თბილისი ბომბზე ზის... თუ არა? ყაზტრასგანზი კომენტარს აკეთებს - კვირის პალიტრა

თბილისი ბომბზე ზის... თუ არა? ყაზტრასგანზი კომენტარს აკეთებს

ყურადღება: სტატიას დაემატა კომპანია "ყაზტრანსგაზის" კომენტარი!

ორიოდე დღის წინ "ყაზტრანსგაზის" სათავო ოფისთან კომპანიის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლები გაიფიცნენ. სამუშაო პირობებთან ერთად ისინი რამდენჯერმე შემცირებული ხელფასის აღდგენას ითხოვდნენ. ბევრმა შესაძლოა, არც იცის, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნული სამსახურის გამართულად მუშაობას ქალაქის უსაფრთხოებისათვის. ამ თემაზე ჩვენ ლაბორატორიის დამფუძნებელსა და მის ყოფილ ხელმძღვანელს, სოსო სიმონიშვილს ვესაუბრეთ.

სოსო სიმონიშვილი:

- "ყაზტრანსგაზში" დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბების იდეა გია გვიჩიანის დროს გაჩნდა. მანამდე, მსგავსიც კი არაფერი არსებობდა საქართველოში. კომპანიაში ინვესტორი აპირებდა შემოსვლას და უნდა გვცოდნოდა, რა მდგომარეობაში იყო თბილისის გაზის მეურნეობა. დავიწყე მოკვლევა ინტერნეტით, თუ არსებობდა დიაგნოსტიკა, აპარატები და მეთოდოლოგია გაზის მეურნეობის დარგში მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკელები ამ თვალსაზრისით ბევრად წინ არიან წასული, ამიტომაც შევარჩიეთ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტექნიკა და ამერიკაში ამ ტექნიკის შემქმნელებსაც დავუკავშირდით. ამასობაში სამუშაო გუნდიც შევკრიბე, ზოგი ინჟინერი, ზოგი ინფორმატიკის სპეციალისტი და ზოგიც ფიზიკოსი. შემდეგ მოხდა ისე, რომ გია გვიჩიანი დააკავეს. ამასობაში ყაზახები შემოვიდნენ კომპანიაში საინვესტიციო პროგრამით და როცა ჩვენი დაწყებული საქმე გავაცანი, არც უფიქრიათ, ჩვენ მიერ შერჩეული ტექნიკა სრულად შეიძინეს და ჩამოიტანეს.

მინდა გითხრათ, რომ გაზის წნევის რეგულირებისას ძირითადი საფრთხე მიწისქვეშაა, რადგან იქ აგრესიული გარემოა, რაც მილების ჟანგვას იწვევს. შემდეგ ჟანგი მილს ხვრეტს, გაზი გამოდის და რადგან მსუბუქია, ზემოთ ამოსასვლელად მიისწრაფვის. მიწის ქვეშ, გაზის მილების გარდა, სატელეფონო კაბელები, კანალიზაციის და სანიაღვრე მილები, დენის კაბელებია, რომლებიც თავის მხრივ პლასტმასის მილებშია მოთავსებული. გაზი შედის ამ მილებში, მიჰყვება მათ, ხოლო ეს მილები, მოგეხსენებათ, სახლებში შედის. გაზი პირველ რიგში სარდაფებში გროვდება და როცა ატმოსფეროში მისი შემცველობა 5%-ს სცდება, ამას უკვე მგრგვინავი გაზი ჰქვია, რომელიც შესაძლოა თავისით აფეთქდეს. აღარაფერს ვამბობ, რომ მის აფეთქებას შენობაში შუქის ანთებამ ან უბრალოდ კარის გაღება-დახურვამ შეიძლება შეუწყოს ხელი.

- რამდენად ხშირია ამ მიზეზით აფეთქების შემთხვევები?

