრთოვანებულიც იყო და თავზარდაცემულიც, უბედურიცა და ბედნიერიც...
დაწვრილებით...
"ის ბიჭი მიყვარს, ზღაპრებიდან ყვავილები რომ გამოაქვს და მერე ეს ყვავილები ქრება, სანამ ის გოგონა არ გამოჩნდება, რომელიც ამ ყვავილებს გაახარებს და მერე აღარ გაქრება"
დაწვრილებით...
"18 მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული წყალი თუ გაგვექცა, ელიავას ბაზრობას ორი მეტრი სიმაღლის ტალღა გადაუვლის"
დაწვრილებით...
"უარის მიუხედავად, ისინი ჯიუტად ცდილობენ ჩვენს გაცნობასა და გამოლაპარაკებას" – უკრაინელი ლამაზმანის კაზანტიპური შთაბეჭდილებები

"გართობის სურვილი ადგილობრივებს სახიფათო აგრესიაში გადასდით. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთ ტარო სიმინდში 6 ლარის გადახდა"
დაწვრილებით...
"სამღვდელოების წინააღმდეგ ორგანიზაციები მუშაობენ, მათ ფულს უხდიან იმისთვის, რომ შავი პიარი ააგორონ ჩვენ წინააღმდეგ, რომ ჩვენ ''მერსედესებით'', ჯიპებით დავდივართ, რომ ეს ფუფუნებაა და არ შეიძლება."
დაწვრილებით...
ეს ამბავი სოფელ პირველ სვირსა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს უკავშირდება. ზუსტად არავინ იცის, სოფლის სასაფლაოზე მდგარი ტაძარი რომელ საუკუნეში აშენდა. 86 წლის უშანგი გიორგაძე ამბობს, ამ მხარეში ეს სალოცავი სიდიდით ერთადერთი იყო, მისი დანახვა ზესტაფონის რაიონის ყველა სოფლიდან შეიძლებოდაო.
დაწვრილებით...
"მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, სადაც ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა მანამ, სანამ თხუთმეტი წლით გერმანიაში გადასახლდებოდა", -– ეს ნაბოკოვის იმ „მარადიული კითხვის“ პასუხია, რომელიც, ალბათ, ყოველთვის დაისმება: სადაური მწერალია ვლადიმირ ნაბოკოვი?
დაწვრილებით...
ვინ იყვნენ ისინი - ლმობიერი "შინსახკომელები" თუ სასტიკი მწამებლები?

"ლევან აბაშიძეს ჯავახიშვილისთვის საფეთქელში ისე დაურტყამს, რომ მაგიდის ქვეშ შევარდნილა. ბერიას ჩუმად უთქვამს, ასე აღარ დაარტყაო..."
დაწვრილებით...
"150 ლარად, 200 ლარის ნაცვლად. ფასის დაკლებაზე...
"სასწრაფოდ! იყიდება სპეცტექნიკა"
1-ოთახიანი, მე-3 სართ., 40 კვ.მ. დღიურად,...
2-ოთახიანი, 4(8), 40 კვ.მ. ევრორემონტი თანამედროვე დიზაინით,...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს