ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" უბრუნდებიან - კვირის პალიტრა

ქართველი იუმორისტები რუსულ "კავეენს" უბრუნდებიან

ამონარიდი ჟურნალ ”რეიტინგიდან”:

ამიკო:

- თამაშის ხაზი გვქონდა ასეთი - "გრუზინული" ქართველებიც ვიყავით და თანამედროვეც. ორივე ტიპაჟიდან საუკეთესო მხარეები გვქონდა აღებული.

ფაქო:

- ისინი ხომ მარტო დიდ ღიპიან მსმელ ქართველებს იცნობენ, ქართველს, რომელიც გამოდის სცენაზე და თამადურ ხუმრობებს ამბობს, არ ცეკვავს, არ მოძრაობს, ქართული აქცენტით ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ჩვენ მშობლიურად სხვანაირები ვიყავით. ამას უსვამდნენ ხაზს, არც ვიცოდით, საქართველოში მწვანე შარვალი საერთოდ თუ იყიდებოდაო (იცინიან).

- მწვანე შარვლები გეცვათ?

- ყველას არა, ერთ-ერთს ეცვა. უბრალოდ, სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე. აქ რა ხდება, არ იციან. არადა, ჩვენთან შედარებით ბევრად გოიმები არიან. ბევრად გემოვნებიან მუსიკას ვუსმენთ ჩვენ და ბევრად კარგად ვერთობით, ვიდრე ისინი, ვინც იქ ვნახეთ.

- რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?

- პოსტსაბჭოთა ქვეყნები და ისრაელის გუნდი იყო ჩამოსული.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”რეიტინგის” ორშაბათის ნომერში.