- გასულ წელს, ამ მიზეზით სამი სახლი აფეთქდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მანამ, სანამ ჩვენი სამსახური ჩამოყალიბდებოდა, ე.წ. შემოვლის სამსახური არსებობდა. ამ სამსახურში 300 ადამიანი მუშაობდა ყოველგვარი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. გაგეცინებათ, მაგრამ ისინი ცხვირებით მუშაობდნენ. გაზს ხომ სუნი აქვს ოდორიზაციის შედეგად. ასეთი ტერმინიც არსებობდა - "ცხვირები აამუშავეთო". 1-2 მეტრის სიღრმეზეა გაზის მილები მიწაში და იქ რომ დაზიანება მოხდება, სანამ დიდ ავარიად არ იქცევა და დიდი რაოდენობით არ მოხდება გაზის გაჟონვა, შეუძლებელია სპეციალური ხელსაწყოს გარეშე მისი გამოვლენა მოხდეს. ასე რომ, ის სამსახური, რომელიც "ცხვირით მუშაობდა", დაზიანების საწყის ეტაპს ვერ ავლენდა. ჩვენ კი ლაბორატორიისთვის ჩამოვიტანეთ ლაზერული ხელსაწყოები, რომელიც 35 მეტრის მანძილზე პოულობდა გაზის გაჟონვის წყაროს. 35 ადამიანი იმაზე ხუთჯერ მეტის გაკეთებას ვახერხებდით, რასაც მანამდე 300 ადამიანი აკეთებდა. 300 ადამიანი დღეში ცხვირით თუ პოულობდა 2-3 ავარიას, ჩვენ ვპოულობდით 15-20 ავარიას. საავარიო სამსახური, რომელსაც მცირე ავარიების აღმოფხვრა ევალებოდა, გადაირია: არასდროს ამდენი არ გვიმუშავიაო.

- თბილისში გაზის სისტემა რამდენი წლისაა?

- გაზის მიწისქვეშა მილებს ექსპლუატაციის ვადა აქვთ 35 წელი, თუ ტექნოლოგიური ნორმები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ რკინის ზედაპირს წყალი ეხება, კოროზია წელიწადში 2 მილიმეტრის სიღრმეზე ჩადის, გაზის მილების სისქე კი სულ 7 მილიმეტრია. თბილისში გაზის მიწისქვეშა მილები უკვე 50 წელია ექსპლუატაციაშია და შესაბამისად ექსპლუატაციის ვადა უკვე 1,5-ჯერ აქვს გასული. ესეც იმ შემთხვევაში თუ ელექტრო-ქიმიური დაცვა არსებობს. გაზის მილებს კი ასეთი დაცვა უკვე 22 წელია არ აქვს. ქალაქი ფაქტობრივად ბომბზე ზის.

- შემდეგ რა ბედი ეწია დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას?

- ლაბორატორია რომ ჩამოვაყალიბეთ, ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. კიოტოში საერთაშორისო კონვენცია მიიღეს, სადაც გლობალურ დათბობასთან ბრძოლა გადაწყდა. დავუკავშირდით ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო კორპორაციას და ამ ლაბორატორიის ბაზაზე წარმატებული პროექტი გავაკეთეთ. სოლიდური დაფინანსებაც მივიღეთ, რაც თანამშრომლებისთვის სახელფასო დანამატს, დანადგარებისთვის საჭირო აღჭურვილობას და "ყაზტრანსგაზისთვის" ფულად სარგოს ითვალისწინებდა.

2008-ში ყაზახები გაუშვეს "ყაზტრანსგაზიდან" და კომპანიის მმართველობაში "ნაციონალური მოძრაობა" შემოვიდა. კომპანიის მმართველად ჯერ ირაკლი კოპალეიშვილი დაინიშნა. ვერც კი მოვასწარი წესიერად მისი გაცნობა, რომ მის ადგილას ანა თაქთაქიშვილი დაინიშნა, რომელიც დღემდე ამ კომპანიის მმართველია. ანამ კი თქვა: რა საჭიროა ასეთი ლაბორატორია, და ეს "კიოტო" რაღა პროექტიაო. ისიც კი გვითხრა: თქვენ ფულს ათეთრებთო. რა არ ვუთხარი, რომ გაზის გაჟონვის გამო საფრთხე არსებობს ქალაქში, მაგრამ მხოლოდ ცხვირს იბზუებდა და არაფრის მოსმენა უნდოდა. არადა, ეს საერთაშორისო პროექტი გაერომაც დაამტკიცა, მაგრამ ანა თაქთაქიშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. შემდეგაც კომპანიის მმართველმა ლაბორატორიის თანამშრომლებს ხელფასები სამჯერ შეგვიმცირა, თანამშრომლების უმეტესობა გაათავისუფლა, მათ შორის მეც. ამასობაში აპარატურაც დაზიანდა და რესურსი ამოეწურა ლაბორატორიას. დღეს სულ 19 ადამიანი მუშაობს ამ ლაბორატორიაში. აპარატურა შეკეთებას საჭიროებს. ამ ჯგუფს უკვე აღარ შეუძლია ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიის სრულფასოვნად მუშაობის პირობებში წელიწადში 13 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაჟონვა შევამცირეთ, რაც 6,5 მილიონი ლარია. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და მხოლოდ გაზის დანაკარგების შემცირებით რამხელა შემოსავალი მიიღო კომპანიამ, ამის დათვლა იოლია. ასე რომ, ამის შემდეგ გაზის ტარიფის გადათვლაც შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ".

რედაქცია: ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კომპანია "ყაზტრანსგაზი" დაგვიკავშირდა და  სტატიაში განხილულ პრობლემებზე კომპანიის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირების სურვილი გამოთქვა. გთავაზობთ "ყაზტრანსგაზის" კომენტარს:

"ყაზტრანსგაზი" - პასუხი სოსო სიმონიშვილს

ბოლო დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რამდენიმე დაინტერესებული პირი (ძირითადად ყოფილი თანამშრომლები), გამოთქვამენ საკუთარ თამამ შეხედულებებს შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" მიმდინარე პროცესების ირგვლივ. ისინი თესენ პანიკას თბილისელებში, "აფრთხილებენ" მათ მოსალოდნელი ავარიებისა და აფეთქებების შესახებ. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ არაკომპეტენტურმა ადამიანებმა შეძლეს თავიანთი მოსაზრებების ტირაჟირება ანალიზის, გადამოწმებისა და გაზის მეურნეობაში მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტების აზრის გაუთვალისწინებლად. Aაქედან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ ჩვენი საწარმოს პოზიციის გამოხატვა.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო სიმონიშვილის ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 22 თებერვალს გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე, წინ უძღოდა მისი მრავალი განცხადება, დაგზავნილი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსა თუ ინსტანციაში. ვვარაუდობთ, რომ მის დაუსაბუთებელ მოთხოვნებზე სასურველი შედეგის მიუღებლობის გამო, სიმონიშვილი ცდილობდა ჟურნალისტებთან სიახლოვე გამოყენება კერძო ინტერესების მისაღწევად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ს. სიმონიშვილი მიუბრუნდა თავის პირველ პროფესიას – ჟურნალისტიკას და ამჟამად რადიო "პალიტრაში" მუშაობს. იმის გამო, რომ ს. სიმონიშვილს არ გააჩნია სპეციალური განათლება ენერგეტიკის სფეროში, ხოლო მისი გამოცდილება შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს ხელმძღვანელობის მიერ, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იქნაშეფასებული დადებითად, მას არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. (ინფორმაციისათვის, სოსო სიმონიშვილის ვაჟი – კახა სიმონიშვილი, დღემდე განაგრძობს მუშაობას შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტად და საწარმოს ხელმძღვანელობას მისი საქმიანობის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია).

Gგვინდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება სიმონიშვილის მოღვაწეობაზე გაზის სფეროში: 2004-2006 წლებში იგი მართლაც მუშაობდა სს "თბილგაზში" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ზუსტად ამ პერიოდში ბუნებრივი გაზის ტექნიკური დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის მკვეთრმა ზრდამ და "თბილგაზი"-ს ხელმძღვანელობის ზოგადად არაეფექტურმა მუშაობამ განაპირობა საწარმოს გაკოტრებამდე მიყვანა. მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ვერ (თუ არ) აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ მომხდარი მოვლენების გამო მასაც მიუძღვის პასუხისმგებლობის გარკვეული "წილი".

მცირე ბიოგრაფიული ექსკურსების შემდეგ, ქალაქ თბილისის მოსახლეობაში მცდარი შეხედულების დამკვიდრებისა და ყოველგვარი პანიკის გაჩენის თავიდან აცილების მიზნით, გვინდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ

საწარმოს საკუთრებაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის სიგრძე 3721 კმ. მოიცავს, მათ შორის 1375 კმ.– მიწისქვეშა გაზსადენია, რომლის 27 კმ. დღეისათვის ე.წ. "პრობლემურ", ანუ კოროზირებულ და დაზიანების თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკულ გაზსადენს წარმოადგენს. ამის გამო დაგეგმილია მისი ეტაპობრივი რეაბილიტაცია, რომლის განხორციელებამდე სისტემატურად, უფრო ხშირი ინტენსიობით (ვიდრე არაკოროზორებული გაზსადენის) ტარდება პრევენციული სახის ღონისძიებები. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს არსებობის პერიოდში რეაბილეტირებული და ახლად აშენებულია 1333,3 კმ. საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი, მათ შორის 26,2 კმ. მიწისქვეშა გაზსადენია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-სათვის ბუნებრივი გაზის ტექნიკური დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 9%-ს. ცნობისათვის წარმოგიდგენთ 2006-2012 წლებში ბუნებრივი გაზის საერთო (ტექნიკურისა და კომერციული დანაკარგის ჯამი) დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლების დინამიკას:

2006 წ. – 42%;

2007 წ. – 37%;

2008 წ. – 32,7%;

2009 წ. – 27,8%;

2010 წ. – 21,2%;

2011 წ. – 17,8%;

2012 წ. – 14,9%.

Aმხოლოდ ამ მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად სს "თბილგაზი"-საგან მეტად "მძიმე მემკვიდრეობის" მიღებისა, დანაკარგების შემცირება შესაძლებელი მხოლოდ ეფექტური მენეჯმენტის შედეგად გახდა. სამწუხაროა, რომ ბ-ნი ს. სიმონიშვილი ობიექტურად ვერ აფასებს მიღებულ შედეგს, მისი პოზიცია "განაწყენებული" ადამიანის პოზიციად გვევლინება, რომელსაც არ სურს დაინახოს პოზიტიური ცვლილებები.

გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბ-ნ სოსო სიმონიშვილის მიერ მოყვანილი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს. ისევე როგორც სიცრუ, რომ "გასულ წელს ამ მიზეზით (იგულისხმება კოროზირებული მიწისქვეშა გაზსადენიდან ბუნებრივი გაზის გაჟონვისა და დაგროვების ფაქტი) სამი სახლი აფეთქდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა". ბუნებრივი გაზის აფეთქების შემთხვევების უმეტესი წილი, სამწუხაროდ, მომხმარებლების მიერ გაზის დანადგარების არასწორი მონტაჟისა და ექსპლუატაციის შედეგია და არა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს მიერ თავისი საქმიანობის, მათ შორის გაზგამანაწილებელი ქსელის არასათანადო "მოვლა-პატრონობაა".

რაც შეეხება ბ-ნი ს. სიმონიშვილის გაღიზიანებას იმის გამო, რომ საწარმოში ტარდება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, მათ შორის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ სპეციალური მართვის რეჟიმის შემოღება დავალიანებამ განაპირობა. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალის დაფარვა სასამართლოს მიერ მიჩნეულია პრიორიტეტულად, რამაც განაპირობა საკადრო პოლიტიკის ოპტიმიზაცია.

და ბოლოს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ცალკეული დაინტერესებული პიროვნებების მიერ ამგვარი "კონფლიქტების წარმოჩენის" დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფაქიზად მოეკიდებიან, როგორც ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს, ასევე წლების მანძილზე მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობით დაკავებული საწარმოს იმიჯს.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

yaztransgazi” - pasuxi soso simoniSvils

BBBbolo dReebSi masobrivi informaciis saSualebebSi, ramdenime dainteresebuli piri (ZiriTadad yofili TanamSromlebi), gamoTqvamen sakuTar Tamam Sexedulebebs Sps “yaztransgaz-TbilisSi” mimdinare procesebis irgvliv. isini Tesen panikas TbiliselebSi, “afrTxileben” maT mosalodneli avariebisa da afeTqebebis Sesaxeb. Cvens gakvirvebas iwvevs is faqti, rom arakompetenturma adamianebma SeZles TavianTi mosazrebebis tiraJireba analizis, gadamowmebisa da gazis meurneobaSi momuSave damoukidebeli eqspertebis azris gauTvaliswineblad. Aaqedan gamomdinare, aucileblad miviCnieT Cveni sawarmos poziciis gamoxatva.

Sps “yaztransgaz-Tbilisi”-s diagnostikuri laboratoriis yofili xelmZRvanelis soso simoniSvilis intervius, romelic gamoqveynda 2013 wlis 22 Tebervals gazeT “kviris palitris” vebgverdze, win uZRoda misi mravali gancxadeba, dagzavnili sxvadasxva saxelmwifo organosa Tu instanciaSi. vvaraudobT, rom mis dausabuTebel moTxovnebze sasurveli Sedegis miuReblobis gamo, simoniSvili cdilobda JurnalistebTan siaxlove gamoyeneba kerZo interesebis misaRwevad. rogorc CvenTvis cnobilia, s. simoniSvili miubrunda Tavis pirvel profesias – Jurnalistikas da amJamad radio “palitraSi” muSaobs. imis gamo, rom s. simoniSvils ar gaaCnia specialuri ganaTleba energetikis sferoSi, xolo misi gamocdileba Sps “yaztransgaz-Tbilisi”-s xelmZRvanelobis mier, rbilad rom vTqvaT, ver iqnaSefasebuli dadebiTad, mas ar gaugrZelda SromiTi xelSekruleba. (informaciisaTvis, soso simoniSvilis vaJi – kaxa simoniSvili, dRemde ganagrZobs muSaobas Sps “yaztransgaz-TbilisSi” diagnostikuri laboratoriis wamyvan specialistad da sawarmos xelmZRvanelobas misi saqmianobis mimarT pretenzia ar gaaCnia).

Ggvinda SevaCeroT mkiTxvelis yuradReba simoniSvilis moRvaweobaze gazis sferoSi: 2004-2006 wlebSi igi marTlac muSaobda ss “TbilgazSi” generaluri direqtoris pirveli moadgilis Tanamdebobaze, zustad am periodSi bunebrivi gazis teqnikuri danakargis procentuli maCveneblis mkveTrma zrdam da “Tbilgazi”-s xelmZRvanelobis zogadad araefeqturma muSaobam ganapiroba sawarmos gakotrebamde miyvana. magram, samwuxarod, igi ver (Tu ar) acnobierebs im garemoebas, rom momxdari movlenebis gamo masac miuZRvis pasuxismgeblobis garkveuli “wili”.

mcire biografiuli eqskursebis Semdeg, qalaq Tbilisis mosaxleobaSi mcdari Sexedulebis damkvidrebisa da yovelgvari panikis gaCenis Tavidan acilebis mizniT, gvinda SevaCeroT mkiTxvelis yuradReba im garemoebaze, rom

sawarmos sakuTrebaSi arsebuli gazgamanawilebeli qselis sigrZe 3721 km. moicavs, maT Soris 1375 km.– miwisqveSa gazsadenia, romlis 27 km. dReisaTvis e.w. “problemur”, anu korozirebul da dazianebis TvalsazrisiT yvelaze kritikul gazsadens warmoadgens. amis gamo dagegmilia misi etapobrivi reabilitacia, romlis ganxorcielebamde sistematurad, ufro xSiri intensiobiT (vidre arakorozorebuli gazsadenis) tardeba prevenciuli saxis RonisZiebebi. Sps “yaztransgaz-Tbilisi”-s arsebobis periodSi reabiletirebuli da axlad aSenebulia 1333,3 km. saSualo da dabali wnevis gazsadeni, maT Soris 26,2 km. miwisqveSa gazsadenia.

saqarTvelos energetikisa da wyalmomaragebis maregulirebeli erovnuli komisiis mier Sps “yaztransgaz-Tbilisi”-saTvis bunebrivi gazis teqnikuri danakargis procentuli maCvenebeli Seadgens 9%-s. cnobisaTvis warmogidgenT 2006-2012 wlebSi bunebrivi gazis saerTo (teqnikurisa da komerciuli danakargis jami) danakargebis procentuli maCveneblebis dinamikas:

2006 w. – 42%;

2007 w. – 37%;

2008 w. – 32,7%;

2009 w. – 27,8%;

2010 w. – 21,2%;

2011 w. – 17,8%;

2012 w. – 14,9%.

Amxolod am maCveneblebis analizi aCvenebs, rom miuxedavad ss “Tbilgazi”-sagan metad “mZime memkvidreobis” miRebisa, danakargebis Semcireba SesaZlebeli mxolod efeqturi menejmentis Sedegad gaxda. samwuxaroa, rom b-ni s. simoniSvili obieqturad ver afasebs miRebul Sedegs, misi pozicia “ganawyenebuli” adamianis poziciad gvevlineba, romelsac ar surs dainaxos pozitiuri cvlilebebi.

gamoqveynebul interviuSi b-n soso simoniSvilis mier moyvanili informacia xSir SemTxvevaSi ar Seesabameba sinamdviles. iseve rogorc sicru, rom “gasul wels am mizeziT (igulisxmeba korozirebuli miwisqveSa gazsadenidan bunebrivi gazis gaJonvisa da dagrovebis faqti) sami saxli afeTqda da oTxi adamiani gardaicvala”. bunebrivi gazis afeTqebis SemTxvevebis umetesi wili, samwuxarod, momxmareblebis mier gazis danadgarebis araswori montaJisa da eqspluataciis Sedegia da ara Sps “yaztransgaz-Tbilisi”-s mier Tavisi saqmianobis, maT Soris gazgamanawilebeli qselis arasaTanado “movla-patronobaa”.

rac Seexeba b-ni s. simoniSvilis gaRizianebas imis gamo, rom sawarmoSi tardeba struqturuli da sakadro cvlilebebi, maT Soris TanamSromlebis saxelfaso anazRaurebasTan dakavSirebiT. gacnobebT, rom specialuri marTvis reJimis SemoReba davalianebam ganapiroba. bunebrivia, rom saxelmwifos winaSe arsebuli valis dafarva sasamarTlos mier miCneulia prioritetulad, ramac ganapiroba sakadro politikis optimizacia.

da bolos, imeds gamovTqvamT, rom calkeuli dainteresebuli pirovnebebis mier amgvari “konfliqtebis warmoCenis” dros masobrivi informaciis saSualebebi faqizad moekidebian, rogorc qalaqis mosaxleobis interesebs, aseve wlebis manZilze metad sapasuxismgeblo saqmianobiT dakavebuli sawarmos imijs.